„აგროსფერომ“ სტიპენდია აგრარული უნივერსიტეტის კიდევ 6 სტუდენტს დაუნიშნა

მე-3 წელია, ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის უმსხვილესი იმპორტიორი კომპანია „აგროსფერო“ აქტიურად უჭერს მხარს ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას და ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს. სასტიპენდიო პროგრამა ერთ-ერთი მათგანია, რომლის ფარგლებშიც კომპანია სტიპენდიას საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მაღალი მოსწრების III-IV კურსის სტუდენტებს უნიშნავს და მათ თეორიული ცოდნის გაღრმავებასა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში ეხმარება. სტიპენდიის გაცემის პირველ წელს, კომპანია „აგროსფერომ“ სტიპენდია […]
ბათუმის მერია შენობის რეაბილიტაცია-გამაგრებას გეგმავს – ბიუჯეტი 7 მლნ ლარამდეა

ბათუმის მერიის ადმინისტრაციის შენობის რეაბილიტაცია-გამაგრება იგეგმება, რომლის ბიუჯეტიც თითქმის 7 მლნ ლარია. შენობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, შესაბამისად სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭიროა შესაბამისი ნებართვის მიღება. ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია-გამაგრების შესახებ, შესაბამისი ტენდერი ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც წინადადებების მიღება 14 ივლისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 7 994 385 ლარია, […]
ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი განვიხილეთ – ხავიერ კოლომინა

ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე განვიხილეთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, რეგიონული მოვლენები, ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა წერს. მისი თქმით, ვაშინგტონში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ნატო-საქართველოს პარტნიორობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. „კარგი […]
პრეზიდენტმა საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გიორგი ტუხაშვილი ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის ჩამოყალიბება-განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, ახალგაზრდების სამეწარმეო საქმიანობის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ქართული სტარტაპ კომპანიების საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციისა და ხელშეწყობისთვის Startup Grind Tbilisi-ს თანადირექტორი, სტარტაპ KERNEL-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ტუხაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების მედლით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა და სახელმწიფო ჯილდო საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი […]
„ამბოლს“ და „ართთაიმს“ მომხმარებლის სასარგებლოდ ვალდებულებების შესრულება დაეკისრა – კონკურენციის სააგენტო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), მომხმარებლის სასარგებლოდ, შპს „ამბოლთან“ და შპს „ართთაიმთან“ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულებები გააფორმა. შპს „ამბოლი“ ბაზარზე წარმოდგენილია ავტოპროდუქტებისა და ავტოსერვისის მომსახურების, ხოლო შპს „ართთაიმი“ აქსესუარებით და საათებით ვაჭრობის სექტორში. სააგენტოსა და მოვაჭრეებს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, მოვაჭრეებს დაევალათ: გამოასწორონ კომპანიის შიდა პოლიტიკა და მომხმარებელს ქართულ ენაზე […]
პირველად იქნება არჩევნები, რომელსაც ხელისუფლება რუსეთის დახმარებით ჩაატარებს – „საქართველოსთვის“

პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ რუსეთის დაზვერვის განცხადება ოქტომბრის არჩევნებში ჩარევის და არჩევნების გაყალბებაში „ქართული ოცნების“ დახმარების პირდაპირი მცდელობაა, რასაც აუცილებლად ექნება გაგრძელება. როგორც პარტიაში აღნიშნავენ, განცხადების თანხვედრა „ოცნების“ ბოლოდროინდელ განცხადებებთან, ნათლად ადასტურებს, რომ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების კომპლექსური პროცესი მოსკოვთან აქვს კოორდინირებული. „გაყალბების და ამომრჩეველზე ზეგავლენის მთავარ ინსტრუმენტს რუსული სტილის პროპაგანდა წარმოადგენს, რომლის თანახმად, დასავლეთი არჩევნებში […]
გიორგი ურუშაძე, ავთანდილ თალაკვაძე და გიორგი აბრამიშვილი ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონს, ლაზარე ჩხარტიშვილს შეხვდნენ

გიორგი ურუშაძე ჭადრაკში ორგზის საქართველოს ჩემპიონს შეხვდა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, კომპანია ,,ბახვი ჰესი”-ს დირექტორთან გიორგი აბრამიშვილთან ერთად, ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონს, ლაზარე ჩხარტიშვილს შეხვდნენ. გურიის საჭადრაკო ისტორიაში პირველად, ლაზარე ჩხარტიშვილმა შეძლო საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. ჩემპიონს კომპანია ,,ბახვი ჰესმა” საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი გადასცა.
საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბების შესახებ”

ვქმნით საზოგადოებრივ მოძრაობას, „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“, რომელიც დაახლოებით ერთი წლის თავზე პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება. ქართველ ხალხს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, უკეთ აღიქვას სინამდვილე, რომელიც ქვეყნის საგარეოპოლიტიკურ პრიორიტეტებთან არის დაკავშირებული, – ამის შესახებ ნათქვამია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელი ჯგუფის წევრების განცხადებაში. განცხადებაში ჯგუფის წევრები განმარტავენ, რატომ მიიღეს გადაწყვეტილება ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბების შესახებ. „საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ […]
20 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალიის ნაკრები დაამარცხა

სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა იტალიასთან გამართა. უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ იტალიელი თანატოლები ანგარიშით 28:17 დაამარცხეს. შეხვედრა უმცროსი „ბორჯღალოსნების” უპირატესობით წარიმართა. ქართველმა მორაგბეებმა ჯამში სამი ლელო დადეს და ბონუს ქულაც მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრებმა იტალია 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზეც დაამარცხა. 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე „ბორჯღალოსნებმა” ჯგუფური […]
საქართველომ 23 წლამდე ასაკის უძლიერეს მამაკაცთა შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით ბათუმში ჩატარდა 23 წლამდე ასაკის უძლიერეს მამაკაცთა შორის ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც რვა ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. უძლიერეს სპორტსმენებს შორის ჩემპიონი ქართველი ნიკა ლეკაიძე გახდა, ვიცეჩემპიონობა ლატვიელმა ვალენტინს კლევინკინსმა მოიპოვა, ბრინჯაოს მედალი ჩეხმა იან ლაჩინამ დაიმსახურა, IV და V ადგილებზე კი შოთა […]