“შესვლაზე ბევრი არ გვიყოყმანია” – როგორია ენერგეტიკული ბირჟის მონაწილე GIEC-ის მოლოდინები?

გვჯერა, მონაწილეების მატების კვალდაკვალ, ბირჟის ლიკვიდურობა და შესაბამისად, ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობა გაიზრდება,- ასეთია ენერგეტიკული ბირჟის ერთ-ერთი მონაწილე კომპანიის, შპს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის (GIEC) მოლოდინები. პირველ ივლისს ამოქმედებულ ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალ მოდელს ამჟამად 6 მონაწილე ჰყავს. მათ შორისაა ჯიაიჯი ჰოლდინგში (GIG Holding) შემავალი საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციაა. კომპანიის აქტივში 8 ჰიდროელექტროსადგური და ასევე, ბუნებრივ აირზე მომუშავე […]

შეიძლება, ვიღაცას რუსეთში აქვს ფული ნაშოვნი ან ბიზნესი ჰქონდა, მაგრამ არავის სჭირდება იმ სიბინძურეში დაბრუნება – ივა ჭყონია

ბიზნესმენმა ივა ჭყონიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ „რუსული კანონის“ გავლენებზე და მის მიმართ ბიზნეს სექტორის დამოკიდებულებაზე ისაუბრა. როგორც ის ამბობს, არ შეხვედრია ბიზნეს სექტორიდან წარმომადგენელი , ვისაც „რუსულ კანონზე“ კითხვები არ უჩნდება. „ახალმა თაობამ აჩვენა, რომ ევროპული მომავალი უნდა და ზოგს ახლა სინდისი ქენჯნის, რომ მათი შვილები გარეთ იყვნენ და თვითონ დაბალანსებულ განცხადებებს აკეთებდნენ,” – ამბობს […]

ორგანოთა ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 0.5 მლნ ლარით გაიზარდა

ძვლის ტვინის და ღვიძლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა. „2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №529 დადგენილებაში შესული ცვლილებების თანახმად, მანამდე განსაზღვრული 6 მილიონის ნაცვლად ამ მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი თითქმის ნახევარი მილიონი ლარით გაიზარდა და 6,478 მლნ ლარი შეადგინა. პროგრამა ითვალისწინებს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე პაციენტებისთვის მაღალდოზირებულ […]

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწესებული საპრემიო თანხა სპორტის სამყაროში უპრეცედენტო მოვლენაა, რადგან მსოფლიოში მხოლოდ ჯგუფიდან გასვლისთვის, არცერთი სახეობის ნაკრებს, მსგავსი ოდენობის პრემია არ მიუღია

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწესებული საპრემიო თანხა სპორტის სამყაროში უპრეცედენტო მოვლენაა, რადგან მსოფლიოში მხოლოდ ჯგუფიდან გასვლისთვის, არცერთი სახეობის ნაკრებს, მსგავსი ოდენობის პრემია არ მიუღია „ბიძინა ივანიშვილმა ფეხბურთელებს ჯგუფიდან გასვლისთვის იმაზე მეტი პრემია მისცა რასაც ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები ჩემპიონობისთვის იხდიან. არავის ვაკნინებ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწესებული საპრემიო თანხა სპორტის სამყაროში უპრეცედენტო მოვლენაა, რადგან მსოფლიოში მხოლოდ ჯგუფიდან […]

გურამ კაშიამ ადამიანური მადლიერების გრძნობა გამოხატა, ხოლო უსამშობლო არსებებმა უკვე აიყვანეს თავის ბინძურ სამიზნეში და მადლიერების გამოხატვის გამო მიწასთან გაასწორეს

გურამ კაშიამ ადამიანური მადლიერების გრძნობა გამოხატა, ხოლო უსამშობლო არსებებმა უკვე აიყვანეს თავის ბინძურ სამიზნეში და მადლიერების გამოხატვის გამო მიწასთან გაასწორეს „ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ელემენტარული ადამიანური მადლიერების გრძნობა გამოხატა ქართველი გულშემატკივრის, ფონდ “ქართუსა” და პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ იმ მხარდაჭერისა და ქველმოქმედების გამო, რომელიც ჩვენმა გუნდმა საკუთარი სამშობლოს მოქალაქეებისა და მისი თვალსაჩინო წარმომადგენლების მხრიდან დამსახურებულად […]

