ჩანაწერები გერმანიიდან – მგზავრობა ქეცბაიასთან, ქართველი გულშემატკივრების ამაღლებული ხმა და გუცაევი ფეხბურთის მუზეუმში…

ევროპის ჩემპიონატი საქართველოში ყოფნისას დაიწყო. თუკი ადრე ამ დღისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით, ახლა მთელი ყურადღება 18 ივნისისკენ იყო გადატანილი, როცა საქმეში დებიუტანტი საქართველოს ნაკრები ჩაერთვებოდა. გერმანიაში გაფრენისთანავე მოლოდინი დიდი იყო. წამები თითქოს ჩერდებოდა და იმაზე ნელა გადიოდა, ვიდრე რეალურად. საგანგებო რეისით ბევრნი ვმგზავრობდით და ეს ერთიანობის განცდას აძლიერებდა. აქ იყვნენ ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები და მწვრთნელები, თემურ […]
რიში სუნაკმა „ლეიბორისტული პარტიის“ გამარჯვება აღიარა და კეირ სტარმერს გამარჯვება მიულოცა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა აღიარა, რომ მისი „კონსერვატიული პარტია“ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა. რიში სუნაკის თქმით, მის პარტიას რთული ღამე ჰქონდა. მან მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ რომ მოუთმენლად ელის, გააგრძელოს მათ სამსახურში ყოფნა. რიში სუნაკის თქმით, „ლეიბორისტებმა“ გაიმარჯვეს და კეირ სტარმერს გამარჯვება მიულოცა. შეგახსენებთ, ეგზიტპოლის თანახმად, დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში […]
დღეს თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 5 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის და ბაგების დასახლების მოსახლეობას. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის-3 VII კვარტლის, აეროდრომის დასახლების, კალოუბნუს, შუამთის და ჯავახიშვილის ქუჩების მოსახლეობას. დიდუბის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან […]
კეირ სტარმერი – ჩვენ ეს შევძელით! ცვლილება იწყება – „ლეიბორისტული პარტია“ მზადაა, ბრიტანეთი მშრომელი ხალხის სამსახურში დააბრუნოს

ჩვენ ეს შევძელით! თქვენ ამისთვის ჩაატარეთ კამპანია, იბრძოლეთ ამისთვის, მიეცით ხმა და ახლა მოვიდა. ცვლილება ახლა იწყება, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, კეირ სტარმერმა არჩევნების შედეგებზე კომენტირებისას განაცხადა. „ოთხწელიწადნახევრიანი მუშაობა პარტიის შეცვლაზე. შეცვლილი ლეიბორისტული პარტია, რომელიც მზად არის ემსახუროს ჩვენს ქვეყანას, მზადაა დააბრუნოს ბრიტანეთი მშრომელი ხალხის სამსახურში“, – აღნიშნა კეირ სტარმერმა. შეგახსენებთ, […]
როგორია Block Energy-ის მიმდინარე პროექტები და გეგმები?

Block Energy-ის, რომელიც საქართველოში ნავთობისა და გაზის ძებნა-მოპოვებაზე მუშაობს, 5 ძირითადი პროექტი აქვს. როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, პოლ ჰეივუდმა BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა, მიმდინარე ეტაპზე კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტი გაზის პროექტის განსავითარებლად პარტნიორის მოძიებაა. ეს ეხება პროექტ III-ს, რომელიც პოლ ჰეივუდის თქმით, მრავალი ტრილიონი კუბური ფუტის გაზის პროექტია. მოსალოდნელია, რომ პირველი ფაზის ფარგლებში წარმოება 150 მილიონ კუბურ […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 ივლისს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ნაოზა, აღდგომლიანთკარი, მისაქციელი, ნავაზარი, ნატახტარი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ანანური, ციხისძირი, თანდილაანთკარი, ჭივილიაანები, ფიტავი და მიმდებარე სოფლებში; 15:00-დან 17:00 საათამდე თბილისის მუნიციპალიტეტში თხინვალა, ლისი, მსხალდიდი და მიმდებარე სოფლებში; 15:00-დან […]
ბრიტანეთის პრემიერმა რიში სუნაკმა აღიარა არჩევნებში კონსერვატორების დამარცხება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა აღიარა საპარლამენტო არჩევნებში მმართველი კონსერვატიული პარტიის დამარცხება და გამარჯვება მიულოცა ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, მომავალ პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს. გაერთიანებულ სამეფოში 4 ივლისს ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგებით, თემთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვა ლეიბორისტულმა პარტიამ, რომელიც ბოლო 14 წლის განმავლობაში ოპოზიციაში იყო. სუნაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კონსერვატორების მარცხზე პასუხისმგებლობას იღებს და მათთვის ბრიტანელების ვერდიქტი […]
მიშელმა ორბანს შეახსენა, რომ რუსეთი აგრესორია, უკრაინა – მსხვერპლი

ბრიუსელი შეაშფოთა გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში ვიზიტს გეგმავს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ როტაციის პრინციპით თავმჯდომარეობა არავის აძლევს ევროკავშირის სახელით რუსეთთან ჩართულობის უფლებამოსილებას. მიშელმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ევროპული საბჭოს პოზიცია, რომ რუსეთი აგრესორია, უკრაინა – მსხვერპლი და უკრაინის შესახებ მისი მონაწილეობის გარეშე […]
მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 89 ადამიანი დაიღუპა

მავრიტანიის სანაპიროებთან მიგრანტების ნავი გადაბრუნდა, რის შედეგადაც, სულ მმცირე, 89 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას CNN-ი მავრიტანიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მავრიტანის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს მიგრანტების ცხედრები, რომლებიც დიდ თევზსაჭერ ნავზე იმყოფებოდნენ, როდესაც ის გადაბრუნდა. ამასთან, მათ 9 ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის 5 წლის გოგონა. შემთხვევა ატლანტის ოკეანეში, მავრიტანიის ქალაქ ნდიაგოდან დაახლოებით […]
ირანში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ირანში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება და მოქალაქეებმა არჩევანი რეფორმატორ მასუდ პეზეშკიანსა და მკაცრი კურსის მიმდევარ საიდ ჯალილს შორის უნდა გააკეთონ, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ყოფილი კარდიოქირურგი მასუდ პეზეშკიანი ირანის ე.წ. მორალის პოლიციას აკრიტიკებს. ის ამომრჩეველს ერთიანობას და მსოფლიოსგან ირანის იზოლაციის დასრულებას ჰპირდება. მასუდ პეზეშკიანის კონკურენტი, საიდ ჯალილი, რომელიც ბირთვულ საკითხებზე ყოფილი მომლაპარაკებელია და […]