ისრაელის ტანკებმა იერიში მიიტანეს ქალაქ ღაზაზე

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა 8 ივლისს დილით ცეცხლი დაუშინეს ქალაქ ღაზას და ქალაქის ცენტრისკენ სატანკო კოლონები გაგზავნეს სხვადასხვა მიმართულებიდან. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ეს ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იერიში იყო 7 ოქტომბრის შემდეგ. ღაზის სექტორის საგანგებო ვითარებათა სამოქალაქო სამსახურმა, რომელსაც დაჯგუფება ჰამასი აკონტროლებს (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული), განაცხადა, რომ, მათი ინფორმაციით, ათობით ადამიანი იქნა მოკლული ღაზის […]
ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვარშავაში ჩავიდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში უკრაინის ლიდერი პოლონეთის პრეზიდენტსა, ანჯეი დუდას და პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს შეხვდება. გამოცემა wprost წერს, რომ ქვეყნების ლიდერები, სავარაუდოდ, უსაფრთხოების სფეროში გრძელვადიანი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს. უკრაინის პრეზიდენტი, პოლონეთის შემდეგ ვაშინგტონში ნატო-ს სამიტზე დასასწრებად გაემგზავრება.
მამუკა მდინარაძე – ახლა სხვა ძალები პარტიზანულად გადაისროლეს „ნაცმოძრაობაში“ და დაარქმევენ ერთობას – რამდენად ამორალურია, ადამიანი, რომელიც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი იყო, ახლა „ნაცმოძრაობის“ სიაში იყოს

„ქართული ოცნება“ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს, ამაში ისინი საკუთარი კვლევებითაც რწმუნდებიან, მაგრამ იხტიბარს არ იტეხენ და ცდილობენ რაღაც კონფიგურაციის დალაგებას, მაგრამ უშედეგოდ – „ნაციონალურ მოძრაობას“ ერაფერი გააძლიერებს იმიტომ, რომ მკვდარი არ ცოცხლდება – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა. მისივე თქმით, ამორალურია, როცა ვიგებ, რომ ერთ დროს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, შესაძლოა, „ნაციონალური […]
„გალტ & თაგარტის“ წარმომადგენლებმა ენერგეტიკის ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

4-5 ივლისს, თბილისში, GREDA-ს, Invest in Network-ისა და Expo Georgia-ს ორგანიზებით, მაღალი დონის საერთაშორისო ენერგეტიკული გამოფენა და ფორუმი გაიმართა. ფორუმის მთავარი თემა საქართველოს, როგორც განახლებადი ენერგიის დერეფნის გადამწყვეტი როლი იყო. ღონისძიებაში „გალტ & თაგარტის“ კაპიტალის ბაზრების და კვლევების დეპარტამენტის მიმართულების ხელმძღვანელები მოანათვლინებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათი ცნობით, „გალტ & თაგარტის“ კაპიტალის ბაზრების […]
რა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს ენერგოკომპანიების მიერ შესყიდული მოწობილობები-კომპანია “რეტკო” სემეკს კითხვით მიმართავს

კომპანია “რეტკომ”, რომელიც ელექტროენერგიის ქსელის მოწყობილობების მსხვილი მწარმოებელი და მიმწოდებელია, სემეკს ორ კითხვაზე პასუხის მიღების მიზნით ოფიციალური წერილით მიმართა: პირველი – რომელ სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს გამანაწილებელი კომპანიის მიერ შესყიდული ელექტროტექნიკური პროდუქცია ან მომსახურება იმისთვის, რომ ის მარეგულირებელმა ჩათვალოს ხარისხიანად და დანახარჯი აღიაროს ინვესტიციად, ანუ ასახოს ტარიფში და მეორე – რა პროცედურებით ადგენს კომისია შესყიდული მოწყობილობის […]
ჭარბი წონა და საფრთხეები, რომლებსაც ის გულს უქმნის – პრევენცია, დიაგნოსტირება და მკურნალობა

