რა შეთავაზების სანაცვლოდ შეიძლება გადაბარგდეს გახარია ივანიშვილთან, გვარამიას აზრით

მე, რასაც ვუყურებ, ქოცების, ნაციონალური მოძრაობის და ჩვენი გრავიტაციის ცენტრის გარდა, 5-პროცენტიანი ბარიერის პრობლემა ექნება ყველას, (გახარიასაც), გახარია 5 პროცენტს ქვემოთ არის. წარმატებას ვუსურვებ მას, თუ ის ბიძინა ივანიშვილის მთავრობისკენ არ გადაბარგდება არჩევნებიდან შემდეგ დღეს, მანამდე ალბათ, არ გადაბარგდება, იმიტომ, რომ სჭირდება ოპოზიციური ხმები. მაგრამ მე არ ვიცი, გადაბარგდება თუ არა, თუ მაგალითად, მას შესთავაზებენ […]
“მზად ვართ ცხვირზე ხელი მოვიჭიროთ და ალიანსი შევკრათ განსხვავებულ ძალებთან” – ჩერგოლეიშვილი
ჩვენ გვჯერა, რომ რეჟიმის გარანტირებული მარცხისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეჟიმმა ვერ შეძლოს პოლარიზაცია ბიძინასა და სააკაშვილ/კეზერაშვილს შორის. თუ ეს შეძლო, ძალიან მაღალია რისკი, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური განმეორდეს. რეალობა ისაა, რომ მხოლოდ ჩვენი პარტია, მიუხედავად დიდი ზრდისა, ამას მარტო ვერ შეძლებს (ზრდას შეძლებს, მაგრამ ზოგადი აღქმის შექმნა გაუჭირდება). სწორედ ამიტომ, მზად ვართ […]
სიმ და პუტინმა ევრაზიული უსაფრთხოების კლუბისთვის ამბიციური გეგმები დასახეს

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და ვლადიმირ პუტინმა ხუთშაბათს წარმოადგინეს საკუთარი გეგმა, რომელიც ევრაზიის რეგიონის ქვეყნებს შორის უსაფრთხოების, პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში უფრო მჭიდრო თანამშრომლობას გულისხმობს, რაც დასავლური ალიანსების საპირწონედ მოიაზრება. ქვეყნების პირველი პირები ყაზახეთის დედაქალაქში მიმდინარე შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ. ეს ორგანიზაცია რუსეთმა, ჩინეთმა და შუააზიის ქვეყნებმა 2001 წელს დააარსეს და ახლა ინდოეთი, […]
საქართველო თურქეთიდან მედიკამენტების უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნების სამეულშია – medimagazin.com

2023 წლის მონაცემებით, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ღირებულების მიხედვით, საქართველო მესამე ადგილზეა. ინფორმაციას თურქული გამოცემა medimagazin.com ავრცელებს. წყაროს ცნობით, იმ 185 ქვეყანას შორის, რომლებიც თურქეთისგან მედიკამენტებს ყიდულობენ, პირველი სამხრეთ კორეაა, რომელმაც გასულ წელს თურქეთისგან 458 მილიონი დოლარის ფარმაცევტული პროდუქცია შეიძინა. მას მოსდევს უნგრეთი 169 მილიონით, მესამე კი საქართველოა 140 მილიონი დოლარის ღირებულების მედიკამენტებით. გამოცემის მონაცემებით, თურქეთის […]
რუმინეთში 24 ნოემბერს საპრეზიდენტო, 1-ელ დეკემბერს კი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

რუმინეთის მმართველმა კოალიციამ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების თარიღები განსაზღვრა. სოციალ-დემოკრატებისა და ლიბერალების გადაწყვეტილებით, საპრეზიდენტო არჩევნები 24 ნოემბერს ჩატარდება, ხოლო მეორე ტურის საჭიროების შემთხვევაში, ის 8 დეკემბერს გაიმართება. ტურებს შორის კი, 1-ელ დეკემბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ამგვარად, რუმინელებს ზედიზედ ორი-სამი კვირა მოუწევთ არჩევნებზე სიარული. განიხილებოდა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ერთად ჩატარების ვერსიაც, თუმცა საბოლოოდ ისინი სამ […]
ილია მეორე ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდა

ილია მეორე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდა – შეხვედრის ამსახველ ფოტოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. პატრიარქსა და ფეხბურთელებს შორის შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში, საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა. ილია მეორემ ნაკრების ფეხბურთელები დალოცა. შეხვედრას ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
TUTTO mercato WEB: სერია A-ში “ახალი კვარა” მოდის

გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ნაკრებისა და “ბორდოს” 23 წლის ნახევარმცველის ზურიკო დავითაშვილის შეძენის სურვილი ლიგა 1-ში გადასულ “სენტ-ეტიენს” აქვს, ახლა კი TUTTO mercato WEB-ი იტყობინება, რომ მისი სამსახურით სერია A-ს სამი კლუბი დაინტერესდა. გამოცემა წერს, რომ სერია A-ში შეიძლება “ახალი კვარა” ჩავიდეს, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ოთხივე მატჩში მიიღო მონაწილეობა, ქართველის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს […]
ბათუმში პარაშუტის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ტურისტი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

ბათუმში პარაშუტის ჩამოვარდნის შედეგად ტურისტი დაიღუპა. როგორც “ინტერპრესნიუსს” ადგილობრივებმა განუცხადეს, ძლიერი ქარის შედეგად პარაშუტი ჩამოვარდა, რომელზეც ტურისტები, ცოლ-ქმარი იმყოფებოდნენ. დაშავებული მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა, ხოლო ქალი ადგილზე დაიღუპა. როგორც “ინტერპრესნიუს” ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს, დაშავებული მამაკაცი კონტაქტურია. ექიმების თქმით, პაციენტს ამ დროისთვის, სამედიცინო კვლევები უტარდება. ადგილზე შესაბამისი სამსახურები იყვნენ მობილიზებული.
“ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, შეგვიძლია ზუსტი პროგნოზი დავდოთ” – რას სთავაზობს მომხმარებლებს ახალი სტარტაპი Vynity

სტარტაპი Vynity არის პლატფორმა, რომელიც B2B მომხმარებლებს აძლევს საშუალებას ჰიდროელექტროსადგურების საათობრივი გამომუშავების ანალიტიკასთან პირდაპირ წვდომას და საპროგნოზო საათობრივ გამომუშავებას, როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში. პლატფორმა ჯერ სატესტო რეჟიმშია და სრული გაშვება სექტემბერში იგეგმება. სტარტაპის თანადამფუძნებელმა, ნიკოლოზ ხაბელაშვილმა BMGTV-ს გადაცემაში “საქმიანი დილა” განაცხადა, რომ პროდუქცია გათვლილია როგორც ენერგიის მწარმოებლებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის. მისი თქმით, პლატფორმა მაქსიმალური სიზუსტით […]
სოხუმი აპროტესტებს ერევნის პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გააკეთა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრების ილია დარჩიაშვილისა და არარატ მირზოიანის განცხადებებზე ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის შესახებ, რომელიც 3 ივლისს გაკეთდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თბილისში ვიზიტის დროს. უწყება [დე ფაქტო] წერს, რომ “აფხაზეთის რესპუბლიკა არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომლის სუვერენული სტატუსი გათვალისწინებულია აფხაზეთის რესპუბლიკის […]