ლობჟანიძის ლამაზი გოლი – საბამ MLS-ში მეხუთედ გაიტანა [VIDEO]

საქართველოს ნაკრებისა და “ატლანტა იუნაიტედის” გარემარბმა საბა ლობჟანიძემ MLS-ის მიმდინარე სეზონში მეხუთე გოლი გაიტანა. თუმცა, ჯორჯიელები დიდი ანაგარიშით, 2:5 დამარცხდნენ. ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებული საბა სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 69 წუთი გაატარა. ლობჟანიძემ გოლი 31-ე წუთზე შეაგდო და ანგარიში გაათანაბრა (1:1). აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას “ატლანტა” გუნდის ორმა ლიდერმა – ტიაგო ალმადამ და […]
ვორონეჟში, დრონებით თავდასხმის შედეგად, ფეთქებადსაშიში ობიექტების საწყობში ხანძარი გაჩნდა

რუსეთის ვორონეჟის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შემდეგ საწყობში, სადაც ფეთქებადსაშიში ობიექტები მდებარეობს, ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, ალექსანდრე გუსევი და რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. გუბერნატორის თქმით, ყველა უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, მაგრამ ფრაგმენტები “ფეთქებადსაშიში ობიექტების” საწყობს დაეცა. გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობა შესაძლო ევაკუაციის შესახებ გააფრთხილეს და ავტობუსები უკვე მომზადებული იყო.
უწყებათაშორისი სწავლება – „პარტნიორი-2024“ იწყება

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ორგანიზებით, 8-12 ივლისს ხელვაჩაურისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში უწყებათაშორისი სწავლება – „პარტნიორი-2024“ ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, სწავლება მიზნად ისახავს კრიზისული ვითარებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს უწყებათაშორისი კოორდინაციის დახვეწას. „სწავლება კრიზისული სიტუაციების სიმულაციური სცენარის მიხედვით წარიმართება. ადგილობრივ მოსახლეობას ვაცნობებთ, რომ სწავლების მოსამზადებელი სავარჯიშოები 8 ივლისს ორივე ლოკაციაზე […]
“ეგ იყო ხატი. ვაკურთხე და ჩამოვკიდე” – ორბეთის ტაძრის წინამძღვარი ამბობს, რომ რუსული სიმბოლიკა უკვე ჩამოხსნა

ორბეთის ეკლესიაში რუსული სიმბოლიკა ჩამოხსნეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ტაძრის წინამძღვარმა მხოლოდ მას შემდგე მიიღო, რაც ფაქტით მთავარი არხი დაინტერესდა. ტაძრის წინამძღვარი ამტკიცებს, რომ ეს არა სიმბოლიკა, არამედ ხატი იყო, რომელიც აკურთხა და დაკიდა, ახლა კი ჩამოხსნა: “დროშა არ იყო, ეგ იყო ხატი…ხალიჩაზე გამოსახული იყო წმინდა გიორგის ხატი. ეგ ხატი ვაკურთხე და ჩამოვკიდე. გინდოდათ, რომ ჩამომეხსნა? ჩამოხსნილი […]
ISW – ვიქტორ ორბანი ცდილობს, დასავლეთის ყურადღება სამშვიდობო მოლაპარაკებებზე გადაიტანოს და ამ გზით, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა შეარყიოს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი უკრაინაში ომის დასასრულებლად თავისი თავის პოტენციურ შუამავლად პოზიციონერებას აგრძელებს, რითაც, სავარაუდოდ, ცდილობს, დასავლეთის ყურადღების გადატანას შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, რათა უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერა შეარყიოს, – ამის შესახებ ამერიკული „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ (ISW) ანგარიშშია აღნიშნული. “უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინაში ომის დასასრულებლად თავისი თავის პოტენციურ შუამავლად პოზიციონერებას აგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის […]
თბილისის მერია – უამინდობის შედეგად წაქცეულმა ხეებმა დააზიანა სახლები, ავტომობილები და კომუნიკაციები, ძლიერმა ქარმა სახურავები გადახადა სახლებს – მიმდინარეობს ზარალის აღრიცხვა

გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. განსაკუთრებული ზარალი მიადგა სამგორის, კრწანისისა და საბურთალოს რაიონებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, უამინდობის შედეგად წაქცეულმა ხეებმა დააზიანა სახლები, ავტომობილები და კომუნიკაციები. რამდენიმე მისამართზე ძლიერმა ქარმა სახურავები გადახადა საცხოვრებელ სახლებს. „მთელი ღამის განმავლობაში, ყველა პრობლემურ ადგილზე, იმყოფებოდნენ მერიისა […]
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„ჯივიპის“ ინფორმაციით, 7 ივლისს, გამთენიისას, სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩაზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სატუმბო სადგურზე, რომელიც ისანი-სამგორის მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, უამინდობის გამო მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები ავარიულად დაზიანდა. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, აღნიშნულმა დაზიანებამ ტუმბო-აგრეგატის მუშაობა დროებით შეაფერხა. ელექტროგადამცემ სისტემაზე აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. „აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 7 ივლისს წყალმომარაგება დროებით […]
1-ელი აგვისტოდან აშშ-ში ძაღლების გაყვანასთან დაკავშირებით ახალი წესები ამოქმედდება

2024 წლის 1-ელი აგვისტოდან, აშშ-ში ძაღლების გაყვანასთან დაკავშირებით ახალი წესები ამოქმედდება. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ, ცოფის გავრცელების რისკის თავიდან აცილების მიზნით, პერიოდულად იცვლება ძაღლების გაყვანის მოქმედი რეგულაციები. მიღებული ახალი წესების თანახმად, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ ვეტერინარულ სერტიფიკატთან ერთად, სავალდებულოა, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ შემუშავებული სპეციალური სასერტიფიკატო […]
დიდი ბრიტანეთის ახალდანიშნული პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მისი უპირველესი ვალდებულება ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა და თავდაცვის გაძლიერება იქნება

დიდი ბრიტანეთის ახალდანიშნული პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, მისი უპირველესი ვალდებულება ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა და თავდაცვის გაძლიერება იქნება. ამის შესახებ განცხადება სტარმერმა მედიისთვის გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ბრიტანეთის მთავრობის ახალი მეთაურის თქმით, მან უკვე გამართა მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან, რა დროსაც, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხიც განიხილებოდა. სტარმერის თქმით, მომავალ კვირაში ვაშინგტონში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე […]
მე ვარ ის, ვინც შექმნა ნატო, მომავალი და ის, ვინც პუტინი გააჩერა – ჯო ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ის არის ადამიანი, ვინც პუტინი გააჩერა. ამის შესახებ აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა „ეიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა. ბაიდენის თქმით, უკრაინის დასახმარებლად 50-ზე მეტი ქვეყნის გაერთიანება მისი პრეზიდენტობის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ კარგ ფორმაშია და არჩევნებში დონალდ ტრამპის დამარცხება შეუძლია. „თქვენ იცით, რომ, საარჩევნო კამპანიის წარმოების გარდა, მე […]