ჭარბი წონა თანამედროვეობის აქტუალური პრობლემაა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. რა საფრთხეებს უქმნის ის გულს, რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა მივმართოთ სასწრაფოდ კარდიოლოგს, როგორია მკურნალობის მეთოდები და რა პერიოდში ერთხელ უნდა ჩაიტაროს ჭარბი წონის მქონე პირმა პროფილაქტიკური კვლევები? – ამ და სხვა კითხვებს ალიასთან პასუხობს კლინიკა ნიუჰოსპიტალსის კარგიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი რამაზ ბათავანი. – პირველ რიგში, […]
ფილიპინებმა და იაპონიამ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შეთანხმება გააფორმეს

ფილიპინებმა და იაპონიამ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმება ამარტივებს ქვეყნის ტერიტორიაზე აღჭურვილობისა და სამხედროების შეყვანას საბრძოლო წვრთნებისა და კატასტროფასთან გამკლავების პროცესში. ეს არის იაპონიის მიერ აზიურ ქვეყანასთან გაფორმებული პირველი თავდაცვის შეთანხმება. ასეთი შეთანხმება იაპონიასა და ფილიპინებს შორის გასაკვირი არ არის სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის პოლიტიკის შედეგად გამოწვეული დაძაბულობის ფონზე. ჩინეთი მისი ცნობილი […]
L’Équipe: ზურიკო დავითაშვილი კარიერას სენტ-ეტიენში გააგრძელებს

საქართველოს ნაკრების ვინგერი, ზურიკო დავითაშვილი ახალი სეზონიდან კარიერას, სავარაუდოდ, საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბში, სენტ-ეტიენში გააგრძელებს. ინფორმაციას ფრანგული გამოცემა L’Équipe ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საფრანგეთის 10-გზის ჩემპიონი დავითაშვილის სანაცვლოდ ბორდოს 6 მილიონ ევროს გადაუხდის, ზურიკო კი კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, დამატებით 1-წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. როგორც L’Équipe წერს, დავითაშვილი უკვე საფრანგეთში იმყოფება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს […]
მდინარაძე წვრთნების გადადებაზე: მალე ყველა მსგავსი გადაწყვეტილება შეიცვლება

მამუკა მდინარაძე აშშ-სგან საქართველოსთან პარტნიორობის გადახედვისა და ქართული ოცნების ცრუ ბრალდებების გამო, სამხედრო წვრთნების ღირსეული პარტნიორი გაურკვეველი ვადით გადადებას გამოეხმაურა. ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა აშშ-ს ამ გადაწყვეტილებას გაუგებარი უწოდა და განაცხადა, რომ მალე “ყველა მსგავსი გადაწყვეტილება” შეიცვლება. “ჩემი აზრით, ეს არის არასწორი გადაწყვეტილება […] მინიმუმ, ეს გაუგებარი გადაწყვეტილებაა – იმ ფონზე, როცა საქართველო დემოკრატიის ხარისხითა და […]
გალტ & თაგარტის წარმომადგენლებმა ენერგეტიკის ფორუმზე მიიღეს მონაწილეობა

2024 წლის 4-5 ივლისს, თბილისში, GREDA-ს, Invest in Network-ისა და Expo Georgia-ს ორგანიზებით, მაღალი დონის საერთაშორისო ენერგეტიკული გამოფენა და ფორუმი გაიმართა. ფორუმის მთავარი თემა საქართველოს, როგორც განახლებადი ენერგიის დერეფნის გადამწყვეტი როლი იყო. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ გალტ & თაგარტის კაპიტალის ბაზრების და კვლევების დეპარტამენტის მიმართულების ხელმძღვანელები. გალტ & თაგარტის კაპიტალის ბაზრების მიმართულების უფროსის , ვანო კიკვილაშვილის გამოსვლა […]