სამნიძე აშშ-ს და EU-ს გადაწყვეტილებებზე: არ აპირებენ, რომ ეს ქვეყანა მიატოვონ

ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, რომლებიც ამ ქვეყანას გვერდში უდგანან წლების მანძილზე და არ აპირებენ, რომ ეს ქვეყანა მიატოვონ და სტატუსის მონიჭებაც ამის დასტური იყო, რა თქმა უნდა, ისინი თავიანთ დახმარებას მიმართავენ სწორედ იმ სექტორებზე, რის წინააღმდეგაც ხელისუფლება არ იშურებს, რომ გამოიყენოს სხვადასხვა ინსტრუმენტები და ბარიერები. ხელისუფლება თავს ესხმის როგორც არასამთავრობო სექტორს, ისე მედიას და ოპოზიციას […]

10 ივლისს თეატრ სახელოსნო 42-ში ლევან წულაძის სპექტაკლის “1921-1924”-ის პრემიერა გაიმართება (რ)

სპექტაკლი არ არის ისტორიულ ქრონიკებზე, არამედ ადამიანების იმ ბედ-იღბალზე, რომელიც საქართველოს გასაბჭოების ფონზე განვითარდა. “სპექტაკლი ასახავს იმ ყველა ამბავს, რაც ჩემს ოჯახში, ჩემი მეგობრების ოჯახში მომხდარა. ყველა ამბავი ნამდვილია. ეს არის აჩრდილები, რომლებიც ჩემს ბავშვობას ქმნიდა და არა მხოლოდ ჩემსას. ბაბუები, ბებიები ნახევარს არ გვყავდა. მე არცერთი ბაბუა არ მყავდა, რადგან საბჭოთა რეჟიმმა შეიწირა. უამრავი […]

,, ვისაც გჯერათ, რომ ევროპიდან ელჯიბიტი პროპაგანდა მოედინება, იქიდან დაბრუნებულები რაიმე ნიშნებს ხომ არ ატყობთ თავს?” – მაია ბუწაშვილი

,, ვისაც გჯერათ, რომ ევროპიდან ელჯიბიტი პროპაგანდა მოედინება, იქიდან დაბრუნებულები რაიმე ნიშნებს ხომ არ ატყობთ თავს?” – მაია ბუწაშვილი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი: ,,ეგეთი ევროპა არ მინდა” ადამიანებიც ძალიან ბედნიერები არიან “ეგეთი ევროპის” ჩემპიონატით, ზოგი ტელევიზორებთან და ზოგი საერთოდ, ისეთი თავდადებულია, მიუხედავად იმისა, რომ “ეგეთი ევროპა” არ უნდა, ნაკრების ხათრით იმ ევროპაშიც კი გაძლო კარგა ხანს. […]

ქართველებმა 26 ოქტომბერს უნდა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა ევროკავშირის წევრობა — ჰერჩინსკი

„ამ დროისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია“, — განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ. ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ მომავალი 5 წლის განმავლობაში ევროკავშირის გაფართოების ახალი ტალღა მოხდება, თუმცა დარწმუნებული არ არის, საქართველო იქნება თუ არა მისი ნაწილი. „გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირის ახალი არჩეული ხელმძღვანელობის მომდევნო 5 წლის განმავლობაში მოხდება ევროკავშირის გაფართოების ახალი ტალღა. საქართველოს შემთხვევაში ჯერ კიდევ […]

ე.წ. სუს-ის კრებსების საქმეზე SJC-მ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სავარაუდო მასობრივი უკანონო მოსმენების საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, ევროპული სასამართლოს წინაშე წარმოადგენენ შვიდ განმცხადებელს, რომლებიც დავობენ კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევაზე. ორგანიზაციის ცნობით, მოსარჩელეთა შორის არიან სასულიერო პირები – მალხაზ სონღულაშვილი, რუსუდან გოცირიძე, გიორგი მამალაძე, დედა სიდონია და […]

დიმიტრი პესკოვი კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმაზე – დაჟინებით ვაცხადებთ: სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმებს არ ვახორციელებთ

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი საზოგადოებას მოუწოდებს, იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა კიევის ბავშვთა საავადმყოფოში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით იხელმძღვანელონ, რომელიც უკრაინის მშვიდობიან ობიექტებზე თავდასხმას გამორიცხავს. „მოგიწოდებთ, იხელმძღვანელოთ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რომელშიც ნათქვამია, რომ საუბარია რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის დაცემაზე. დაჟინებით ვაცხადებთ: სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმებს არ ვახორციელებთ“, – განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბარში, როდესაც მან კიევში, […]

ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო კონფერენცია გახსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საქართველოს, პოლონეთსა და ლიეტუვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 530 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გახსნა. თსუ-ს ცნობით, კონფერენციაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სლუპსკის პომერანიის უნივერსიტეტისა და ვილნიუსის უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ორი დღის განმავლობაში ქართველი, პოლონელი და ლიეტუველი მეცნიერები, ისტორიკოსები და სამართლის სპეციალისტები სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების შესახებ მოხსენებებს […]

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი – კიევის ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე სამაშველო სამუშაოები დასრულდა, რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, 29 ადამიანი დაიღუპა

კიევის ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე სამაშველო სამუშაოები დასრულდა, რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, 29 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, იგორ კლიმენკო ავრცელებს. „საერთო ჯამში, ამ დროისთვის კიევში, 8 ივლისს რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვი. დაშავდა 117 ადამიანი, მათგან 10 ბავშვია“, – განაცხადა […]

მიხეილ ხიდურელი – უცხოელ შემსყიდველებთან დაკავშირების პროგრამით, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში ექსპორტზე 500 ტონა ლურჯი მოცვი გავა – ასეთი კონკრეტული, წერტილოვანი ჩართულობებით შესაძლებელია სერიოზული შედეგის მიღწევა

უცხოელ შემსყიდველებთან დაკავშირების პროგრამის ფარგლებში ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში ექსპორტზე, დაახლოებით, 500 ტონა ლურჯი მოცვი გავა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, პროდუქციის ნაწილი საექსპორტო ბაზრებზე უკვე ტრანსპორტირებულია. პროგრამა ხორციელდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის განვითარების სააგენტოსა და […]

ხვალ თეატრი სახელოსნო 42-ში ლევან წულაძის სპექტაკლის „1921-1924“-ის პრემიერა გაიმართება – პროექტის გენერალური სპონსორია SOLO

„ჩვენ დიდ პროცესში მომხდარი პატარა ბედისწერები ვართ“, – ასე აფასებს რეჟისორი, ლევან წულაძე ქვეყნის მდგომარეობას თავის ახალ სპექტაკლზე საუბრისას, რომლის პრემიერაც 10 ივლისს თეატრი სახელოსნო 42-ში გაიმართება. „საქართველოს ბანკის“ ცნობით, სპექტაკლში იმ აჩრდილებზე საუბარია, რომლებიც რეჟისორს ბავშვობიდან მოჰყვება და მასშია. ახლა კი მათი გამოშვებისა და გათავისუფლების დროა. სპექტაკლი არ არის ისტორიულ ქრონიკებზე, არამედ ადამიანების იმ […]