ლარის კურსი 2.75-2.80-იან შუალედს შეინარჩუნებს – ფინანსისტი

ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების შემდეგ, სავალუტო ბაზარზე ლარმა გამყარება დაიწყო, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში, დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტის 2-3 თეთრიანი მერყეობა შეინიშნება. ეკონომისტთა დიდი ნაწილი განმარტავს, რომ ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურების ან გამყარების არავითარი მიზეზი არ არსებობდა, ამიტომ კურსის დევალვაცია სპეკულაციის შედეგია. საერთაშორისო კვლევების და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტის, ფინანსისტის ნიკა შენგელიას აზრით, ლარის კურსი უახლოესი თვეების […]

ბათუმში პარაშუტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

შსს-მ ბათუმში პარაშუტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 275-ე მუხლით დაიწყო, რაც წყლის ტრანსპორტის ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევის შედეგად 1 ტურისტი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული და კვლევები ამ დრომდე უტარდება. გარდაცვლილი ტურისტის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში არის გადასვენებული.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები, საბოლოოდ, 19300 ჰა ფართობზე განხორციელდება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტატისტიკური მეთოდით ტყის ინვენტარიზაციის (FMI) საველე სამუშაოები ივნისის თვეში დაიწყო და მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ინვენტარიზაციას ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის სასწავლო პროგრამის ფარგლებში გადამზადებული მეტყევე ტაქსატორები ახორციელებენ. „ოზურგეთში ტყის ინვენტარიზაცია, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მიერ დაფინანსებული […]

გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით ბათუმში რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, რექტორთა საბჭოს სხდომაში საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები და წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. „საბჭოს ფარგლებში მონაწილეებმა სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე იმსჯელეს. მათ შორის, განიხილეს შემდეგი საკითხები: 2023-2024 სასწავლო წლის შეჯამება – განხორციელებული რეფორმები […]

გერმანიაში გამოჩნდა ის ძალა და სული, რაც გვაქვს ქართველებს – გიორგი მამარდაშვილი

ეროვნული საფეხბურთო ნაკრები საქართველოს პატრიარქმა დალოცა. მიღება დუშეთში, ილია მეორის რეზიდენციაში გაიმართა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა სასულიერო პირებს დალოცვისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე ისაუბრა გულშემატკივრების შესახებ. მამარდაშვილმა აღნიშნა, რომ გერმანიაში ქომაგების თანადგომამ აჩვენა ის სულისკვეთება, რაც ქართველებს გააჩნიათ. “ჩემთვის ყოველთვის ოცნება იყო უწმინდესთან შეხვედრა და დღეს ეს ოცნება ამიხდა. მადლობელი ვარ ამ ყველაფრისთვის. […]

“თამთას ტურები”: დატვირთვა თითქმის 100%-ით შემიმცირდა, ქვეყანაში ტურისტები არ არიან

„თამთას ტურების“ დამფუძნებელი, თამთა აივაზიშვილი BM.GE-სთან მიმდინარე ტურისტულ სეზონზე საუბრობს და აცხადებს, რომ ყველაზე დატვირთულ პერიოდში, ფაქტობრივად დატვირთვა არ აქვს. ტურების დამფუძნებელი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ტურისტულ სექტორში კრიზისი „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართული აქციების შემდეგ გაღრმავდა და სწორედ ამ პერიოდში, არაერთი ჯავშანი გაუქმდა. „ძირითადად ევროპელ, ამერიკელ და კანადელ ტურისტებზე ვმუშაობ. თავიდანვე, კატეგორიული უარი ვთქვი რუსი […]

უკრაინა და რუსეთი დრონებით მორიგი თავდასხმების შესახებ იუწყებიან

უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რუსეთის კრასნოდარის და როსტოვის ოლქებზე. ამის შესახებ რეგიონების ადმინისტრაციები და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყებიან. კრასნოდარის მხარის გუბერნატორ ვენიამინ კონდრატიევის ინფორმაციით, დღეს, 5 ივლისს, ქალაქ პრიმორსკო-ახტარსკზე უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად დაიჭრა 6 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. გუბერნატორის თანახმად, ერთ-ერთი, 6 წლის დაჭრილი გოგო საავადმყოფოში გარდაიცვალა. რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, როსტოვზე დრონებით […]

გორში გახსნილი მერვე ფილიალის შემდეგ, Cosmo მეცხრე ფილიალს ხსნის

ჩანთებისა და აქსესუარების ბრენდმა, Cosmo-მ გორში მერვე ფილიალი გახსნა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას Cosmo-ს თანადამფუძნებელი სოფო მუხულიშვილი ამბობს, მიმდინარე წელს, თბილისში მეცხრე ფილიალის გახსნას და საექსპორტო ბაზრის გაფართოებას გეგმავენ. „კომერსანტი“ სოფო მუხულიშვილს ბრენდის შექმნის, განვითარებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა. როდის შეიქმნა Cosmo და რამდენი იყო ინვესტიცია? სოფო მუხულიშვილი, Cosmo-ს თანადამფუძნებელი: უკვე 9 წლის ხდება, რაც […]

უკრაინელებმა 7 ოლქში რუსების მიერ გაშვებული 32-ვე დრონი გაანადგურეს

რუსულმა ძალებმა უკრაინას წუხელ, რუსეთის ფედერაციის კურსკისა და პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიებიდან Shahed-131/136 ტიპის 32 დრონით შეუტიეს. უკრაინელებმა 32-ვე დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ღამის განმავლობაში უკრაინის ცის დამცველებმა ჩამოაგდეს 32 დრონი მიკოლაივის, ოდესის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, კიევის, ჩერნიგოვისა და ჩერკასის ოლქებში. “მადლობა ასპროცენტიანი შედეგისთვის!” – დაწერა საჰაერო […]

“ჩვენ ეს შევძელით” – ლეიბორისტი სტარმერი ბრიტანეთის არჩევნებში გამარჯვებას აღნიშნავს

ბრიტანეთში კონსერვატიული პარტიის 14-წლიანი მმართველობის შემდეგ 4 ივლისის არჩევნებში ლეიბორისტულმა პარტიამ გაიმარჯვა. ჯერჯერობით არაა დათვლილი ყველა საარჩევნო უბანი, თუმცა ხმათა პროპორციულობით გამარჯვებული უკვე დადგინდა. არჩევნებში გამარჯვება საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად აღნიშნა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, კირ სტარმერმა. ის სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ ცვლილებების დროა. “ჩვენ ეს შევძელით. ამისთვის თქვენ მონაწილეობა მიიღეთ კამპანიაში, ამისთვის იბრძოლეთ, ამისთვის მიეცით […]