ქუთაისთან სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის ქუთაისის მონაკვეთზე, მისაბმელიან სატრანსპორტო საშუალებას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის დროს მძღოლმა ავტომანქანის ძარის ჩახსნა შეძლო, რის შედეგადაც მხოლოდ მისაბმელი დაიწვა. შემთხვევის ადგილზე საპარტულო პოლიციის ეკიპაჟები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
მიხეილ სააკაშვილი – ახლა გვჭირდება ნამდვილი ნაციონალური მობილიზაცია – ჩვენი საარჩევნო სია უნდა იყოს აბსოლუტური უმრავლესობა ახალი ხალხით დაკომპლექტებული

მე მინდა გითხრათ, რომ საქართველოში ოქტომბერში წყდება არა მხოლოდ ერთი არჩევნების ბედი, წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი, შემდეგი 20-25 წლის განმავლობაში, მთელი თაობის ცხოვრების განმავლობაში. ჩვენ ახლა გვჭირდება ნამდვილი ნაციონალური მობილიზაცია – საქართველო გაიმარჯვებს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციური ჩართვისას განაცხადა. მან პარტიების გაერთიანების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ […]
გიგა ბოკერია – ივანიშვილის რეჟიმი განაგრძობს ქვეყნის იზოლაციაში მოხვედრასა და მარტო დატოვებას რუსული საფრთხის წინაშე

ივანიშვილის რეჟიმი განაგრძობს ქვეყნის იზოლაციაში მოხვედრასა და მარტო დატოვებას რუსული საფრთხის წინაშე, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აშშ-ს მიერ სამხედრო წვრთნების „ღირსეული პარტნიორის“ გაურკვეველი ვადით გადადებას. გიგა ბოკერიას თქმით, ეს არის კიდევ ერთი დასტური იმ კატასტროფისა, რომელიც მოაქვს ივანიშვილის რეჟიმს საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოებისთვის. „აქ მარტო წვრთნებზე არ არის საუბარი, წვრთნები […]
კახა კალაძე აშშ-ზე – საქართველო ვერ იქნება ვინმეს ვასალი, არავის მივცემთ უფლებას, ხელისუფლებას რაღაც უბრძანოს – თანამშრომლობა, მეგობრობა ორმხრივი უნდა იყოს და ველოდებით, რომ ეს მიდგომები შეცვლილი იქნება

ცხადია ცუდია, რომ [სწავლების “ღირსეული პარტნიორი 2024“-ის”] გადადება მოხდა – ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის, რაც ორმხრივი უნდა იყოს, ცალმხრივი ვერ იქნება აღნიშნული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და ველოდებით, რომ ეს მიდგომები და დამოკიდებულებები შეცვლილი იქნება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. […]
სინოპტიკოსების პროგნოზით, 9-11 ივლისს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მაღალი ტემპერატურის მიუხედავად ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერებაც

9-11 ივლისს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მაღალი ტემპერატურის მიუხედავად ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერებაც. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „12 ივლისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის ხანმოკლე გაძლიერებით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +36, +38 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო […]
ლევან ცუცქირიძე – დღეს, ჩვენ შევთანხმდით რამდენიმე საკითხზე, რომკიდევ უფრო კონკრეტული ფოკუსი გვქონდეს თუ ვინ შეიძლება იყვნენ ჩვენი პოტენციური პარტნიორები

საზოგადოებრივ – პოლიტიკური მოძრაობის „თავისუფლების მოედანი“ ხელმძღვანელმა ლევან ცუცქირიძემ და წევრებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც საარჩევნო კამპანიის ხასიათსა და გეგმებზე იმსჯელეს. როგორც პოლიტიკური მოძრაობის ლიდერი ლევან ცუცქირიძე აცხადებს, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ ველზე სიძულვილის ენა გაქრეს და სწორედ ეს მოთხოვნა აქვთ მოძრაობის წევრებს პოტენციურ პარტნიორებთან. „ახლა მიმდინარეობს კამპანია თუ როგორი უნდა იყოს საარჩევნო კამპანია, რა […]
მედია – ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს პოლონეთში ელოდებიან

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს პოლონეთში ელოდებიან და ვიზიტის ფარგლებში ის უსაფრთხოების საკითხზე ორმხრივ შეთანხმებას გააფორმებს, – უკრაინული მედიის ცნობით, ეს ინფორმაცია პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანჯეი სეინამ ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში ირიბად დაადასტურა. კერძოდ, კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ ზელენსკის დღეს პოლონეთს ეწვიოს, ანჯეი სეინამ უპასუხა, რომ უსაფრთხოების მიზეზების გამო ვერაფერს გაამჟღავნებს და ეს […]
კახა კალაძე – არასამთავრობო ორგანიზაციები ჩამოყალიბდნენ პოლიტიკურ პარტიებად, თუმცა სახელი შენარჩუნებული აქვთ

ეს არის იმის აღიარება და დადასტურება, რაზეც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობთ, – ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ფრანკლინის კლუბის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ალექსანდრე ზიბზიბაძის განცხადება ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორობასთან დაკავშირებით. კახა კალაძის თქმით, სწორედ ამიტომ იყო მნიშვნელოვანი გამჭვირვალობის კანონის მიღება. „არასამთავრობო ორგანიზაციები ჩამოყალიბდნენ პოლიტიკურ პარტიებად, თუმცა სახელი შენარჩუნებული აქვთ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია. ფინანსდებიან […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ბოტანიკის ინსტიტუტის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით საბუნებისმეტყველო მეცნიერების პოპულარიზაციის ღია კარის დღეს გამართავს

12 ივლისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღთან თანამშრომლობითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით (SPG-23-1618), ბოტანიკური ბაღის სადღესასწაულო სივრცეში, ბოტანიკის ინსტიტუტის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით საბუნებისმეტყველო მეცნიერების პოპულარიზაციის ღია კარის დღეს გამართავს. როგორც ილიაუნის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ღონისძიებაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტის მკვლევართა ჯგუფები გამართავენ საინტერესო ღონისძიებებს და ჩაატარებენ […]
გლობალური ტემპერატურა ივნისში რეკორდულად მაღალი იყო – ევროკავშირის კლიმატური ცვლილების სამსახური

ევროკავშირის კლიმატური ცვლილების სამსახურის ცნობით, გლობალური ტემპერატურა ივნისშიც რეკორდულად მაღალი იყო. „კოპერნიკის“ მონაცემებით, ივნისი ზედიზედ მე-13 ცხელი თვეა დედამიწაზე, ხოლო ზედიზედ მე-12 თვეა, რაც ჰაერის ტემპერატურა 1,5 გრადუსით უფრო ცხელია, ვიდრე პრეინდუსტრიულ დროში. „კოპერნიკის“ მიხედვით, დედამიწაზე 2024 წლის ივნისში საშუალოდ 62 გრადუსი ფარენჰეიტი ფიქსირდებოდა, რაც 30 წლის საშუალო მაჩვენებელზე 1,2 გრადუსით მეტია. „ეს არის გაფრთხილება, […]