მარინ ლე პენი თვლის, რომ ფეხბურთელი კილიან მბაპე არ უნდა ურჩევდეს ხალხს, ვის მისცეს ხმა

საფრანგეთის ულტრა-მემარჯვენეთა ლიდერმა, მარინ ლე პენმა 5 ივლისს განაცხადა, რომ კილიან მბაპე არ უნდა მიუთითებდეს ფრანგ ხალხს, როგორ უნდა მისცენ ხმა. ლე პენმა ეს თქვა მას მერე, რაც ფეხბურთის ვარსკვლავმა განაცხადა, რომ არ შეიძლება, ქვეყანა “ამ ხალხის ხელში” დარჩეს. მას შემდეგ, რაც ულტრამემარჯვენე “ეროვნულმა გაერთიანება” გასულ შაბათ-კვირას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის გამარჯვებული გახდა, 25 […]

„მომხმარებლები მოგვემატა“- რა გავლენა ჰქონდა ახალ რეგულაციებს პარაპლანით ფრენის სერვისზე?

გასული წლიდან პარაპლანით ფრენა ახალი რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს. ფრენების უსაფრთხოების, ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით ამოქმედდა ახალი წესები, რასაც ტრაგიკული შემთხვევა უდევს საფუძვლად. გუდაურში 2022 წლის 29 ივლისს პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციის ჩატარებისას კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენში მყოფი რვა პირი გარდაიცვალა.

თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტი კონტრპროდუქტიულია

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტი კონტრპროდუქტიულია. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს. კარინ ჟან-პიერის თქმით, თეთრი სახლი შეშფოთებულია ორბანის არჩევანით. „ეს ნაბიჯი ხელს არ შეუწყობს მშვიდობის საქმეს და კონტრპროდუქტიულია უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად“, – დასძინა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

რუსეთში მოსკოვის ერთ-ერთი რაიონის სამხედრო კომისარი ქრთამის აღებისთვის დააკავეს

რუსეთში დიდი ქრთამის აღების ბრალდებით მოსკოვის პრეობრაჟენსკოიეს რაიონის სამხედრო კომისარი, პოლკოვნიკი სერგეი ტრიგილევი დააკავეს. დაკავებულია ტრიგილევის ხელქვეითიც. ორივე სამხედრო მოხელე 2 თვით წინასწარ პატიმრობაში დარჩებიან. ქრთამის აღების ბრალი თავისუფლების 12 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. რამდენიმე თვის წინ ტელეგრამ-არხი BAZA წერდა, რომ სამხედრო კომისრები კაცზე 8-10 ათას ევროს იღებდნენ იმისთვის, რომ ახალგაზრდები ჯარში არ გაეწვიათ, თუმცა გაუწვევლობის […]

პრეზიდენტი მიესალმება საქველმოქმედო ორგანიზაცია “სადაგის” წამოწყებას, რომლის ორგანიზებითაც ბათუმის სტადიონზე საქართველოსა და ფიჯის რაგბის ეროვნული ნაკრებების მატჩის შემდეგ, დასუფთავების აქცია გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიესალმება საქველმოქმედო ორგანიზაცია “სადაგის” წამოწყებას, რომლის ორგანიზებითაც ბათუმის სტადიონზე საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკის რაგბის ეროვნული ნაკრებების მატჩის შემდეგ, დასუფთავების აქცია გაიმართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტი ბათუმელ მოხალისეებსა და ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა და მადლობა გადაუხადა მათ ამ წამოწყებისათვის. “დღეს მატჩი ვერ მოვიგეთ. ყოველთვის ვერ გავიმარჯვებთ, მაგრამ მაინც გამარჯვებულები ვიქნებით, რადგან ჩვენ გვყავს […]

Aqualia-მ ჟინვალჰესის ჰიდროკომპლექსის გამყვანი გვირაბის რეაბილიტაციისთვის 2.2 მლნ-მდე ინვესტიცია განახორციელა – GWP

„ჯივიპის” მფლობელი, ესპანური კომპანია Aqualia ჟინვალჰესის გამართული და სტაბილური ოპერირებისთვის სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ჰიდროკომპლექსის გამყვანი გვირაბის რეაბილიტაციისთვის კომპანიამ 2.2 მილიონ ლარამდე ინვესტიციას განახორციელა. ჟინვალჰესის წყალგამყვანი გვირაბის სიგრძე 9 კილომეტრამდეა. გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები 3 კილომეტრამდე სიგრძის მონაკვეთს ჩაუტარდა. პროექტის ფარგლებში მოხდა გვირაბის ძირისა და კედლების მოსახვის აღდგენა და ფილტრაციული […]

ჩაი VS ყავა – რომელს ანიჭებს უპირატესობას საქართველოს მოსახლეობა

2023 წლის განმავლობაში საქართველოში $57 მილიონამდე ღირებულების 12 400 ტონა ყავის (ხსნადი, დაფქული, მარცვლები) იმპორტი განხორციელდა. ეს მაჩვენებელი ჩაის (შავი და მწვანე) იმპორტს თანხობრივად 6-ჯერ აღემატება, მოცულობით კი ჩაის იმპორტი 5-ჯერ ნაკლებია. შესაბამისად, საქართველოს ბაზარზე ყავაზე უფრო დიდი მოთხოვნაა, ვიდრე ჩაიზე, ამის შესახებ „საქსტატის“ ახალი ანგარიშიდან ირკვევა. 2023 წელს საქართველოში შემოტანილი იყო $25.5 მილიონის ხსნადი […]

“ბორჯღალოსნები” | ფიჯის ბათუმში ვერ ვაჯობეთ

2024 წლის ზაფხულის ტესტ-სერიის პირველ მატჩში, ფიჯიმ ბორჯღალოსნებს ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ სამი ლელო გაუტანა და 21:12 გაიმარჯვა. ეს იყო ამ გუნდების მერვე დაპირისპირება და კუნძულელებმა ერთი მარცხისა და ერთი ფრის წილ, მეექვსე გამარჯვება მოიპოვეს. „მფრინავები“ საქართველოს 12 წლის შემდეგ მეორედ ეწვივნენ და მეორედაც გაიმარჯვეს. ბორჯღალოსნებმა „აჭარაბეთ არენაზე“ მეორედ ითამაშეს და ორი წლის წინ, ტიერ1-ის გუნდი […]

სანიოლს არაბული კლუბის ვარიანტი აქვს – დატოვებს ვილი “ჯვაროსნებს”?

Get French Football News-ის ცნობით, სტეფანო პიოლის “ალ იტიჰადის” მწვრთნელად დანიშვნა მოულოდნელად საეჭვო გახდა და საუდის არაბეთის კლუბი ოთხი ფრანგი სპეციალისტის დანიშვნას განიხილავს. ესენი კრისტოფ გალტიე, ლორან ბლანი, ერვე რენარი და ვილი სანიოლი არიან. სანიოლს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი ამა წლის ბოლომდე აქვს გაფორმებული, ადრე თქვა, რომ ჩვენი ქვეყანა უყვარს, აქ თავს კარგად გრძნობს და […]

ოზურგეთში რუსთაველის თეატრმა სპექტაკლი ,, ძუნწი” გამართა

ოზურგეთის ალ.წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულმა თეატრმა საგასტროლო პროგრამის ფარგლებში მუსიკალურ-ქორეოგრაფიული სპექტაკლი „ძუნწი“ წარადგინა. წარმოდგენას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, მოადგილეებთან ერთად დაესწრო. სპექტაკლის ჩვენება გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ოზურგეთის ალ.წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ხელშეწყობით განხორციელდა, რომლის მიზანი რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია […]