უკრაინამ გერმანიისგან “პატრიოტის” საჰაერო თავდაცვის მესამე სისტემა მიიღო

უკრაინამ პარასკევს განაცხადა, რომ გერმანიის მიერ მიწოდებული “პატრიოტის” ტიპის საჰაერო თავდაცვის მესამე სისტემა მიიღო მას შემდეგ, რაც თვეების განმავლობაში ითხოვდა ამ აღჭურვილობას. უკრაინა აღნიშნულ სისტემებს რუსეთის საჰაერო თავდასხმებისგან მშვიდობიანი მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის დასაცავად ითხოვს. მოსკოვმა გაზაფხულზე განაახლა საჰაერო თავდასხმები უკრაინის ელექტროქსელზე, რის გამოც მოსახლეობის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ […]

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, თბილისი-ფოთის მატარებელი ტექნიკური ხარვეზის გამოა გაჩერებული და მოძრაობა 15 წუთში აღდგება

თბილისი-ფოთის სამგზავრო მატარებლის მოძრაობა 15 წუთში აღდგება, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს რკინიგზაში“ განუცხადეს. როგორც „საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, სამგზავრო მატარებელი ტექნიკური ხარვეზის გამოა გაჩერებული. შეგახსენებთ, რომ თბილისი-ფოთის სამგზავრო მატარებელი დაახლოებით ერთი საათია რაც გაჩერებულია. მგზავრების განცხადებით, მატარებელში გათიშულია კონდიციონერი, არ იღება ფანჯრები, რის გამო ვაგონებში გაუსაძლისი სიცხეა.

საქართველოდან ექსპორტზე ყველაზე მეტი მედიკამენტი ყირგიზეთში და აზერბაიჯანში გავიდა

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში მედიკამენტების ექსპორტ-იმპორტი გაიზარდა. ამასთან ექსპორტიორ ქვეყნებს შორის პირველია უზბეკეთი, სადაც 65,824 მლნ ღირებულების (697,85 ტონა) დაფასოებული სამკურნალო საშუალებები გავიდა. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი 26, 04 მილიონი დოლარის (670,68 ტონა) ექსპორტით. სომხეთი კი მესამეა 11, 512 მილიონი დოლარის ექსპორტით. საექსპორტო ბაზრებს შორის ასევეა: ბელგია, ბელარუსი, შრი-ლანკა, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, განა, ინდოეთი, ირანი, […]

როგორია საქართველოს წმინდა საინვესტიციო პოზიცია?

ბოლო ოთხ კვარტალში საქართველოს წმინდა საინვესტიციო პოზიციის დეფიციტი წლიური მშპ-ის 96,8%-ს შეადგენს. საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციას, 2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით, უარყოფითი მნიშვნელობა აქვს და 30,2 მლრდ აშშ დოლარი შეადგენს, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში. პირველ კვარტალში მაჩვენებელი 148 მლნ დოლარით გაუარესდა, ხოლო ბოლო ოთხ კვარტალში საქართველოს წმინდა საინვესტიციო პოზიციის დეფიციტი წლიური მშპ-ის 96,8%-ს […]

რაუნდაპი მაქსი – ტოტალური მოქმედების ინოვაციური ჰერბიციდი

რაუნდაპი მაქსი მცენარეთა დაცვის ინოვაციური საშუალებების მწარმოებელი კომპანიის, Bayer-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია, რომელიც ერთწლიანი და მრავალწლიანი სარეველების სრული სპექტრის წინააღმდეგ გამოიყენება. მისი უნიკალური მახასიათებლებისა და გამოყენების პირობების შესახებ ქვემოთ დეტალურად მოგიყვებით. რა არის რაუნდაპი მაქსი და რაში მდგომარეობს მისი უნიკალურობა? რაუნდაპი მაქსი თესვამდე გამოსაყენებელი ტოტალური მოქმედების ჰერბიციდია, რომელიც მარცვლოვანი და ორლებნიანი სარეველების წინააღმდეგ გამოიყენება. […]

აშშ-მა საქართველოსთან სამხედრო წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო წვრთნები, „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner), რომელსაც საქართველო 2016 წლიდან მასპინძლობდა, საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი დროით გადადო. შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება განპირობებულია საქართველოს „მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ“. ცრუ ბრალდებებს შორის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ასახელებს ნარატივს, რომლის თანახმადაც […]

ორბანი: ევროპული საბჭოს ჩვენი თავჯდომარეობის მთავარი ამოცანა მშვიდობისთვის ბრძოლაა

უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ორბანმა ხაზი გაუსვა უნგრეთის, როგორც ევროპული საბჭოს თავჯდომარის როლს რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარების მცდელობაში. ორბანის თქმით, უნგრეთის თავჯდომარეობის მთავარი ამოცანა მშვიდობის დამყარების გზების პოვნაა და მოსკოვშიც ის სწორედ ამ მიზნით ჩავიდა ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად. “ევროპას სჭირდება მშვიდობა. ბოლო ორნახევარი წლის მანძილზე დავრწმუნდით, რომ […]

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამი თვის განმავლობაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურმა სამი თვის განმავლობაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის 220 ფაქტი გამოავლინა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აქციზური მარკის გარეშე თამბაქოს ნაწარმის საერთო რაოდენობამ 19 366 კოლოფი სიგარეტი შეადგენა. „მიმდინარე წლის, 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, გამოავლინეს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული […]

მგზავრების ინფორმაციით, თბილისიდან ფოთის მიმართულებით მიმავალი მატარებელი დაახლოებით, ერთი საათია გაჩერებულია

თბილისი-ფოთის სამგზავრო მატარებელი დაახლოებით ერთი საათია რაც გაჩერებულია. მგზავრების ინფორმაციით, გათიშულია კონდიციონერი, არ იღება ფანჯრები, რის გამო ვაგონებში გაუსაძლისი სიცხეა. „ინტერპრესნიუსი” დამატებით დეტალებს “საქართველოს რკინიგზაში” არკვევს.

საქართველოს ყრუთა კავშირში საარჩევნო სიახლეებისა და ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ყრუთა კავშირთან და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით ყრუ ამომრჩევლებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავს. 4 ივლისს მორიგი შეხვედრა საქართველოს ყრუთა კავშირში გაიმართა და ის ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, IFES-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რენატა ლევოვსკიმ და ყრუთა კავშირის თავმჯდომარე ამირან ბატატუნაშვილმა გახსნეს. გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესის, ტექნოლოგიური […]