ატირებულ პეპეს რონალდო ამშვიდებდა

ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში პორტუგალია პენალტების სერიაში საფრანგეთთან დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. მატჩის დასრულების შემდეგ პორტუგალიელთა 41 წლის მცველი პეპე ტიროდა, მას კი გუნდის კაპიტანი რონალდო ამშვიდებდა.

მავრიტანიის სანაპიროსთან ჩაიძირა ნავი მიგრანტებით, რის შედეგადაც 89 ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე, 89 ადამიანი დაიღუპა დასავლეთ აფრიკაში, მავრიტანიის სანაპიროსთან, ატლანტის ოკეანეში სათევზაო ნავის ჩაძირვის შედეგად. მათი ცხედრები ნაპირზე გამოასვენეს. ათობით უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მავრიტანიის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ ცხრა მგზავრი, მათ შორის ხუთი წლის ბავშვი, გადაარჩინეს. ვარაუდობენ, რომ ბორტზე სულ 170 ადამიანი იმყოფებოდა. გადატვირთულ ნავზე იმყოფებოდნენ მიგრანტები მავრიტანიიდან, სენეგალიდან და გამბიიდან. ისინი იმედოვნებდნენ, რომ მიაღწევდნენ […]

ბრიტანეთის ახალმა პრემიერმა, კირ სტარმერმა თავისი კაბინეტის წევრები დანიშნა

დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, არჩევნებში გამარჯვებული ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, კირ სტარმერმა თავისი კაბინეტის წევრები დანიშნა. როგორც მოსალოდნელი იყო, მასში შედიან ძირითადად თემთა პალატის წევრები. ისინი ლეიბორისტების მიერ შექმნილი ე.წ. „ჩრდილოვანი კაბინეტის„ ნაწილს წარმოადგენდნენ, როდესაც ოპოზიციაში იყვნენ. რეიჩელ რივზი დაინიშნა ხაზინის კანცლერად – ეს ითვლება სახელმწიფოში ოთხიდან ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თანამდებობად. ბრიტანული მედია აღნიშნავს, რომ კანცლერის […]

საფრანგეთმა პორტუგალიას პენალტების სერიაში სძლია და ესპანეთს შეხვდება

ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში საფრანგეთმა პორტუგალია პენალტების სერიაში დაამარცხა. მოსაწყენი პირველი ტაიმის შემდეგ პორტუგალიელებმა აქტიურად შეუტიეს, საჯარიმოში შეჭრილ ლეაოს ბოლო მომენტში კამავინგამ დაუბლოკა, მენიანმა კი ბრუნო ფერნანდეშს, ვიტიანიას და რონალდოს არ გაატანინა. ამას ფრანგების იერიშები მოჰყვა: კოლო მუანის დარტყმულ ბურთს რუბენ დიაში გადაეღობა. მერე კამავინგამ და დემბელემ ვერ უწიეს მიზანს. ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა, ექსტრა ტაიმებიც, […]

არტიომ უსის გაქცევაში ბრალდებული ბოსნიელი იტალიამ გაათავისუფლა. აშშ-მა ექსტრადიციის მოთხოვნაზე უარი თქვა

ბოსნიის მოქალაქე, რომელიც რუსი ბიზნესმენის, არტიომ უსის იტალიაში შინაპატიმრობიდან უტიფარ გაქცევასთან დაკავშირებით დააკავეს, გათავისუფლებულია და ახლა იტალიელ გამომძიებლებთან თანამშრომლობს. ამათან, აშშ-ის პროკურატურამ, ამ ეტაპზე გაიწვია თავისი მოთხოვნა ვლადიმირ იოვანჩიჩის ექსტრადიციის შესახებ, რომელსაც 2023 წლის მარტში ასევე წაუყენეს აშშ-ში ბრალდება უსის გაქცევაში თანამონაწილეობისთვის. ხორვატიაში პატიმრობიდან იოვანჩიჩის გათავისუფლება და აშშ-ის ექსტრადიციის პროცესის შეჩერება, რომელთა შესახებ ადრე არ […]

ენმ მთავარი ოპოზიციური ძალა აღარ უნდა იყოს, მისი შეკავება უნდა შეგვეძლოს – ჩერგოლეიშვილი

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა TV პირველის ეთერში დიანა ტრაპაიძესთან ისაუბრა და თქვა, რომ სხვა პარტიებთან თანამშრომლობისთვის მზად არიან იმ შემთხვევაში, თუ ისინი მათ ძირითად პოლიტიკურ სტრატეგიას იზიარებენ და სურთ, რესპუბლიკა როგორც ბიძინა ივანიშვილის, ისევე დავით კეზერაშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ოლიგარქიული გავლენებისგან დაიცვან. “ჩვენ თვითონ გავაკეთეთ განცხადება, რომ მზად ვართ, აზრები გავცვალოთ და საუბარი […]

“ბორჯღალოსნები” | ფიჯის ბათუმში ვერ ვაჯობეთ

2024 წლის ზაფხულის ტესტ-სერიის პირველ მატჩში, ფიჯიმ “ბორჯღალოსნებს” ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” სამი ლელო გაუტანა და 21:12 გაიმარჯვა. ეს იყო ამ გუნდების მერვე დაპირისპირება და კუნძულელებმა ერთი მარცხისა და ერთი ფრის წილ, მეექვსე გამარჯვება მოიპოვეს. “მფრინავები” საქართველოს 12 წლის შემდეგ მეორედ ეწვივნენ და მეორედაც გაიმარჯვეს. “ბორჯღალოსნებმა” “აჭარაბეთ არენაზე” მეორედ ითამაშეს და ორი წლის წინ, ტიერ1-ის გუნდი […]

კარა-მურზა საპატიმროს საავადმყოფოში გადაიყვანეს, – იტყობინება მისი ცოლი

ჟურნალისტი და პოლიტიკოსი, ვლადიმირ კარა-მურზა, რომელიც 25 წლიან სასჯელს იხდის რუსეთის ომსკის ოლქის კოლონიაში, ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის (ФСИН) საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ იტყობინება მისი ცოლი, ევგენია, სოციალურ ქსელებში. ის წერს, რომ კარა-მურზას ადვოკატები მასთან საავადმყოფოში არ შეუშვეს. ევგენია კარა-მურზას თქმით, 4 ივლისს, ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის საავადმყოფოში, ადვოკატებს ჯერ განუცხადეს, რომ ასეთი პაციენტი მათ არ ჰყავდათ […]

ესპანეთმა გერმანიას დამატებით დროში მოუგო და 1/2-ფინალში გავიდა [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ესპანეთმა გერმანიას დამატებით დროში 2:1 სძლია. დებიუტში მუხლის ტრავმა მიიღო სტუმართა ნახევარმცველმა პედრიმ, რომელიც ოლმომ შეცვალა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მომენტები ბევრი არ იქმნებოდა, თუმცა ესპანელები უფრო სახიფათოდ უტევდნენ და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. შესვენების შემდეგ ოლმომ იამალის გადაცემულ ბურთს ნოიერის კარში მიუჩინა ადგილი. ამას მასპინძელთა იერიშები მოჰყვა, რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს, […]

ხულოში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოზარდი დაიღუპა

ხულოში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოზარდი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა. ავარიის შედეგად დაშავდა კიდევ ორი ადამიანი. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.