არარეზიდენტების სახაზინო სახსრები ივნისში 19.3%-ით შემცირდა – Galt&Taggart

არარეზიდენტების სახაზინო სახსრები 2024 წლის ივნისში 19.3%-ით შემცირდა და 205.7 მლნ ლარს შეადგენდა. შესაბამისად, არარეზიდენტების წილი მთლიან სახაზინო სახსრებში 2.4%-მდე დაეცა, – ამის შესახებ Galt&Taggart-ი 2024 წლის ივნისის თვის რეგიონალური ფიქსირებული შემოსავლის ბაზრის მონიტორინგში წერს. Galt & Taggart-ის მიხედვით, 2024 წლის ივნისში გაიყიდა 217,6 მლნ ლარის სახაზინო ობლიგაციები და 40 მლნ ლარის სახაზინო ვალდებულბები. რაც […]

ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, გააგრძელებს მკურნალობას – გლოვოს კურიერის ექიმი

ორთოპედ-ტრავმატოლოგი ნინო რამიშვილის თქმით, გლოვოს კურიერს, თემო სიგუას, რომელსაც 6 ივლისს 8 პირი ფიზიკურად გაუსწორდა და იარაღით იარაღით სამი ჭრილობა მიაყენა, ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, ჯერ ცნობილი არ არის, როდის დატოვებს სიგუა ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკას. “წარმატებით ჩაიარა ოპერაციამ, პაციენტი ამ ეტაპზე იმყოფება პოსტოპერაციულ განყოფილებაში, აგრძელებს მკურნალობას. როდის გაეწერება კლინიკიდან ჯერ არ არის ცნობილი”. – უთხრა ჟურნალისტებს […]

ნანა ლეჟავამ TV24 დატოვა

ტელეკომპანია TV24 დატოვა არხის დირექტორმა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების თანაწამყვანმა, ნანა ლეჟავამ. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელმა, იმედა დარსალიამ დაუდასტურა. „[გადაწყვეტილება] არ ეხება სარედაქციო პოლიტიკას. მიიღო გადაწყვეტილება, რომ არანაირი ფორმით არ დარჩეს არხზე“, – ამბობს იმედა დარსალია. საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი რადიო თავისუფლებას უდასტურებს ინფორმაციას, რომ ნანა ლეჟავამ გადაწყვეტილება ფინანსური საკითხების გამო მიიღო, […]

იაგო ხვიჩია – ერთი დაკვირვებით ჩანს, რომ გენერალური პროკურორობის კანდიდატებიდან გიორგი გაბიტაშვილია ის, ვისაც ხელისუფლება დაუჭერს მხარს – მე მას არ მივიჩნევ ცუდ ადამიანად

„გირჩის“ დეპუტატის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ერთი დაკვირვებით ჩანს, რომ ყველაზე მეტად გენერალური პროკურორობის კანდიდატებიდან გიორგი გაბიტაშვილია ის, ვისაც ხელისუფლება დაუჭერს მხარს. როგორც მან კანდიდატებთან გასაუბრების დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, საზოგადოებრივი ინტერესი გიორგი გაბიტაშვილთან მიმართებით მაღალია. „ზოგადად, ერთი დაკვირვებით ჩანს, რომ ყველაზე მეტად გიორგი გაბიტაშვილი წარმოადგენს კანდიდატს, რომელსაც ხელისუფლება დაუჭერს მხარს. საზოგადოებრივი ინტერესიც, ბუნებრივია, რომ მასზე ყველაზე […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – გავაგრძელებთ უკრაინის ფლოტის გაძლიერებას გაერთიანებულ სამეფოსა და ნიდერლანდებთან ერთად – ჩვენს თანამშრომლობაში არის იმედისმომცემი ახალი დეტალები

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევი გაერთიანებულ სამეფოსა და ნიდერლანდებთან ერთად სამხედრო-საზღვაო ფლოტს გააძლიერებს. „დღეს ოდესაში, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების დღეს, მადლიერებას გამოვხატავთ ჩვენი ყველა საზღვაო მეომრის მიმართ და ვერთვებით მოლაპარაკებებში, რათა უკრაინის თავდაცვის ძალებმა, მათ შორის ჩვენმა სამხედრო-საზღვაო ძალებმა, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები მიიღოს“, – აცხადებს ზელენსკი. მისი თქმით, ნიდერლანდების თავდაცვისა და საგარეო […]

