მთაწმინდაზე ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში 2 ვერტმფრენი ჩაერთო

მთაწმინდაზე ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში 2 ვერტმფრენი ჩაერთო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ინფორმაციითვე, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ცნობისთვის, მთაწმინდის ტერიტორიაზე მთის ფერდობზე, ცეცხლი ბალახებსა და ბუჩქებს გაუჩნდა.

ლევან ხაბეიშვილი – სხვა ქვეყნიდან 300-500 კუნთმაგარი პირის ჩამოყვანა იგეგმება, რომლებიც არჩევნებზე თავ-პირს დაამტვრევენ ოპოზიციის მხარდამჭერებს – ჰკითხეთ კალაძეს და კობახიძეს, ნურმაგომედოვთან შეხვედრა ხომ არ უკავშირდებოდა ზონდერების ჩამოყვანას?

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, მმართველი პარტია 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ჩეჩნეთის ლიდერთან, რამზან კადიროვთან დაახლოებული 300-500 პირის ჩამოყვანას გეგმავს. ხაბეიშვილის განცხადებით, აღნიშნული პირები საარჩევნო უბნებთან ფიზიკური დაპირისპირებისთვის იქნებიან მობილიზებული. ლევან ხაბეიშვილის თქმითვე, შესაძლოა სწორედ ეს საკითხი განიხილეს, UFC-ის ჩემპიონ ხაბიბ ნურმაგომედოვთან გერმანიაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე შეხვდნენ. […]

ლევან ხაბეიშვილი – დაპირებისამებრ, უახლოეს დღეებში ყრილობა იქნება მოწვეული – „ნაციონალური მოძრაობა“ სხვადასხვა სუბიექტთან ერთად დიდ ერთობაში გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პარტია 8 ივლისს ყრილობას გამართავს. მისი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება და შეძლებს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ დაამარცხოს. „დაპირებისამებრ, უახლოეს დღეებში ყრილობა იქნება მოწვეული, სადაც ყველა მნიშვნელოვან საკითხს გადავწყვეტთ. რაც მნიშვნელოვანია, უნდა გვესმოდეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა” სხვადასხვა სუბიექტებთან […]

“ამბროლაურის მერიამ უარი მითხრა ცხენოსნობაში, “რაჭის დიდი პრიზის” გათამაშებაში თანასპონსორობაზე” – თენგიზ გოგორელიანი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიამ უარი მითხრა 28 ივლისს სოფ, ნიკორწმინდაში ცხენოსნობაში, “რაჭის დიდი პრიზის” გათამაშებაში თანასპონსორობაზე, მხოლოდ 5000 ლარი მოვთხოვე, ვუთხარი, ერთ მაგდენს მე ვიშოვითქო, მიხვდებით ყველა, რატომაც მითხრეს უარი, თუმცა მე კი არა იმ 3000 მაყურებელს უთხრეს უარი, ვისაც სურვილი აქვს უყუროს ამ ულამაზეს სანახაობას, არაფერია უწინ მაგათი დახმარების გარეშე არ ვატარებდი ტურნირებს? პ.ს მერიის […]

მოსკოვის წინადადებამ, შეიძლება, დაასრულოს საომარი მოქმედებები, თუ კიევი და მისი დასავლელი სპონსორები მზად იქნებიან წინადადების მისაღებად

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინასთან დაკავშირებით მოსკოვის წინადადებამ, შეიძლება, დაასრულოს საომარი მოქმედებები, თუ კიევი და მისი დასავლელი სპონსორები მზად იქნებიან წინადადების მისაღებად. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სახელმწიფოს მეთაურთა საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. პუტინის თქმით, მზად არის გაითვალისწინოს „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრების ინიციატივები კონფლიქტის დასასრულებლად. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრი […]

