გიორგი ამილახვარმა ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი გახსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ანაკლიის ბანაკი გახსნა და ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრმა ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა, მადლობა გადაუხადა მათ ბანაკში მონაწილეობისთვის და სასიამოვნო დასვენება უსურვა. „ბანაკის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ და […]
იენს სტოლტენბერგი – მარკ რუტე ნატო-ს შესანიშნავი გენერალური მდივანი იქნება

მარკ რუტე ნატო-ს შესანიშნავი გენერალური მდივანი იქნება, – ამის შესახებ ნატოს მიმდინარე გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გამოცემა DPA-სთან ინტერვიუში განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, ის კმაყოფილია, რომ ნატო-მ შეძლო ალიანსის შემდეგი გენერალური მდივნის კანდიდატურის თაობაზე შეთანხმების მიღწევა. “მარკ რუტე ნატო-ს შესანიშნავი გენერალური მდივანი იქნება. უკვე ბევრი წელია ვიცნობ მას. მთელი ამ წლების განმავლობაში ის კონსენსუსის მიღწევისადმი თავის […]
ირაკლი კობახიძის შესახებ, ტვ “პირველი”-ს მორიგი ყალბი სიუჟეტი გავრცელდა – დავით ჩიხელიძე

ირაკლი კობახიძის შესახებ, ტვ “პირველი”-ს მორიგი ყალბი სიუჟეტი გავრცელდა – დავით ჩიხელიძე ირაკლი კობახიძის შესახებ, ტვ პირველის მორიგი ფეიკ სიუჟეტი გავრცელდა, რომელიც ყველანაირ ჟურნალისტურ სტანდარტს არღვევს, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე, რითაც “ტვ პირველის” სიუჟეტს ეხმიანება, სადაც საუბარია ფეხბურთელების დახვედრის საზეიმო ღონისძიებაზე პოლიციის მიერ ჩხრეკის ჩატარებასა და იმ ადამიანების გამოვლენაზე, ვინც პრემიერს სახეზე ლაზერს ანათებდა. […]
საია: არ დავრეგისტრირდებით„უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, არ შეასრულებენ რუსული კანონის მოთხოვნას და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ არ დარეგისტრირდებიან. საიას განცხადებით, ამის შესახებ გადაწყვეტილება ორგანიზაციის საერთო კრებაზე ერთხმად მიიღეს. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იძულებითი წესით რეგისტრაციის შემთხვევაში, საია გააგრძელებს სამართლებრივ ბრძოლას. ბრძოლის პარალელურად, საია აცნობიერებს, რომ ორგანიზაციას შესაძლოა დაეკისროს ჯარიმები, რომლის გადახდაც წარმოადგენს ორგანიზაციის ინტერესებისათვის […]
ისრაელში ანტისამთავრობო აქციები გრძელდება

ისრაელის მასშტაბით ანტისამთავრობო დემონსტრაციები გრძელდება. აქციის მონაწილეები მთავრობას დაუყოვნებელი არჩევნებისკენ და ღაზას სექტორში მძევლების გასათავისუფლებლად „ჰამასთან“ შეთანხმების მიღწევისკენ მოუწოდებენ. ჩრდილოეთ ქალაქ ხაიფაში აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ ბანერით: „ისრაელის მთავრობა ისრაელის ხალხის წინააღმდეგ. არჩევნები ახლავე“. ქალაქ რეხოვოტში მომიტინგეები ქნესეთს (ისრაელის საკანონმდებლო ორგანოს) მოუწოდებენ, „ერს მანდატი დაუბრუნოს და არჩევნებზე წავიდეს“.
„საუბარი ევროპაზე- Euro Talk“ ორგანიზებით ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და ქართველ ემიგრანტებს შორის „ZOOM“ შეხვედრა გაიმართა

„საუბარი ევროპაზე- Euro Talk“ ორგანიზებით ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და ქართველ ემიგრანტებს შორის „ZOOM“ შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შეხვედრის ორგანიზატორები ავრცელებენ. მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფი მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება. „ღონისძიების საორგანიზაციო ჯგუფის წევრები არიან: ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე, სამართლის დოქტორი, ნინი შენგელია, ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი, ქეთი სიჭინავა და […]
თელავში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თელავში ავარიას 33 წლის ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. შემთხვევა თელავის შესასვლელში, თელავი-ვაზიანი-გომბორის გზის დასაწყისში მოხდა. თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რა დროსაც მოტოციკლის მძღოლი მძიმედ დაშავდა. 33 წლის ბიჭი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ადგილზე პოლიცაა მობილიზებული.
,,ჩვენი საზოგადოება ითხოვს, მართლმსაჯულების სისტემიდან კლანური წნეხი მოვხსნათ” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სამართლიანობა უმნიშვნელოვანესია და ქართველები ქუჩაში სწორედ სამართლიანობისთვის, ქვეყნისთვის გამოდიან და არა სოციალური მიზნის მისაღწევად. მან USAID-ის “სამართლის უზენაესობის პროგრამის“ მხარდაჭერილი ექვსთვიანი სასწავლო პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე განაცხადა, რომ საზოგადოების მოთხოვნა მართლმსაჯულების სისტემიდან კლანური წნეხის მოხსნაა და “ქართული ქარტია“ სწორედ ამას ემსახურება. “ჩვენი საზოგადოება ითხოვს, რომ მოვხსნათ ამ სისტემიდან ის კლანური […]
რას სთავაზობს თურქეთი უკრაინას? – დიპლომატია VS “არავის წარმოვადგენ”

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა უკრაინას ომის დასასრულებლად “მშვიდობის პლატფორმის” შექმნა შესთავაზა. მისი თქმით, ომის დასასრულებლად მიმდინარე ძალისხმევა “უფრო დიდ ფართობზე უნდა გავრცელდეს”. “უნდა შეიქმნას სამშვიდობო პლატფორმა, რომელიც ხელს შეუშლის პოლარიზაციის გაღრმავებას, ექნება მაღალი ჩართულობა და წარმომადგენლობა და პრიორიტეტს დიპლომატიას მიანიჭებს,” – განაცხადა ფიდანმა. მანამდე, კვირის დასაწყისში ყაზახეთში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტზე, თურქეთის […]
„ძალიან დიდი გამოწვევა გვაქვს სერვისის ნაწილში“ – როგორ ვითარდება MICE ტურიზმი საქართველოში?

თბილისი საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმს m&i Tbilisi 2024-ს მასპინძლობს. ღონისძიებაში ტურისტული სერვისის მიმწოდებელი 83 ადგილობრივი და 63 საერთაშორისო კომპანია მონაწილებს, კომპანიები პოტენციურ დამკვეთებთან პირისპირ შეხვედრებს მართავენ და საქართველოში საქმიანი ტურიზმის მასპინძლობის პოტენციალს ეცნობიან. კომპანია BTL Georgia-ს ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი „საქმის კურსთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს MICE ტურიზმის განვითარების მხრივ დიდი პოტენციალი გააჩნია, თუმცა სათანადო ინფრასტრუქტურასთან […]