კიევში ვიზიტის შემდეგ ორბანი 5 ივლისს მოსკოვში ჩავა და მოლაპარაკებებს გამართავს პუტინთან

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი 5 ივლისს მოსკოვში ჩავა და მოლაპარაკებებს გამართავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას შეატყობინა წყარომ უნგრეთის მთავრობაში. ამ კვირაში ორბანი კიევში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინაში შესაძლო საზავო შეთანხმების შესახებ ისაუბრა. ორბანთან ერთად კრემლს ეწვევა საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტოც. მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში დაიწყო […]
კაშია ნაკრების სახელით მადლობას უხდის ივანიშვილს და გულშემატკივარს

საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდზე წერილობით განცხადებას ავრცელებს და მადლობას უხდის ფონდ ქართუსა და ბიძინა ივანიშვილს, რომლებმაც ჯგუფიდან გასვლის სანაცვლოდ გუნდს პრემიის სახით 30 მილიონი აჩუქეს. კაშია წერილობით განცხადებაში ასევე მადლობას უხდის გულშემატკივარს. „ნაკრების სახელით, მსურს მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და ფონდ “ქართუს” ჩვენი შრომის დაფასებისთვის და ფეხბურთის მხარდაჭერისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია […]
კაშია: ნაკრების სახელით, მსურს, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრები გუნდის კაპიტნის, გურამ კაშიას განცხადებას ავრცელებს, სადაც იგი მადლობას უხდის მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და ფონდ “ქართუს” ფეხბურთის მხარდაჭერისთვის. ნაკრების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით ასპარეზობისა და მერვედფინალში გასვლის აღსანიშნად, ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ “ქართუსგან”, ჯილდოს სახით, 30 მილიონი ლარი გამოიყო, რაც […]
როგორ უნდა მოიქცე, თუ საზღვარგარეთ პასპორტი დაკარგე?

სამოგზაუროდ ემზადები და უკვე შეიძინე ავიაბილეთები , სამოგზაურო დაზღვევა და სასტუმრო? ეს იმას ნიშნავს, რომ საოცნებო მოგზაურობამდე სულ ცოტა დაგრჩა. თუმცა, მნიშვნელოვანია წინასწარ გათვალო ისეთი გარემოებები, როგორიცაა საზღვარგარეთ პასპორტის დაკარგვა. აღნიშნული ფაქტი, ბევრისთვის სტრესული სიტუაციაა, თუმცა არსებობს ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც ეხმარება მოგზაურს პრობლემის ეფექტურად მოგვარებაში. რა უნდა გააკეთო, თუ საზღვარგარეთ პასპორტი დაკარგე? პირველ რიგში, უნდა […]
ისრაელი განიხილავს “ჰამასის” შეთავაზებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე

ისრაელის შეიარაღებული ძალები და დაჯგუფება “ჰეზბოლა” ლიბანიდან ერთმანეთს საჰაერო იერიშებით ესხმიან თავს. ღაზაში თვეების განმავლობაში მიმდინარე ომის პარალელურად ისრაელ-ლიბანის საზღვრის გასწვრივ საჰაერო იერიშები დროდადრო აქტიურდება და აძლიერებს შიშს იმის შესახებ, რომ კონფლიქტი რეგიონში უფრო ფართოდ გავრცელდება. “ჰეზბოლა” ამბობს, რომ მან 200-ზე მეტი რაკეტა ესროლა ისრაელის ბაზებს და “ასაფეთქებელი დრონებიც” გამოიყენა. ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ამბობს, […]
“დედებმა ეს უნდა იცოდნენ” – დედის პროტესტი სასამართლოს და სამართალდამცავ სისტემას

თამთა ჟვანია, ალიას უყვება, რომ მის ქალიშვილზე, 12 წლის გოგოზე ფიზიკური ძალადობის საქმის მსვლელობა უკვე 2 წელზე მეტია იწელება. მისი თქმით, გოგონა მამინაცვლი მხრიდან იყო ძალადობის მსხვერპლი და მამაკაცი 2022 წლის 8 იანვარს დააკავეს და გირაოთი გამოუშვეს, მას შემდეგ სამართალს ელოდება, თუმცა, ამაოდ. თამთას თქმით, სასამართლო, სადაც უკვე გადაცემული საქმე, მოსამართლეთა დროის სიმცირეს იმიზეზებს და […]
“ნაკრების სახელით, მადლობა ივანიშვილს და ფონდ “ქართუს” ჩვენი შრომის დაფასებისთვის” – კაშია

საქართველოს ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, ნაკრებს სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით ასპარეზობისა და მერვედფინალში გასვლის აღსანიშნად ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ “ქართუსგან”, ჯილდოს სახით, 30 მილიონი ლარი გამოიყო. ეროვნული ნაკრები ავრცელებს გურამ კაშიას განცხადებას, რომელიც გუნდის სახელით მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს, ფონდ “ქართუს” და ქართველ გულშემატკივარს ფეხბურთის მხარდაჭერისთვის. ნაკრების სახელით, მსურს მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და […]
საუდის არაბეთში ნავთობისა და გაზის ახალი საბადოები აღმოაჩინეს

საუდის არაბეთში, შარქიასა და რუბ ელ-ხალის რეგიონებში, ნავთობისა და ბუნებრივი აირის ახალი საბადოები აღმოაჩინეს. ამის შესახებ არაბული მედია საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრის აბდულ აზიზ ბინ სალმანის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. ეროვნულმა ნავთობკომპანიამ Saudi Aramco-მ აღმოაჩინა ორი არატრადიციული ნავთობის საბადო შარქიას რეგიონში, ასევე ბუნებრივი გაზის ორი საბადო რუბ ალ-ხალის რეგიონში, აღნიშნა მინისტრმა. საუდის არაბეთის, ამ ნახშირწყალბადების მსოფლიოში […]
ევროკავშირი წევრი ქვეყნებისთვის უკრაინის გავლით რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების გაგრძელებას აპირებს

ევროკავშირი უკრაინის გავლით რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების გაგრძელებას აპირებს. ასევე განიხილება რუსული გაზსადენით ევროკავშირში აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხიც. როგორც გერმანული მედია წერს, რამდენიმე ევროპულ სახელმწიფოს უკვე დაწყებული აქვს მუშაობა, რათა უკრაინის გავლით რუსული გაზის ევროკავშირში მიწოდება გაგრძელდეს მას შემდეგაც, რაც კიევსა და მოსკოვს შორის გაფორმებული კონტრაქტის ვადა 2024 წლის ბოლოს ამოიწურება. კერძოდ, ევროკომისიაში და […]
არშავინმა ევრო 2024-ზე “ჯვაროსნების” წარმატების მიზეზი განმარტა

„არსენალისა“ და რუსეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ანდრეი არშავინმა ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრების წარმატების მიზეზი ახსნა. „როგორ შეძლო საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე თავის წარმოჩენა? ოთხი ფეხბურთელის ძალისხმევით. ესენი არიან: მეკარე (მამარდაშვილი), ხვიჩა, მიქაუტაძე და ქოჩორაშვილი. სანიოლის დისციპლინა – მან აიძულა ქართველები, ჩვენ კი გვაქვს საყოველთაოდ მიღებული აზრი, რომ ისინი ისეთი ზარმაცები არიან, მხოლოდ შეტევაში თამაშობენ. აი, ამ ფაქტორებმა […]