ბოკუჩავა: შევიდა წესდებაში ცვლილება, რომ ჩვენ დავიცავთ იმ კვოტირებას, რაც არსებობდა კანონში

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, წესდებაში ქალთა კვოტირებასთან დაკავშირებით ცვლილება შეიტანეს. ამის შესახებ ბოკუჩავამ ფორმულასთან ისაუბრა. მისი თქმით, ენმ-ის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ქალების პოლიტიკაში მონაწილეობის მაქსიმალური ხელშეწყობა იქნება. “ჩვენს წესდებაში შევიდა ცვლილება ქალთა კვოტირებასთან დაკავშირებით, იცით, რომ ივანიშვილის პარტიამ ესეც გააუქმა, რაც იყო ძალიან დიდი ბრძოლის შედეგი, მათ შორის ქალთა მოძრაობის. ივანიშვილის პარტია დევნის […]
არმაზ ახვლედიანი – ჩვენი სამშობლო უფსკრულის პირასაა მისული და ამ დროს განზე დგომა დაუშვებელია – ოქტომბრის შემდეგ ვიწყებთ ახლის შენებას

დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ ჩემი სამშობლო, ჩვენი სამშობლო უფსკრულის პირასაა მისული და ამ დროს განზე დგომა დაუშვებელია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა ახალი პოლიტიკური პლატფორმის „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც ახვლედიანმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ეს ერთიანობა საბოლოოდ დაუსვამს წერტილს იმ უკუღმართ მმართველობას, რომელიც ათწლეულებია, ქვეყანაში არსებობს. „დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ ჩემი სამშობლო, ჩვენი სამშობლო […]
ვაშაძე: ჩვენი სახელია ერთიანობა, ჩვენი ნომერია 5

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალი პოლიტიკური პლატფორმის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ პლატფორმის საარჩევნო ნომერი 5-იანი იქნება. “ვაფუძნებთ ერთიანობის დიდ, გამარჯვების ლოდს, რომელმაც 26 ოქტომბერს, უნდა მიგვიყვანოს გამარჯვებამდე. დიახ, ჩვენი სახელწოდებაა ერთიანობა, ჩვენი ნომერია 5 ნომერი, ჩვენი ლოგოა ხელის ჩამორთმევა. ჩვენ ხელს ვართმევთ, ხელს ვუწვდით აბსოლუტურად ყველას საქართველოში”. – თქვა ვაშაძემ. […]
მაიკლ კარპენტერი – სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება არასწორი მიმართულებით წავიდა – ვიმედოვნებთ, მთავრობის სტრატეგიულ კურსში ცვლილებას დავინახავთ

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობის სტრატეგიულ კურსში ცვლილებას დავინახავთ, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა, მაიკლ კარპენტერმა განაცხადა. „გულწრფელად რომ ვთქვათ, როდესაც ჩვენ ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას, როდესაც ვხედავთ მიღებულ კანონებს, რომლებიც საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის სივრცეს ზღუდავს, ეს არ შეესაბამება ღირებულებებს, რომლებიც ნატო-ს ალიანსს საფუძვლად უდევს და გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ […]
გიორგი ვაშაძე – ჩვენ ხელს ვართმევთ და ხელს ვუწვდით ყველას, წარსულს უნდა ჩავაბაროთ დაპირისპირება და ძალა, რომელიც აპირისპირებს: „ქართული ოცნება“

„ქართული ოცნება“ საქართველოს სირცხვილია და 26 ოქტომბერს ამ სირცხვილისგან უნდა გავთავისუფლდეთ , – ეს განცხადება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პოლიტიკური პლატფორმის „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ახალი პოლიტიკური პლატფორმა ყველა ადამიანს მოუსმენს და დახმარების ხელს გაუწვდის. „წელს მთელს მსოფლიოში საქართველომ ორი რამით გაითქვა სახელი – პირველი ეს იყო მშვიდობიანი, ერთსულოვანი, განგრძობითი […]
ახალი პოლიტიკური პლატფორმა “ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის” დაფუძნდა

“ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის”, – ამ სახელწოდების პოლიტიკური პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა 8 ივლისს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაზე, რომლის წევრები პარტიის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ წარადგინა. ახალი პოლიტიკური პლატფორმის წევრებს შორის დასახელდნენ: · გია ჯაფარიძე – პოლიტოლოგი; · სოფო ჯაფარიძე – ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი; · ლაშა ბაქრაძე – ისტორიკოსი; · ანა მოსაძე – სამოქალქო აქტივისტი; · […]
ნაციონალურმა მოძრაობამ და სტრატეგია აღმაშენებელმა ახალი პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობა“ წარადგინეს

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და “სტრატეგია აღმაშენებელმა“ 8 ივლისს ყრილობაზე საარჩევნოდ ახალი პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობა“ წარადგინეს. ახალი პლატფორმა 26 ოქტომბრის არჩევნებზე 5 ნომრად წარდგება. ყრილობა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ გახსნა. „26 ოქტომბრის არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა რეფერენდუმად აქცია. რეფერენდუმად რუსეთსა და ევროპას შორის. 26 ოქტომბრის არჩევნების წინ ჩვენი ვალია, ვეძებოთ შეხების წერტილები, ის, თუ რა გვაერთიანებს. […]
ვაშაძე: ერთხელ და სამუდამოდ წარსულს უნდა ჩავაბაროთ ძალა, რომელიც აპირისპირებს – “ოცნება”

ჩვენი სახელწოდებაა ერთიანობა, ჩვენი ნომერია 5 ნომერი, ჩვენი ლოგოა ხელის ჩამორთმევა, ჩვენ ხელს ვართმევთ, ხელს ვუწვდით ყველას აბსოლუტურად, საქართველოში. არ არსებობს საქართველოს მოქალაქე, ვისაც ჩვენ არ დაველაპარაკებით. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ჩვენ ხელს არ გავუწოდებთ და ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში წარსულს უნდა ჩავაბაროთ დაპირისპირება და ძალა, რომელიც აპირისპირებს, ძალა, რომელმაც ამ დიდი ერთიანობას ფონზე […]
გია ჯაფარიძე – მინდა მოვუწოდო ყველას: სამოქალაქო საზოგადოებას, ახალგაზრდობას, პოლიტიკურ პარტიებს, ახლა არის დრო ერთიანობის – ამ ისტორიულ გზაგასაყარზე ჩვენ ერთიანობა გადაგვარჩენს

მინდა მოვუწოდო ყველას: სამოქალაქო საზოგადოებას, ახალგაზრდობას, პოლიტიკურ პარტიებს, ახლა არის დრო ერთიანობის. ამ ისტორიულ გზაგასაყარზე ჩვენ ერთიანობა გადაგვარჩენს , – ამის შესახებ პოლიტოლოგმა , „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ პლატფორმის წარდგენაზე განაცხადა. გია ჯაფარიძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები, რადგან ეს არჩევნები წყვეტს, საქართველო დარჩება, როგორც თავისუფალი ქვეყანა თუ არა. „საქართველო დღეს ისტორიულ გზაჯვარედინზე იმყოფება. […]
გია ჯაფარიძე: მინდა მოვუწოდო ყველას, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ გამარჯვებისთვის

ალბათ ყველას დაგებადებათ კითხვა, რატომ გადავწყვიტე ახლა 50 წლის ასაკში შევაბიჯო პოლიტიკაში, მე მქონდა 10 წლიანი დიპლომატიური კარიერა, მაქვს ძალიან კარგი 10 წლიანი კარიერა აკადემიაში, არაფერი მირჩევნია ჩემს სტუდენტებთან ურთიერთობას, მაგრამ გადავწყვიტე რომ გამოვიდე ამ კომფორტის ზონიდან და ჩავერთო იმ ბრძოლაში, რომელ ბრძოლაშიც არიან ჩემი მეგობრები, თანამოაზრეები, რომელშიც ხართ თქვენც, არიყო ეს, რა თქმა უნდა, […]