გიორგი გაბიტაშვილი – პროკურორად საქმიანობის 18-წლიანი გამოცდილება საშუალებას მაძლევს, აქტიურად გავაგრძელო სისტემის გაუმჯობესების და პრაქტიკული ხარვეზების აღმოფხვრის პოლიტიკა

პროკურორად საქმიანობის 18-წლიანი გამოცდილება საშუალებას მაძლევს, აქტიურად გავაგრძელო სისტემის გაუმჯობესების და პრაქტიკული ხარვეზების აღმოფხვრის პოლიტიკა ,- ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა საპროკურორო საბჭოს წევრებთან გასაუბრებაზე განაცხადა. მისი თქმით, აცნობიერებს პასუხისმგებლობას, რომელიც გენერალურ პროკურორს აქვს საზოგადოები და პროკურატურის თანამშრომლების მიმართ. „ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, წარვდგე საპროკურორო საბჭოს წინაშე საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად. სრულად ვაცნობიერებ იმ […]

„ჩემი პირველი შვილი ორჯერ მყავს ნანახი…ვეტყოდი, რომ ძალიან მიყვარს და მოვა ის დრო, როდესაც ყველაფერს ავუნაზღაურებ“ – ტოჩინოშინი

ქართველი სპორტსმენი, ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი გადაცემის „ნოესთან“ სტუმარია, რომლის ეთერშიც პირველი შვილის შესახებ საუბრობს. ლევანის თქმით, შვილი 7 წლის მანძილზე მხოლოდ ორჯერ ჰყავს ნანახი, რადგან ყოფილ მეუღლესთან არც თუ ისე კარგი ურთიერთობა აქვს. „ჩემი შვილი უჩემოდ იზრდება. ისე მოხდა, რომ პირველ მეუღლეს დავშორდი. უკვე 7 წლის ხდება და ორჯერ მყავს მხოლოდ ნანახი. ალბათ ყველაზე […]

„ღმერთი სპორტში ნეიტრალურია, არ ურევია მათ კარგ თამაშში ღმერთის ხელი“ – რომან გოცირიძე ეროვნულ ნაკრებზე

ოთხი დიდი ევროპული გუნდიდან ერთ-ერთი ხდება ევროპის ჩემპიონი. მთელი ქვეყანა იზეიმებს, რა თქმა უნდა, ამ გამარჯვებას. როგორ ფიქრობთ, ამ ოთხიდან რომელი გამარჯვებული ეახლება ეკლესიას და მადლობას გადაუხდის გამარჯვებაში შეტანილი წვლილისათვის? – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე, სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები “ვერ გადაურჩა” საპატრიარქოში ვიზიტს. პოლიტიკოსის თქმით, ღმერთის ხელი არ ურევია […]

გიორგი გაბიტაშვილი – აუცილებელია დაზარალებულთან სწორი და დროული კომუნიკაცია

პროკურატურის როლი დაზარალებულის უფლებების რეალიზების ხელშეწყობის მიმართულებით უმნიშვნელოვანესია, აუცილებელია დაზარალებულთან სწორი და დროული კომუნიკაცია – ამ მიმართულებით უწყებას აქვს გარკვეული გამოწვევები, რომელთა საპასუხოდ აუცილებელია ქმედითი პოლიტიკის გატარება, – ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა საპროკურორო საბჭოს წევრებთან გასაუბრებაზე განაცხადა. როგორც გიორგი გაბიტაშვილმა აღნიშნა, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების პარალელურად, პროკურორის საზრუნავს წარმოადგენს დაზარალებულთა უფლებების დაცვა და […]

ომბუდსმენი – ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში გადატვირთული პალატები არ იძლევა პირადი სივრცის დაცვის შესაძლებლობას, პალატები სარემონტოა, სველი წერტილები ამორტიზებული, გაუმართავი და არასაკმარისი

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში უკიდურესად გადატვირთული პალატები არ იძლევა პირადი სივრცის დაცვის შესაძლებლობას, პალატები სარემონტოა, სველი წერტილები ამორტიზებული, გაუმართავი და არასაკმარისი. ამასთან, განმარტავენ, რომ განსაკუთრებულ პრობლემად გამოიკვეთა ის, რომ დაწესებულებაში არსებული თერაპიული, ინფრასტრუქტურული და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, არ შეესაბამება ეროვნულ თუ საერთაშორისოდ დადგენილ სტანდარტებს და შეუძლებელს ხდის პაციენტთა მკურნალობას მათი ღირსების […]