უკრაინისთვის განკუთვნილი ავიაგამანადგურებელი F-16-ები გზაშია

უკრაინისთვის NATO-ს ქვეყნების მიერ გადაცემული F-16-ები უკვე გზაშია. ავიაგამანადგურებლები მისიების შესრულებას ზაფხულიდანვე შეუერთდებიან. ინფორმაცია ვაშინგტონში მიმდინარე NATO-ს სამიტზე გახდა ცნობილი. ამის შესახებ აშშ-მ, დანიამ და ნიდერლანდებმა გამოაცხადეს. ამ უკანასკნელმა ქვეყანამ თვითმფრინავები კიევს უკვე გაუგზავნა, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ რაოდენობა. შემდეგში ამაზე ისაუბრა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმაც. “ეს თვითმფრინავები უკრაინის ცაში ამ ზაფხულიდან იფრენენ, რათა უზრუნველყონ […]

ბელგიელი მინისტრი – “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღება ქვეყანას ევროპული ღირებულებებისგან აშორებს – ილია დარჩიაშვილს მოვუწოდე, გადახედოს ამ ზომას და რეფორმებისადმი ერთგულება შეინარჩუნონ

ქართველები საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავენ, თუმცა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის ცოტა ხნის წინ მიღება ქვეყანას ევროპული ღირებულებებისგან აშორებს , – ამის შესახებ ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი აჯა ლაბიბი ქართველ კოლეგა, ილია დარჩიაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “ქართველები საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავენ, თუმცა, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის ცოტა ხნის წინ მიღება […]

ნატოს სამიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა ბელგიელ კოლეგასთან, აჯა ლაბიბთან შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა, საგარეო ვაჭრობის და ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრს, აჯა ლაბიბს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე აღინიშნა ნატოს საიუბილეო სამიტის და მისი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების მნიშვნელობა, საუბარი შეეხო უსაფრთხოების გამოწვევებს და მათთან გამკლავების გზებს. […]

მაკრონი ცენტრისტული კოალიციის შექმნისკენ მოუწოდებს

დღეს,10 ივლისს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოუწოდა ცენტრისტულ პარტიებს, გააერთიანონ ძალები ეროვნულ ასამბლეაში მტკიცე უმრავლესობის შესაქმნელად. ეს მაკრონის პირველი საჯარო კომენტარია, 6 ივლისს ჩატარებული ვადამდელი არჩევნების შემდეგ, რასაც შედეგად საპარლამენტო ჩიხი მოჰყვა. არჩევნებს, რომელიც მაკრონმა, ივნისის ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენე “ეროვნულ მოძრაობასთან” (RN) დამარცხების შემდეგ, მოულოდნელად დანიშნა, საფრანგეთში დიდი გარუკვევლობა მოჰყვა. არჩევნებში მანდატების უდიდესი ნაწილი სამ […]

სახელმწიფო მდივნის მოადგილე თბილისში ჩადის და ყურადღებას ამერიკაზე საქართველოს მთავრობის დეზინფორმაციის შედეგებზე გაამახვილებს

დემოკრატიული მმართველობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, მედიისა და გამოხატვის თავისუფლებების, მარგინალიზებული და დაუცველი ჯგუფების ჩართულობის შესახებ საკითხებს, თბილისში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე განიხილავს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, უზრა ზეია, სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, თბილისსა და ერევანს 9-17 ივლისს სტუმრობს. აშშ-ის […]

Gazzetta dello Sport: კვარაცხელიასთან მოლაპარაკებები ჩიხშია – ხვიჩას ორი ვარიანტი აქვს

„გაძეტა დელო სპორტის“ ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება ფინანსური საკითხის გამო ვერ ხერხდება და ფეხბურთელის ხელფასზე მხარეებს შორის მოთხოვნასა და კლუბის შეთავაზებას შორის დიდი სხვაობაა: „კვარაცხელიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ქართველმა პსჟ-ის შეთავაზებული წლიური 11 მილიონი ევროს გასამრჯელოს შემდეგ, თამასა მაღლა ასწია და 8 მილიონსაც კი ითხოვს. თავის მხრივ ნეაპოლური კლუბი ხელშეკრულების 2029 წლამდე […]

“F-16 გამანადგურებლები უკვე გზაშია და უკრაინის ცაში იფრენენ ამ ზაფხულს” – ბლინკენი

F-16 ტიპის გამანადგურებლები უკვე გზაშია და უკრაინის ცაში იფრენენ უკვე ამ ზაფხულს”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ვაშინგტონში, NATO-ს სამიტის ფარგლებში საუბრობს. თქვენ მოისმინეთ პრეზიდენტ ბაიდენის გუშინდელი გამოსვლა, სადაც მან ისაუბრა იმ სამუშაოზე, რომელიც ჩვენ და ჩვენმა მოკავშირეებმა გავწიეთ, რათა უკრაინისთვის მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა მიგვეწოდებინა. კონკრტულად პეტრიოტები, მაგრამ ასევე […]

„ქართულ კომპანიებში განათლების დონე კვლავ გამოწვევად რჩება“ – ალექსანდრე მარგიშვილი

ქართულ კომპანიებში განათლების, ცოდნის დონე კვლავ გამოწვევად რჩება. ბევრ კომპანიას მიაჩნია, რომ მზად არ არიან ფასიანი ქაღალდები გამოუშვან და ვერც ვერასდროს იქნებიან, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, ამის შესახებ „ქუდოს ჯორჯიას“ მმართველმა პარტნიორმა ალექსანდრე მარგიშვილი გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა. „პოზიტიური ცვლილებები შეიმჩნევა. მათ შორის, სავალო ფასიანი ინსტრუმენტები უკვე ძალიან კარგი ტემპით იზრდება. ეს მიუთითებს იმაზე, რომ როგორც […]

პრეზიდენტმა მტკვარში ადამიანის გადარჩენისას გამოვლენილი მამაცობისათვის მალხაზ პარკაძე „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა 2024 წლის 27 ივნისს, თბილისში, მდინარე მტკვარში ადამიანის გადარჩენისას გამოვლენილი სამაგალითო თანადგომისათვის, განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული მამაცობისათვის მალხაზ პარკაძე „სამოქალაქო თავდადების“ მედლით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პრეზიდენტმა მალხაზ პარკაძე ორბელიანების სასახლეში პირადად დააჯილდოვა და სახელმწიფო ჯილდოს მიღება მიულოცა. ,,ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ის, რაც თქვენ გააკეთეთ […]

არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულ ბიძას 15-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და 13 წლის გოგოს გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული 40 წლამდე მამაკაცი დამნაშავედ სცნო. მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. “სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში მდებარე ფერმაში, 13 წლის არასრულწლოვანი გააუპატიურა. დაკავებულს ბრალდება 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვანის გაუპატიურება ჩადენილი ძალადობით) წარედგინა. […]