მსოფლიოში ფოლადის წარმოებით ჩინეთი ლიდერობს – როგორია მწარმოებელთა TOP 10 – World steel association

მსოფლიოში ფოლადის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაა. ფოლადის წლიურად 1,032,790 მლნ ტონა წარმოებით, რაც მსოფლიო წარმოების 54% ნიშნავს და ამ ნიშნულით, ჩინეთი ლიდერის პოზიციას უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში ინარჩუნებს. World Steel Association-ის მონაცემებით, 2023 წელს მსოფლიოში სულ 1,888,200 მლნ ტონა ფოლადის წარმოება მოხდა. ფოლადის წარმოებით, ჩინეთის შემდეგ, სამეულშია – ინდოეთი და იაპონია 140.2 მლნ […]

მარინ ლე პენისა და ორბანის მხარდამჭერები ევროპარლამენტში გაერთიანდნენ

მარინ ლე პენის საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნულმა გაერთიანებამ“, გადაწყვიტა ევროპარლამენტში შეუერთდეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ინიციატივით შექმნილ ოპოზიციურ მემარჯვენე პოპულისტურ ფრაქციას. „ეროვნული გაერთიანება“ პირველ ადგილზე გავიდა საფრანგეთში გამართულ ევროპარლამენტის არჩევნებში, მაგრამ მხოლოდ მესამე იყო საფრანგეთში ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით. ევროპარლამენტში შექმნილ ახალ ფრაქციაში “ევროვნული გაერთიანების” გაწევიანების შესახებ ორშაბათს, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში არჩევნების […]

აშშ-ის და EU-ის საქართველოსთან პარტნიორობის შემცირებას ქვეყნის ეკონომიკაზეც ექნება გავლენა – კახა გოგოლაშვილი

რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის კახა გოგოლაშვილის შეფასებით, როდესაც აშშ და ევროკავშირი საქართველოსთან პარტნიორობას ამცირებენ, ამას ქვეყნის ეკონომიკაზეც გავლენა ექნება, რადგან ქვეყნის სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. კახა გოგოლაშვილის შეფასებით, თუ საქართველო ევროპას კიდევ უფრო დაშორდება, ეს როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნისთვის რისკებს შექმნის. გოგოლაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებები შეაფასა და […]

10 თვეში, გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 6189 სამართალდარღვევა გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, 2023 წლის 4 სექტემბრიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კანონის ამოქმედებიდან 2024 წლის 4 ივლისის ჩათვლით, დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში, […]

აშშ-ს საქართველოში პარლამენტის არჩევნების შედეგად ხელისუფლების შეცვლა სურს – რუსეთის საგარეო დაზვერვა

ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურს. ამის შესახებ კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო ტასსი წერს რუსეთის საგარეო დაზვერვის პრეს-ბიუროზე დაყრდნობით. 9 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საგარეო დაზვერვის მონაცემები „ადასტურებს ვაშინგტონის მტკიცე განწყობას, საქართველოში 26 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების შედეგად მიაღწიოს ხელისფლების შეცვლას”. რუსეთის საგარეო დაზვერვის თანახმად, „ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში უკვე შემუშავებულია მასშტაბური საინფორმაციო კამპანია მმართველი […]

ხათუნა სამნიძე – ვფიქრობ, „რესპუბლიკური პარტია“ ჩართული იქნება მეორე პოლიტიკურ ცენტრში, რომლის ფარგლებში განიხილება „ახალი“, „ლელო“, „დროა“ და „გირჩი“

ძალიან მალე გახდება ცნობილი, სად, რომელ პოლიტიკურ ცენტრში იქნება „რესპუბლიკური პარტია“ – ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ჩართული ვიქნებით მეორე პოლიტიკურ ცენტრში, რომლის ფარგლებში განიხილება „ახალი“, „ლელო“, „დროა“ და „გირჩი“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განუცხადა. სამნიძის ინფორმაციით, მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს, შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, როგორი […]

სალომე სამადაშვილი – თუ ოქტომბერში ივანიშვილის ხელისუფლება არ შევცვალეთ, უვიზო რეჟიმიც გაუქმდება, სტატუსიც შეჩერდება და ალბათ, თავისუფალი ვაჭრობაც გაუქმდება – საქართველო რუსეთთან ერთად აღმოჩნდება იზოლირებულ ეკონომიკურ სივრცეში

თუ ოქტომბერში ივანიშვილის ხელისუფლება არ შევცვალეთ, უვიზო რეჟიმიც გაუქმდება, სტატუსიც შეჩერდება და ალბათ, თავისუფალი ვაჭრობაც გაუქმდება. საქართველო რუსეთთან ერთად აღმოჩნდება იზოლირებულ ეკონომიკურ სივრცეში, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ევროკავშირის ელჩის საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ვინც ირჩევს ევროპასა და ევროპულ მომავალს შვილისთვის, ის 41-ს არ შემოხაზავს. „ევროკავშირში საქართველოს […]

უცხოელ შემსყიდველებთან დაკავშირების პროგრამის ფარგლებში ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში, დაახლოებით, 500 ტონა ლურჯი მოცვის ექსპორტი განხორციელდება

უცხოელ შემსყიდველებთან დაკავშირების პროგრამის ფარგლებში ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში ექსპორტზე, დაახლოებით, 500 ტონა ლურჯი მოცვი გავა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მისივე თქმით, პროდუქციის ნაწილი საექსპორტო ბაზრებზე უკვე ტრანსპორტირებულია. პროგრამა ხორციელდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის სოფლის მეურნეობის […]

ივანე ჩხაიძე – 1-ელი ივლისის მონაცემებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ყივანახველას 700-ზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული – წლის ბოლომდე, ალბათ, მეტად გაიზრდება, ალბათ, 10-ჯერ მეტი იქნება, გასულ წელთან შედარებით

„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, 1-ელი ივლისის მონაცემებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ყივანახველას 700-ზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული. როგორც იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ-ს პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განმარტა, 2024 წელი ყივანახველას შემთხვევების მკვეთრი მატებით გამოირჩევა. „გასულ წელს, მთელი წლის განმავლობაში, 119 შემთხვევა გვქონდა დაფიქსირებული. წელს, 1-ელი ივლისისთვის, შემთხვევათა რაოდენობა […]

საგადასახადო ამნისტიის ფარგლებში, 63 000-მდე ფიზიკურ პირს 300 მილიონი ლარი ჩამოეწერა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს აცნობებს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დღეის მდგომარეობით – 63 000-მდე ფიზიკურ პირს 301 753 088.42 მილიონი ლარი (მათ შორის ძირი გადასახადი 104 007 281.39 ლარი, სანქცია 71 502 813.93 ლარი, საურავი 126 242 993.10 ლარი) უკვე ჩამოეწერა. […]