ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია – მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან

მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან, – ამის შესახებ ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაშია ნათქვამი. „რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომზე ერთპიროვნული პასუხისმგებლობა ეკისრება, რაც საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაერო-ს წესდების უხეში დარღვევაა. რუსული ძალებისა და ოფიციალური პირების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევა, ომის დანაშაულები და საერთაშორისო სამართლის სხვა დარღვევები არ შეიძლება დაუსჯელი დარჩეს. ათასობით […]
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მონაწილე სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებმა ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია გამოაქვეყნეს

ვაშინგტონში ნატოს სამიტი გრძელდება. ალიანსის ლიდერები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 75 წლის იუბილეს აღნიშნავენ. შეხვედრების მეორე დღეს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მონაწილე სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებმა ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია გამოაქვეყნეს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ნატო სრულად უჭერს მხარს უკრაინის უფლებას, აირჩიოს უსაფრთხოების საკუთარი ზომები და გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი. ამასთან, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ უკრაინა სულ უფრო მეტად თავსებადია და პოლიტიკურად ინტეგრირებული […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 ივლისს, 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისში სოფელ დიღომში მიხეილ მესხის, დავით აღმაშენებლის, გიორგი ბრწყინვალეს, დიდგორის და მიმდებარე ქუჩებზე; 10:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ქვეშეთი, მლეთა, სალაჯური, ყველანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ გლდანში აღმაშენებლის, სტალინის, ყაზბეგის, […]
აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვა და მისი გავლენა სამხედრო თანამშრომლობაზე

განუსაზღვრელი ვადით გადადებული წვრთნები – აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვის დაწყების შემდეგ ეს პენტაგონის პირველი ოფიციალური ნაბიჯია, რომელიც ქვეყანასთან სამხედრო პარტნიორობას ეხება და პირდაპირ მიუთითებს, რომ მიზეზი მმართველი გუნდის ანტიდასავლური განცხადებები და მისი ყალბი ბრალდებებია.
ბაიდენი: “უკრაინას შეუძლია და ის გააჩერებს პუტინს” – ნატოს სამიტი გრძელდება

“ხიდი უკრაინის ნატოში წევრობისთვის” – ასე აფასებენ ნატოს მაღალჩინოსნები იმას, რასაც კიევი ალიანსის საიუბილეო სამიტზე მიიღებს. ეს გულისხმობს ხანგრძლივ და პროგნოზირებად მხარდაჭერას, საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სამხედრო დახმარების კოორდინირებას ნატოს მანდატით, რათა იარაღის მიწოდება აღარ შეფერხდეს.
რაუფოღლუ: MEGOBARI Act-ს დიდი ალბათობით მიიღებენ, ამას კონგრესში წყაროები მეუბნებიან

ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტის, ალექს რაუფოღლუს ინფორმაციით, MEGOBARI Act-ს “დიდი ალბათობით მიიღებენ”. როგორც ჟურნალისტი წერს, კომიტეტის სრული კენჭისყრა დღეს არის მოსალოდნელი. “საქართველოს მისამართით სანქციების შესახებ კანონპროექტი (ასევე ცნობილი როგორც MEGOBARI Act) წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტზე კარგად წარდგა. კომიტეტის სრული კენჭისყრა დღეს არის მოსალოდნელი. “დიდი ალბათობით კომიტეტი მას მიიღებს”, – ამას კონგრესში არსებული წყაროები მიდასტურებენ”, – […]
„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამხელა კომპანია გახდებოდა“ – სად და როგორ დაიწყო „ავერსის“ წარმატების ისტორია?

ფარმაცევტული კომპანია „ავერსი“ მიმდინარე წლის 14 ნოემბერს 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. 1994 წელს დაფუძნებული მედიკამენტების იმპორტიორი კომპანია, წლების განმავლობაში, თანაბარზომიერი განვითარებით, სამედიცინო სფეროში არამხოლოდ მედიკამენტების იმპორტისა და დისტრიბუციის მიმართულებით, არამედ ადგილობრივად ჯენერიკული დასახელების მედიკამენტების მწარმოებელ და სამედიცინო სერვისების მიმწოდებელ ერთ-ერთ მსხვილ ჯგუფად იქცა. დაარსებიდან 30 წლის შემდეგ კომპანია 10 000-ზე მეტი დასაქმებულით და ბიუჯეტში შეტანილი […]
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის შესარჩევი კომისია დღეს კანდიდატებთან გასაუბრებას გამართავს

დღეს, 10:00 საათზე, ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შექმნილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატურის შესარჩევი კომისია კონკურსში მონაწილეებთან გასაუბრებას გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, კომისია გასაუბრებას გამართავს: გიორგი ბურჯანაძესთან, დიმიტრი გაბუნიასთან, მანუჩარ კაკოჩაშვილთან, კახა წიქარიშვილთან და თამარ ალფაიძესთან. გასაუბრება და კონკურსანტების შეფასება მოხდება კომისიის მიერ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით. „გასაუბრების პროცესის პირდაპირი […]
მოსკოვის მერი აცხადებს, რომ დედაქალაქზე დრონით შეტევა აღკვეთეს

რუსეთის ხელისუფლება ირწმუნება, რომ მოგერიებულია უპილოტო საფრენი აპარატებით „კიევის რეჟიმის“ მორიგი შეტევის მცდელობა, მათ შორის დედაქალაქ მოსკოვზე. მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა დღეს, 11 ივლისს დილით, ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვის ოლქის ქალაქ სტუპინოში მოიგერიეს დრონი, რომელიც რუსეთის დედაქალაქისკენ მიფრინავდა. სობიანინის თანახმად, უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოცვენას, წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი და ნგრევა არ […]
ბრაჟე: “ველით საქართველოსგან, რომ რაღაც ეტაპზე მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რაც მის ხალხს სურს”

ვაშინგტონი ნატოს საიუბილეო სამიტს მასპინძლობს, უკრაინა და მისი დახმარების გაზრდა სამიტის ლიდერების ერთ-ერთი უმთავრესი განსახილველი საკითხია. ბალტიისპირეთის სახელმწიფოები, რომლებიც წლების განმავლობაში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების მტკიცე მხარდამჭერები იყვნენ, მოუწოდებენ მოკავშირეებს, მოუხსნან კიევს ყველანაირი შეზღუდვა დასავლური იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე საპასუხო იერიშების თაობაზე. “ამერიკის ხმა” ბაიბა ბრაჟეს, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა, რომელიც საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზეც მსჯელობს […]