რუსეთში დრონების თავდასხმის შემდეგ “ფეთქებადსაშიში ობიექტების” საწყობში ხანძარი გაჩნდა

ვორონეჟის ოლქში, პოდგორენსკის რაიონში დრონების თავდასხმის შემდეგ საწყობში, რომელშიც “ფეთქებადსაშიში ობიექტები” ინახებოდა, ხანძარი დაიწყო. ამის შესახებ ვორონეჟის ოლქის გუბერნატორი, ალექსანდრ გუსევი ტელეგრამზე წერს. მედიის ცნობით, სავარაუდოდ, საუბარია საბრძოლო მასალის საწყობზე, რომელიც სერგეევკის დასახლებაში მდებარეობს. “გასულ ღამეს ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე საჰაერო თავდაცვის სისტემების მორიგე ძალებმა რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს და გაანადგურეს. მათი ნარჩენების ვარდნას ერთ-ერთ […]

ორბეთის ტაძრის წინამძღვარი: ეგ დროშა არ იყო, ეგ იყო ხატი

ორბეთის ტაძრის წინამძღვარი, ვახტანგ ხარხელაური ამბობს, რომ ტაძარში მისი გადაწყვეტილებით ჩამოკიდებული რუსეთის დროშა და გერბი ჩამოხსნეს. სასულიერო პირი ამტკიცებს, რომ “ხალიჩაზე გამოსახული იყო წმინდა გიორგის ხატი” და აღნიშნულს რუსეთის სიმბოლიკასთან კავშირი არ ჰქონია. “ეგ დროშა არ იყო, ეგ იყო ხატი […] ხალიჩაზე გამოსახული იყო წმინდა გიორგის ხატი, ეგ ხატი ვაკურთხე და ჩამოვკიდე. გინდოდათ რომ ჩამომეხსნა […]

აშშ-ში შრომის ანაზღაურებამ საათში $35-ს მიაღწია

აშშ-ის ეკონომიკაში სამუშაო ადგილების რაოდენობა ივნისში 206 ათასით გაიზარდა, ნათქვამია ქვეყნის შრომის სამინისტროს განცხადებაში. ამავდროულად, უმუშევრობა შეერთებულ შტატებში გასულ თვეში 2021 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე მაღალ დონეზე, 4.1%-ით გაიზარდა, მაისის 4%-იდან. შესწორებული მონაცემებით, მაისში სამუშაო ადგილების რაოდენობა 218 ათასით გაიზარდა და არა 272 ათასით.. შრომის სამინისტრომ აპრილის სტატისტიკაც გადახედა: სამუშაო ადგილების ზრდამ 165 ათასი კი […]

გაუგებარია, რა საჭიროა სიუჟეტის ისტერიული ტონით, „საგანგებო რეჟიმში“ მომზადება

გაუგებარია, რა საჭიროა სიუჟეტის ისტერიული ტონით, „საგანგებო რეჟიმში“ მომზადება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი „TV პირველის“ ერთ-ერთ სიუჟეტს სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც მეგრელიშვილი წერს, პრემიერ- მინისტრი პოლიტიკური „მუხტია ” ქვეყნის და ლოგიკურია, ის დაცვის მაღალი ხარისხით სარგებლობს. შესაბამისად, როდესაც პრემიერ-მინისტრს ლაზერს ანათებენ (მიზანში იღებენ), ამაზე აუცილებელია შესაბამისი სამსახურის რეაგირება – ეს არის უსაფრთხოების ელემენტარული სტანდარტი […]

ჯო ბაიდენი – მე ვარ ის, ვინც ვლადიმერ პუტინი შეაჩერა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ არის ის, ვინც რუსეთის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი შეაჩერა. „მე ვარ ის, ვინც ნატო გააერთიანა. არავის ეგონა, რომ მის გაფართოებას შევძლებდი. მე ვარ ის, ვინც პუტინი შეაჩერა. არავის ეგონა, რომ ეს მოხდებოდა. მე ვარ ის, ვინც გააერთიანა სამხრეთ წყნარი ოკეანის ინიციატივა AUKUS-ით. მე ვარ ის, ვინც გააერთიანა 50 ერი – […]

