რადოსლავ სიკორსკის თქმით, რუსეთის ეკონომიკა ერთ-ორ წელში დაიწყებს ნგრევას

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ ნატოს ვაშინგტონის სამიტის დაწყების წინ BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთის ეკონომიკა ომისა და სანქციების ტვირთის ქვეშ ერთი-ორი წლის შემდეგ დაიწყებს ნგრევას. „პუტინს არ ესმის დემოკრატიის ფსიქოლოგია. ის ფიქრობს, რომ შეუძლია დაგვაშინოს ამ სისასტიკით, მაგრამ არ ესმის, რომ ეს მხოლოდ აძლიერებს ჩვენი საზოგადოებრიობის მიზანდასახულობას,“ თქვა სიკორსკიმ. „უკრაინა სერიოზულ სამხედრო […]

ტურისტული სეზონის ფონზე, საბერძნეთის კუნძულებზე წყლის დეფიციტია – „როიტერი“

საბერძნეთის კუნძულები სასმელი წყლის დეფიციტს განიცდის, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს. კუნძულ ნაქსოსზე, ძლიერი სიცხის გამო, თითქმის მთლიანად დაშრა წყლის რეზერვუარები, რაც კუნძულზე მცხოვრებლებისთვის საფრთხის შემცველია. კუნძულ კარპატოსზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას საცურაო აუზების შესავსებად წყლის გამოყენება აუკრძალა, ხოლო რამდენიმე კუნძულზე წყლის დეფიციტთან გასამკლავებლად ზღვის წყლის გაფილტვრას ცდილობენ. „როიტერის“ ინფორმაციით, შექმნილ ვითარებას ისიც ართულებს, რომ ქვეყანაში […]

“შეუდარებელი წყვილი” – ტიმ ბარტონისა და მონიკა ბელუჩის იშვიათი გამოჩენა – Marao

ოთხშაბათს, 3 ივლისს, 65 წლის ტიმ ბარტონი რომში 64-ე Globo d’Oro დაჯილდოებაზე მონიკა ბელუჩისთან ერთად გამოჩნდა. იშვიათი საჯარო გამოსვლისას ბარტონმა მსახიობს სახეზე აკოცა. ბელუჩიმ ბარტონთან ურთიერთობა 2023 წლის ივნისში დაადასტურა. ”რა შემიძლია ვთქვა… მოხარული ვარ, რომ შევხვდი ამ კაცს… ეს არის ერთ-ერთი იმ შეხვედრებიდან, რომელიც ცხოვრებაში იშვიათად ხდება… მე ვიცნობ მას, მიყვარს… იწყება კიდევ ერთი […]

საინტერესო ფაქტები კიანუ რივზის შესახებ – Marao

1980-90-იანი წლების ჰოლივუდის კინოვარსკვლავთა შორის განსაკუთრებული ადგილი „ნეოს“ – კიანუ რივზს უჭირავს. მისი ყველა ფილმი თუ პერსონაჟი გამორჩეულია, ისევე, როგორც თავად კიანუ რივზი – რეალურ ცხოვრებაში. კიანუ ჩარლზ რივზის მშობლებმა – პატრისიამ და სემუელმა, ერთმანეთი ბეირუთში, ლიბანში, სამოქალაქო ომამდე გაიცნეს და ბეირუთში 1964 წლის 2 სექტემბერს დაიბადა მომავალი მსახიობიც. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, კიანუს დედა ერთ-ერთ […]

ჩემთვის ისე ჩანს, რომ ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლაში დარჩება, მას აქვს ეგო და კამპანიის შეწყვეტა არ სურს – ტრამპი

დონალდ ტრამპის განცხადებით, ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლას არ გამოეთიშება. ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში თქვა. „ჩემთვის ისე ჩანს, რომ ის საპრეზიდენტო რბოლაში დარჩება. მას აქვს ეგო და მას კამპანიის შეწყვეტა არ სურს“, – განაცხადა ტრამპმა. ტრამპის განცხადებით, ბაიდენისთვის რთული იქნება საპრეზიდენტო რბოლიდან იმ ფონზე გამოთიშვა, როდესაც დემოკრატების ნაწილი მას ამისკენ მოუწოდებს. „მისთვის […]

პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი მდუმარე აქცია გაიმართა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან უკრაინის მხარდამჭერი მდუმარე აქცია გაიმართა. აქცია საქართველოში მცხოვრებმა უკრაინელებმა გამართეს და მას ქართველი დევნილებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს რუსეთის მასობრივი დაბომბვის შედეგად დაღუპულებსა და დაშავებულებს. 8 ივლისს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით დაახლოებით 40-მდე სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვა. იერიშის ქვეშ მოყვა კიევი, დნიპრო, კრივოი როგი, პოკროვსკი, სლავიანსკი და კრამატორსკი. კიევში რუსეთმა ბავშვთა […]

კახა კალაძე – ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ვართ წარმოდგენილი – ევროინტეგრაციის გზაზე მითხარით ერთი თემა, რაშიც რამე არასწორად გავაკეთეთ

ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის და თანამშრომლობისთვის – ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ვართ წარმოდგენილი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ვაშინგტონში ნატო-ს 75-ე სამიტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კალაძის თქმით, არ არსებობს არგუმენტი იმისა, რომ საქართველომ კურსი შეიცვალა. მისი თქმით, მიზანმიმართულად ხდება სიცრუის პროპაგანდა. „ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის და თანამშრომლობისთვის. ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ვართ წარმოდგენილი. […]

მსახიობ ქეთევან კიკნაძეს 12 ივლისს, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ

ქართული თეატრისა და კინოს მსახიობს ქეთევან კიკნაძეს 12 ივლისს, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. ამის შესახებ ინფორმაციას მარჯანიშვილის თეატრი სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც მარჯანიშვილის თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მსახიობ ქეთევან კიკნაძის სამოქალაქო პანაშვიდი 12 ივლისს, 12:00 საათიდან, მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება. „85 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული თეატრისა და კინოს გამორჩეული მსახიობი, საქართველოს სახალხო […]

პრეზიდენტი – ამ რთულ ვითარებაში ჩვენ თქვენთან ერთად უნდა დავიცვათ უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობების მომავალი განვითარება, ანუ ჩვენი ევროპული და დასავლური გზა

ორბელიანების სასახლეში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლების მიღება და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროს მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ამ სფეროში უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობაზე ისაუბრა. ,,მოხარული ვარ, რომ აქ, ამ ფორმატში შეხვედრის შესაძლებლობა გვაქვს. თქვენი დარგი, თქვენი წამოწყება, სტარტაპები […]

კახა კალაძე – ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ინფრასტრუქტურის მიმართულებით ხელი შევუწყოთ ფეხბურთის, ზოგადად, სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას

სოფელ დიღომში, გ. ათონელის ქუჩაზე 3 000 კვ. მ ფართობზე სპორტული მოედნები და დასასვენებელი სივრცე მოეწყო – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, განხორციელებულ პროექტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე კახა გულედანთან ერთად გაეცნო. აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსდა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა, მოეწყო საბავშვო-გასართობი ზონა, LED განათებისა და სარწყავი სისტემები. გარდა ამისა, სკვერი გამწვანდა […]