სუნთქვა გვიჭირს, ვიხუთებით – რა გვიყვებიან ვაგონებში გამოკეტილი მგზავრები?

“ალიას” თბილისი–ფოთის მატარებლის მგზავრები დაუკავშირდნენ და გვიყვებიან, რომ თბილისიდან, სადგურიდან მატარებლის გასვლიდან მალევე, რაღაც ხმა შემოესმათ და მატარებელი გაჩერდა. მატარებელი თბილისიდან გავიდა 17. 25 საათზე, უკვე საათნახევარი და მეტია გაჩერებულია, არ მუშაობს გამწოვი და კონდიციონერი, არ არის გახსნილი ვაგონის კარი, მოგეხსენებათ, დღეს, თბილისში ძალიან მაღალი ტემპერატურაა, მგზავრები გვიყვებიან, რომ სხედან გავარვარებულ ვაგონებში და სუთქვა გაუსაძლისია. […]
აშშ-მა საქართველოსთან “ღირსეული პარტნიორის” სწავლება “განუსაზღვრელი ვადით” გადადო

აშშ-მა საქართველოსთან “ღირსეული პარტნიორის” სამხედრო სწავლება “განუსაზღვრელი ვადით” გადადო. ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს. “შეერთებულმა შტატებმა წამოიწყო აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა. ამის ფარგლებში, შეერთებული შტატები განუსაზღვრელი ვადით გადადებს საქართველოში “ღირსეული პარტნიორის” სწავლებას, რომელიც თავდაპირველად იყო დაგეგმილი 2024 წლის 25 ივლისი-6 აგვისტოს პერიოდში 30 მაისს აშშ-ის მთავრობამ საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის სრული გადახედვა წამოიწყო. “ღირსეული პარტნიორის” […]
ვიქტორ ორბანი: მოსკოვი და კიევი ძალიან შორს არიან ერთმანეთისგან

მოსკოვში ვიზიტად მყოფმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, რომლის ქვეყანა 1 ივლისიდან ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეა, განაცხადა 5 ივლისს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, რომ კიევი და მოსკოვი ერთმანეთისგან ძალიან შორს არიან. ორბანმა, რომელიც ხანმოკლე ვიზიტად ჩავიდა მოსკოვში ორი დღის წინ კიევში სტუმრობის შემდეგ, რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების თანახმად, თქვა ასევე, რომ ის ამ საქმის კეთებას გააგრძელებს. […]
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 3 თვის განმავლობაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურმა 3 თვის განმავლობაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის 220 ფაქტი გამოავლინა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აქციზური მარკის გარეშე თამბაქოს ნაწარმის საერთო რაოდენობამ 19 366 კოლოფი სიგარეტი შეადგენა. „მიმდინარე წლის, 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, გამოავლინეს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული […]
დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციაზე – ყველა ერთი პოლიტიკური გენეტიკის ხალხია – ვინ რა დასათაურებით გამოვა საპარლამენტო არჩევნებზე, ეს ბევრ არაფერს შეცვლის

ყველა ერთი პოლიტიკური გენეტიკის ხალხია – ვინ რა დასათაურებით გამოვა საპარლამენტო არჩევნებზე, ეს ბევრ არაფერს შეცვლის, – ასე უპასუხა უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ოპოზიციური პარტიების საარჩევნო გაერთიანებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. ხუნდაძის შეფასებით, ეს ის ოპოზიციაა, რომელსაც ქვეყნის დაზიანების გარდა, სხვა არაფერი შეუძლია და მათ საზოგადოება არჩევნებში მხარს არ დაუჭერს. „ახლებმა ძველები წარმოადგინეს, მაგრამ “ახალი“ დაირქვეს. […]
გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს წევრებთან ერთად, მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მუზეუმების გაერთიანების მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, დასრულებული სამუშაოები თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველმა, მარიკა დარჩიამ და თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ნინო […]
„ბიოქიმფარმმა“ ახალი პროდუქტი გამოუშვა, შემოდგომაზე კი ბაზარზე 2 ახალ მედიკამენტს გამოიტანს

მიმდინარე წლის მარტში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფაგების ტექნოლოგია ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ სფეროდ გამოაცხადა ქვეყანაში ინოვაციების განვითარების მიმართულებით. რა შეიცვალა ამ პერიოდში, რა სიახლეები და გეგმები აქვს „ბიოქიმფარმს,“ ამის შესახებ Jandacva.ge-სთვის მიცემულ ინტერვუში კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა, რატი ღოლიჯაშვილმა ისაუბრა. კომპანია „ბიოქიმფარმი“ საქართველოსა და რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე ცნობად პრეპარატ “ფაგიოსა” და ფაგის სხვა უნიკალურ პროდუქტებს აწარმოებს. კომპანია ამ […]
მბაპე საფრანგეთის არჩევნების პირველ ტურს კატასტროფულს უწოდებს

საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების ვარსკვლავი კილიან მბაპე საფრანგეთის არჩევნების პირველი ტურის შედეგებს, რომელშიც მარი ლე პენის ულტრა-მემარჯვენე და ანტისაემიგრაციო პოლიტიკის მქონე პარტია ლიდერობს, კატასტროფულად აფასებს. ნაკრების კაპიტანმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ ეტაპზე პორტუგალიასთან გასამართი მატჩისთვის ემზადება, მოუწოდა ფრანგულ საზოგადოებას, წავიდნენ არჩევნებზე: „ეს გადაუდებელი ვითარებაა, ვერ მივცემთ უფლებას ამ ხალხს, ჩვენი ქვეყანა ხელში ჩაიგდოს“ — თქვა მბაპემ […]
„თეგეტას მწვანე სტანდარტი“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ Meliora 2024-ის გამარჯვებულია

„თეგეტა ჰოლდინგი“ Meliora 2024-ის გამარჯვებული კატეგორიაში „მწვანე ინიციატივა“ უკვე მეორედ გახდა. საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში კომპანია წელს პროექტით „თეგეტას მწვანე სტანდარტით“ მონაწილეობდა. Meliora 2024-ის გამარჯვებულები ცხრიდან შვიდ კატეგორიაში გამოვლინდნენ. ავტორიტეტულმა ჟიურიმ საუკეთესოები იმ გამორჩეული CSR პროექტებით შეარჩია, რომლებიც მათ გასულ წელს განახორციელეს. ჟიური დაკომპლექტებული იყო დარგის წამყვანი ექსპერტებით, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და აკადემიური […]
ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩავიდა და პუტინს შეხვდა

„სამშვიდობო მისიით“ ვიქტორ ორბანი კიევის შემდეგ მოსკოვში ჩავიდა, რასაც ევროკავშირის ლიდერების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ბლოკის ლიდერები ამბობენ, რომ ორბანი კრემლში პუტინთან შეხვედრისას, ევროკავშირის ინტერესებს არ წარმოადგენდა. განმარტება ევროკავშირის ლიდერებისგან შესაძლოა უკავშირდებოდეს იმ ფაქტს, რომ უნგრეთი პირველი ივლისიდან 6 თვით ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ეს სტატუსი ბუდაპეშტმა როტაციის გზით უნგრეთისგან მიიღო და ვადის დასრულების შემდეგ პოლონეთს […]