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ანდრეას კიფერს ახალგაზრდებთან ერთად შეხვდა

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ყოფილი გენერალური მდივანი ანდრეას კიფერი, რუსთავში იმყოფებოდა. რუსთავის მერიის ინფორმაციით, ანდრეას კიფერს, ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ, რუსთავის მუნიციპალური სერვისების ცენტრში უმასპინძლა, მოგვიანებით კი ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა. ნინო ლაცაბიძემ ანდრეას კიფერს მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების მიზნით გატარებული და დაგეგმილი რეფორმები, ასევე ქალაქის განვითარების ახალი ხედვა და გეგმები გააცნო. […]

ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში აცხადებენ, რომ დაჭრილი კურიერის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა შესაძლოა ოპერაცია დასჭირდეს

სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, მაია მახარაშვილის ინფორმაციით, გუშინ, თბილისში დაჭრილი „გლოვოს“ კურიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც მან აღნიშნა, პაციენტს დაზიანებები კიდურებზე აქვს მიყენებული, ამასთან, კლინიკაში რჩება, რადგან შესაძლოა, ოპერაცია დასჭირდეს. “მდგომარეობა სტაბილურია. დაზიანებული აქვს ფეხები. კლინიკაში რჩება, რადგან შესაძლოა ოპერაცია დასჭირდეს“, – აღნიშნავს მაია მახარაშვილი. ინფორმაციისთვის, გუშინ, თბილისში “გლოვოს” კურიერი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, […]

ჩინეთის სამხედროები ბელარუსში ჩავიდნენ ანტიტერორისტული წვრთნებისთვის

6 ივლისს ბელარუსში ჩინეთის ჯარისკაცები ჩავიდნენ “ერთობლივი ანტიტერორისტული საწვრთნელი ვარჯიშებისთვის” – წერს ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო ტელეგრამით. სამინისტროს განცხადებით, მანევრები გაიმართება 8-19 ივლისს. ერთობლივი წვრთნა შექმნის “საფუძველს ბელარუსსა და ჩინეთს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო განვითარებისთვის, სამხედროების ერთობლივი წვრთნის სფეროში” – ვკითხულობთ განცხადებაში. ბელარუსი 4 ივლისს შეუერთდა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას (SCO) – რეგიონულ ჯგუფს, რომელსაც პეკინი და […]

თბილისში უხვი ნალექისა და ძლიერი ქარისგან მიყენებულ ზარალს აღრიცხავენ

თბილისში 6 ივლისს გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა, ძლიერი ქარის თანხლებით, არაერთ უბანს მიაყენა ზიანი. განსაკუთრებით სამგორის, კრწანისისა და საბურთალოს რაიონებს. თბილისის მერიის ცნობით, წაქცეულმა ხეებმა დააზიანა სახლები, ავტომობილები და კომუნიკაციები. რამდენიმე მისამართზე ძლიერმა ქარმა სახურავები გადახადა საცხოვრებელ სახლებს. ამ დროისთვის, „გაწმენდილია წაქცეული ხეებით ჩახერგილი გზები, მიმდინარეობს ზარალის აღრიცხვა. საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ, დარეკონ მერიის […]

საფრანგეთში “სეისმური” არჩევნების მეორე ტურია

6 ივლისს საფრანგეთში იმართება ვადამდელი არჩევნების მეორე ტური, რომელიც, გავრცელებული მოლოდინით, ულტრამემარჯვენეებს დომინანტურ ძალად გადააქცევს გახლეჩილ პარლამენტში. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სამი წლით ადრე დანიშნა ვადამდელი არჩევნები მას მერე, რაც მისმა ძალებმა მძიმე დანაკარგები განიცადეს ივნისში, ევროპის პარლამენტის არჩევნებზე – და, როგორც ჩანს, ამ სარისკო ნაბიჯმა მისთვის არასასურველი შედეგები მოიტანა. 30 ივნისს გამართულ პირველ ტურში ყველაზე […]