აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უზრა ზეია თბილისშია

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უზრა ზეია თბილისშია. შესაბამისი ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა X-ის საკუტარ გვერდზე გამოაქვეყნდა. ის თბილისში გადაღებულ ფოტოებსაც ავრცელებს. “ჩამოვედი თბილისში, რათა ხაზგასმით აღვნიშნოთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქართველი ხალხის მიმართ, მათ შორის მათი [ხალხის] თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების ჩათვლით. ამერიკა […]

Bloomberg: ორბანი ტრამპს შეხვდება

უნგრეთის პრემირ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც ვაშინგტონში იმყოფება და ნატოს სამიტში მონაწილეობს, 11 ივლისს, სამიტის დასრულების შემდეგ ფლორიდაში გაემგზავრება და შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი იუწყება ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. შეხვედრა საკურორტო ქალაქ პალმ-ბიჩში, ტრამპის რეზიდენციაში გაიმართება. დონალდ ტრამპს, რომელიც 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატია, არაერთხელ უთქვამს, რომ […]

ფლორენს ბაუერი – დემოგრაფიულ ცვლილებასთან გამკლავების საუკეთესო გზა არის ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ადამიანებს საკუთარი მომავლისა და ოჯახის მიმართ მტკიცე რწმენას გაუჩენს

11 ივლისი მსოფლიო მოსახლეობის დღეა. აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ ტენდენციებზე და დემოგრაფიულ ცვლილებასთან გამკლავების კონკრეტული გზებზე გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორი ფლორენს ბაუერი საუბრობს. – აღმოსავლეთ ევროპა ხშირად მოიხსენიება როგორც რეგიონი, რომელიც დემოგრაფიული კრიზისის წინაშე დგას. ეს სიმართლეა? – აღმოსავლეთ ევროპაში დაფიქსირებული ტენდენციები, როგორიცაა შობადობის დაბალი მაჩვენებლები და მოსახლეობის […]

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით „ისკანდერ-მ“ ტიპის 2 ბალისტიკური რაკეტა და Shahed-131/136 ტიპის 6 დრონი გაუშვეს. რუსულმა ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქის ტერიტორიიდან გაშვებული რაკეტებით სუმის ოლქს დაარტყეს. საბრძოლო მოქმედებების შედეგად, უკრაინელებმა დრონები ნიკოლაევის, ხმელნიცკის, ლვოვისა და ივანო-ფრანკოვსკის ოლქებში ჩამოაგდეს.

ლუკ კოფი – საქართველოს ნატო-ს მისწრაფებების ნებისმიერი ხსენება ალიანსის დეკლარაციიდან ამოღებული იქნა – ბუქარესტის შემდეგ გაწეული მძიმე შრომა „რუსული კანონის“ წყალობით წყალში ჩაიყარა

საქართველოს ნატო-ს მისწრაფებების ნებისმიერი ხსენება ნატო-ს დეკლარაციიდან ამოღებული იქნა, – ასე ეხმაურება ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, ლუკ კოფი ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციას. „საქართველოს ნატო-ს მისწრაფებების ნებისმიერი ხსენება ნატო-ს დეკლარაციიდან ამოღებული იქნა. 2008 წელს ბუქარესტის შემდეგ გაწეული მთელი მძიმე შრომა „რუსული კანონის“ წყალობით წყალში ჩაიყარა. იმის ნათელი, ტრაგიკული და უდავო მტკიცებულებაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროატლანტიკური […]

ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია – ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის უფლებას აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი – უკრაინის მომავალი ნატოშია

ვაშინგტონში ნატოს სამიტი გრძელდება. ალიანსის ლიდერები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 75 წლის იუბილეს აღნიშნავენ. შეხვედრების მეორე დღეს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მონაწილე სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებმა ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია გამოაქვეყნეს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ნატო სრულად უჭერს მხარს უკრაინის უფლებას, აირჩიოს უსაფრთხოების საკუთარი ზომები და გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი. ამასთან, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ უკრაინა სულ უფრო მეტად თავსებადია და პოლიტიკურად ინტეგრირებული […]

მსოფლიო მოსახლეობის დღეზე, გაეროს მოსახლეობის ფონდი აღმოსავლეთ ევროპაში დემოგრაფიულ ცვლილებასთან გამკლავების მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას უსვამს ხაზს

მოსახლეობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულმა ოფისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა, იმ დემოგრაფიულ ცვლილებაზე რეაგირება, რომლის წინაშეც რეგიონის ქვეყნები დგანან, ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებსა და ადამიანის უფლებებს. „რეგიონის მასშტაბით, დემოგრაფიული ცვლილების განხილვისას, ჯერ კიდევ დომინირებს მცდარი წარმოდგენები და შფოთვა”, – განაცხადა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და […]

დღეს თბილისში ელექტროენერგია შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 11 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. მთაწმინდის და კრწანისის რაიონები გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას (ნაწილობრივ) მოსახლეობას. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. ჩუღურეთის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლამის, პეტრე ბაგრატიონის, […]

ქართული პრესის მიმოხილვა 11.07.2024

რა გზავნილები მიიღო თბილისმა ნატოს საიუბილეო სამიტზე და როგორ გაგრძელდება ალიანსისა და საქართველოს ურთიერთობა “რას გადაწყვეტს საბოლოოდ “ლელო” და გახარიას “საქართველოსთვის” – ციებ-ცხელება პოლიტიკური ცენტრების ჩამოყალიბებაზე დასავლეთის მტკიცე გადაწყვეტილება – უკრაინა 5 “პატრიოტს” და ტაქტიკური თავდაცვის ათეულობით სისტემას მიიღებს * * * რა გზავნილები მიიღო თბილისმა ნატოს საიუბილეო სამიტზე და როგორ გაგრძელდება ალიანსისა და საქართველოს […]

BBC – ისრაელის შეიარაღებული ძალები ქალაქ ღაზის მოსახლეობას მოუწოდებენ დასახლება დატოვონ და რეგიონის ცენტრალურ ნაწილში გადავიდნენ

ღაზის სექტორში საომარი მოქმედებები გრძელდება. ისრაელის შეიარაღებული ძალები ქალაქ ღაზის მოსახლეობას მოუწოდებენ დასახლება დატოვონ და რეგიონის ცენტრალურ ნაწილში გადავიდნენ. როგორც BBC წერს, გადასახლება 250 000-ზე მეტ ადამიანს ემუქრება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებით, ისრაელის მოწოდება შემაშფოთებელია, რადგან ის ათასობით ადამიანს საცხოვრებლის დატოვებისა და თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებს. ევაკუაციის მოწოდებას ეხმაურება „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერი ჰოსამ ბასდრანი. მისი თქმით, […]