-მჯერა ჩვენი ეროვნული ნაკრების მომავალი წარმატებებისა და ბიძინა ივანიშვილის გვერდში დგომის, რასაც კიდევ მრავალჯერ იხილავს ქართული საზოგადოება

-მჯერა ჩვენი ეროვნული ნაკრების მომავალი წარმატებებისა და ბიძინა ივანიშვილის გვერდში დგომის, რასაც კიდევ მრავალჯერ იხილავს ქართული საზოგადოება “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე საქართველოს ეროვნული ნაკრების განცხადებას ეხმიანება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია, მთელი გუნდის სახელით მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს და ფონდ “ქართუს” მათი შრომის დაფასებისთვის და ფეხბურთის მხარდაჭერისთვის. ზურაბ ქადაგიძე აღნიშნავს, რომ ელოდა […]

გვარამია: ევროპულ საქართველოს განვითარება აქვს, განსაკუთრებით, თბილისში, ციფრებით ვამბობ

ჩვენ ევროპულ საქართველოს ასევე მოვიაზრებთ… თქვენ სამი პოლიტიკური ძალა [ლელო, დროა, გირჩი-მეტი თავისუფლება] მკითხეთ და მე უბრალოდ დაგეთანხმეთ. გაგიკვირდებათ, ვიღაცას არ გაუკვირდება, ევროპულ საქართველოს საკმაოდ დინამიკური განვითარება აქვს პლუს ნიშნით. ციფრები გვაჩვენებს ამას, განსაკუთრებით ურბანულ ცენტრებსა და თბილისში, ციფრებით ვამბობ, კი არ მომლანდებია ან ჩემი სიმპათია კი არ მალაპარაკებს. პირიქით, ძირითადად მნიშვნელოვან დარტყმებს ვიღებ ევროპული […]

“გლობალურ IT ბაზარზე ჩვენი ნიშა ვიპოვოთ, რომელიც უნიკალური და ძნელად კოპირებადი იქნება” – დავით კიზირია

IT სექტორი 2024 წელს შემოსავლების მასშტაბური ზრდას არ ელოდება. მიზეზი გასული წლის ბუმის შემდეგ ბაზარზე მდგომარეობის დასტაბილურებაა, რაც ძირითადად მიგრანტების ეფექტის შემცირებით არის განპირობებული. “გრძელვადიან ჭრილში რომ საქართველოში IT სექტორმა ზრდის ტემპი შეინარჩუნოს, ამისთვის აუცილებელია ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაზრდა,” – ამბობს საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმის თანადამფუძნებელი დავით კიზირია. მისი განცხადებით, საქართველომ გლობალურ ბაზარზე უნდა იპოვოს თავისი […]

“დიდი მადლის მომცემი იყო” – ეროვნული ნაკრების წევრები პატრიარქს შეხვდნენ

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები პატრიარქ ილია მეორეს შეხვდნენ. მიღება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში, საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა. პატრიარქმა ფეხბურთელები დალოცა. ეროვნული ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის თქმით, “პირადად ჩემთვის, ყოველთვის ოცნება იყო უწმინდესთან შეხვედრა. დღეს ეს ოცნება ამიხდა და მადლობელი ვარ ამისთვის”. ფეხბურთელ ოთარ კიტეიშვილი ამბობს, რომ პატრიარქთან შეხვედრა “ძალიან დიდი მადლის მომცემი იყო”. “დიდი მადლობა პატრიარქს […]

გვარამია: ვაპირებთ, რომ გრავიტაციის მნიშვნელოვანი და გადაწმყვეტი ცენტრი გავაკეთოთ

პარტია ახალის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამია ამბობს, რომ აპირებენ შექმნან გრავიტაციის ცენტრი, რასაც მისივე თქმით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში. მისივე თქმით, 8 ივლისს “სავარაუდოდ განაცხადები იქნება”. “რაც შეეხება ერთიან დიდ პოლიტიკურ ცენტრს, ასეთი პოლიტიკური ცენტრი იქნება, მოლაპარაკებები ჩვენ გვაქვს, იმედი მაქვს რომ გადაწყვეტილებამდე მივალთ, 8 ივლისამდე იქნება ეს გადაწყვეტილება, თუ განაცხადს გავაკეთებთ და […]