დაკავებულია პოლკოვნიკი, რომლის პოლკსაც ბუჩაში მკვლელობებთან აკავშირებდნენ

რიაზანში განსაკუთრებით მასშტაბური თაღლითობის საქმეზე დააკავეს პოლკოვნიკი არტიომ გოროდილოვი, რომელიც უკრაინაში ომის გამო აშშ-ის სანქციების სიაში იმყოფება. ამის შესახებ „კომერსანტი“ წერს წყაროზე დაყრდნობით. ფსბ-ს სამხედრო კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა გოროდილოვი მოსკოვში ჩაიყვანეს და საგამოძიებო კომიტეტის მთავარი სამხედრო სამმართველოს წარმომადგენლებს გადასცეს. რა სახის დატაცებაში და რა თანხის თაობაზეა ბრალდებული გოროდილოვი, ჯერჯერობით უცნობია. სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, „განსაკუთრებით დიდი […]

ცესკომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს საარჩევნო სიახლეები და ელექტრონული ტექნოლოგიები გააცნო

ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საარჩევნო სიახლეებსა და ელექტრონულ ტექნოლოგიებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლები გაეცნენ. საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც გენერალური აუდიტორი და მისი მოადგილეები ესწრებოდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა. მან 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესისა და ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ისაუბრა. შეხვედრის ფარგლებში ცესკოს საარჩევნო კომისიების მართვის განყოფილების უფროსმა რევაზ ეგაძემ […]

“აპირებენ გვარამიას მიერ შეთითხნილი რეიტინგების გამოქვეყნებას” – გიორგი გუგავა

ამ დღეებში აპირებენ მორიგი ყალბი, გვარამიას მიერ შეთითხნილი რეიტინგების გამოქვეყნებას, რომელმაც პროპაგანდისტული ტელევიზით მეშვეობით მინიმუმ ბოლო სამი არჩევნები “გაუპრავა” ივანიშვილის რუსულ რეჟიმს. მთავარი დარტყმის (გაყალბების) ობიექტი ტრადიციულად ლეიბორისტული პარტიაა. ამჯერადაც, ამ სარფიან პოლიტ-ვაჭრობით აპირებენ ქართველი ხალხის ნების გამრუდებას. მოგიძველდათ მეთოდები სოვდაგრებო, ამჯერად ვნახავთ ვის “შეეტენება” ეგ პოლიტ-ბუღალტერია.

უგულშემატკივრე ბორჯღალოსნებს ბათუმის სტადიონზე

საქართველო ფიჯის თამაში 5 ივლისს, 20:00 საათზებათუმის „აჭარაბეთ არენაზე” გაიმართება. ბორჯღალოსნები რაგბის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ გუნდს, „მფრინავ ფიჯელებს“ერკინებიან. თამაშის დღეს, 17:00 საათიდან, ფან ზონაშიგულშემატკივრებს დახვდებათ მუსიკა, კვების ობიექტები, ფან შოპი და გართობა. თამაშის დასრულების შემდეგ მორაგბეებიც შეუერთდებიანგულშემატკივრებს გასართობ ზონაში. ბორჯღალოსნებს ივლისში სამი უმაღლესი დონის ტესტ-მატჩი ელით. ეროვნული ნაკრების მორაგბეები დანარჩენ 2 მატჩზე, რომელიც 13 […]

ამბასადორი კაჭრეთის აპარტამენტები უძრავი ქონების ბაზარზე

ამბასადორი კაჭრეთის სასტუმრო კომპლექსის ტერიტორიაზე აპარტამენტების გაყიდვა დაიწყო. ახალი, 9 სართულიანი კორპუსის მშენებლობა ამბასადორი ჯგუფმა 3 წლის წინ დაიწყო და მისი ნაწილის აპარტამენტების გაყიდვა უკვე დაწყებულია. ამიერიდან ნებისმიერ მსურველს შეუძლია საქართველოში ამ ერთ-ერთ ყველაზე დიდ დასასვენებელ კომპლექსში ბინის შეძენა. ახალი მულტიფუნქციური შენობა ამბასადორი კაჭრეთის სასტუმრო კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარეობს. მისი ნომრების ნაწილი სასტუმრო ოპერირებისთვის იქნება განკუთვნილი, […]