ჯუღელი მანას შეხვდა – “ტუტოსპორტი” “კვარას” ახალი კონტრაქტის დეტალებს ახმოვანებს

Sky-ს სატრანსფერო ექსპერტის, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, დღეს მილანში ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი “ნაპოლის” სპორტულ დირექტორს, ჯოვანი მანას შეხვდა. “ტუტოსპორტი” იტყობინება, რომ კვარაცხელია ნეაპოლურ კლუბთან კონტრაქტს 2029 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს, წლიურ გასამრჯელოს 5.5 მილიონ ევრომდე მოუმატებენ და ხელშეკრულებაში გამოსყიდვის პუნქტი იქნება შეტანილი – 130 მილიონი. გამოცემა წერს, რომ ხვიჩას ტრანსფერში პსჟ-ის მიერ შეთავაზებული 110 […]
აზერბაიჯანმა და ჩინეთმა საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანი მემორანდუმი გააფორმეს – ტრანსპორტის სფეროში

„ჩინეთი–ევროპის სარკინიგზო ექსპრესის ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების განვითარების შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს“ მხარეებმა ხელი ასტანაში მოაწერეს. აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ რახმან გუმატოვმა აზერბაიჯანულ მედიასთან მემორანდუმის მნიშვნელობა და უპირატესობები განმარტა. მინისტრის მოადგილის თქმით, ამ მემორანდუმით მხარეები შეთანხმდნენ, ერთობლივად იმუშაონ შუა დერეფნის გაფართოების პროცესის დაჩქარებაზე, ერთობლივად […]
სალომე ზურაბიშვილი – ქვეყანამ არასოდეს არ უნდა დაივიწყოს, პარტნიორებმა რამდენ დარგში რამდენი სფეროს განვითარებისთვის და რამდენ პროექტში გაუწოდეს ხელი

ორბელიანების სასახლეში ,,ევროპა ნოსტრას“ მიერ დაჯილდოებული პროექტის, „ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაცია არხოტში“ მონაწილეების მიღება და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა, პროექტის მნიშვნელობასა და მის განხორციელებაში საერთაშორისო ფონდებისა და პარტნიორების ჩართულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა: „დღეს ძალიან სასიხარულო დღეა და ძალიან სასიხარულო სიახლე გვაქვს – ჯილდოვდება ,,ევროპა ნოსტრას“ გამარჯვებული პროექტი, რომელიც პირიქითა ხევსურეთში […]
შსს-მ ბათუმში პარაშუტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, რა დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა, გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში ზღვის სანაპიროზე პარაშუტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, სადაც ერთი ტურისტი დაიღუპა, ხოლო მეორე დაშავდა, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 275-ე მუხლით დაიწყო, რაც წყლის ტრანსპორტის ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. რაც შეეხება მომხდარის შედეგად დაშავებულ მამაკაცს, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არის მოთავსებული, ექიმების თქმით, მას კვლევები ამ დრომდე უტარდება, მიმდინარეობს მონიტორინგი. გარდაცვლილი […]
ზვიად ძიძიგური – თუ ხელისუფლება არ შეიცვალა, ძალიან ცუდი პერსპექტივები აქვს ქვეყანას – სამოქალაქო გმირობა იქნება თუ პარტიები, რომლებსაც არ აქვთ იმედი, რომ 5%-ს გადალახავენ, საერთოდ არ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში

სამოქალაქო გმირობა იქნება, თუ ის პარტიები, რომლებსაც არ აქვთ თავის თავის იმედი, რომ 5%-ს გადალახავენ, არ მიიღებენ არჩევნებში საერთოდ მონაწილეობას , – ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარემ, ზვიად ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა. ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ტრაგედია იქნება, თუ საპარლამენტო არჩევნებში 5%-ს ბევრი ოპოზიციური პარტია ვერ გადალახავს. „5%-ს დაბლა რაც უფრო ნაკლები პარტია დარჩება, […]
“მაშინ გურამ კაშიას სოლიდარობას რომ ვუცხადებდით გვაგინებდნენ ახლა ტაშს უკრავენ” – ინგრა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში პოსტს წერს და წლების წინ გადაღებულ თავის ფოტოს ავრცელებს, სადაც ეროვნული ნაკრების კაპიტნის, გურამ კაშიას გამოსახულებით მაისური აქვს მორგებული. ჟურნალისტი იხსენებს, რომ ამ კონკრეტული, გურამ კაშიას მხარდამჭერი გადაცემის გამო, ბევრი დაუმსახურებელი შეურაცხყოფა მიიღო. “ეს ის სურათია, წლების წინ, აქციებს რომ უწყობდნენ კაპიტანს და არანორმალურად ლანძღავდნენ, ჩემს სწორ პოზიციას რომ გამახსენებს […]
ბათუმში პარაშუტის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

4 ივლისს, ბათუმში პარაშუტის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა – ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს. ტაბულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებით დეტალებთან დაკავშირებით და ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
პრეზიდენტმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ფშავის მკვიდრი ვასილ ნაყეური ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და ქვეყნის ერთგული სამსახურისათვის ფშავის მკვიდრი ვასილ ნაყეური ღირსების მედლით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა და სახელმწიფო ჯილდო საქართველოს პრეზიდენტმა ვასილ ნაყეურს პირადად გადასცა. „ვასილ ნაყეური არხოტში ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციის […]
საჭიროა მეტი კომუნიკაცია ბიზნესთან და მათი ჩართულობა პროფესიულ განათლებაში – მათე ტაკიძე

განათლების სამინისტროს პროფესიული განათლების ახალი ხედვის ფარგლებში, ერთ-ერთ მიმართულებას პროფესიული განათლების სისტემაში საჯარო-კერძო პარტნიორობის მასშტაბის ზრდა და დამსაქმებლების ჩართულობის გაძლიერება წარმოადგენს. სამინისტრო კერძო სექტორს პროფესიული განათლების მართვაში მონაწილეობას, რამდენიმე ფორმით სთავაზობს, მათ შორის პროფესიული კოლეჯების თანადაფუძნებას, მასში ინვესტირებას და კოლეჯის ცალკეული მიმართულების მართვაში გადაცემას. ამ პარტნიორობის ფარგლებში განათლების სამინისტროში კერძო სექტორიდან 10 -ზე მეტი განაცხადია […]
ბათუმში პარაშუტი ჩამოვარდა – ერთი ტურისტი დაიღუპა, ერთი – დაშავდა

ბათუმში პარაშუტის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ტურისტი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. მთავარი არხის ინფორმაციით, ტურისტები უცხოელი ცოლ-ქმარია. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.