ლუკ კოფი – საქართველოს ნატო-ს მისწრაფებების ნებისმიერი ხსენება ალიანსის დეკლარაციიდან ამოღებულია – ბუქარესტის შემდეგ გაწეული მძიმე შრომა „რუსული კანონის“ წყალობით წყალში ჩაიყარა

საქართველოს ნატო-ს მისწრაფებების ნებისმიერი ხსენება ნატო-ს დეკლარაციიდან ამოღებული იქნა, – ასე ეხმაურება ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, ლუკ კოფი ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციას. „საქართველოს ნატო-ს მისწრაფებების ნებისმიერი ხსენება ნატო-ს დეკლარაციიდან ამოღებული იქნა. 2008 წელს ბუქარესტის შემდეგ გაწეული მთელი მძიმე შრომა „რუსული კანონის“ წყალობით წყალში ჩაიყარა. იმის ნათელი, ტრაგიკული და უდავო მტკიცებულებაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროატლანტიკური […]
იაგო ხვიჩია – ყველაფერი, რაც ახლა ჩვენს თავს ხდება – გაჩერებულია პროგრამები და გადაიხედება სტრატეგიული შეთანხმებები, „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური გადაწყვეტილებების შედეგია – პასუხისმგებლობა მმართველ პარტიაზეა!

ყველაფერი, რაც ახლა ჩვენს თავს ხდება – გაჩერებულია პროგრამები და გადაიხედება სტრატეგიული შეთანხმებები, ეს „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური გადაწყვეტილებების შედეგია, – ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციის შეფასებისას განაცხადა. მისი შეფასებით, პასუხისმგებლობა ცალსახად მმართველ პარტიას ეკისრება. “პასუხისმგებლობა ცალსახად მმართველ პარტიაზეა. ყველაფერი, რაც ახლა ჩვენს თავს ხდება – გაჩერებულია პროგრამები, გადაიხედება […]
გრიგოლ გეგელია – რუსეთის მსახური ხელისუფლების გამო, საქართველოს ევროკავშირის გარდა, ნატო-ს კარიც დაეხურა – ბუქარესტის სამიტის შემდეგ, პირველად, ნატო-ს სამიტის დეკლარაცია აღარ ახსენებს, რომ საქართველო მიიღებს MAP-ს და გახდება ალიანსის წევრი

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს უკვე დააკარგვინა ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, „ღირსეული პარტნიორის” მრავალეროვნული საწვრთნელი პროგრამა, ევროკავშირის თავდაცვის დაფინანსება და NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივა. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება შეუთავსებელია მშვიდობის და განვითარების პოლიტიკასთან საქართველოში. „რუსეთის მსახური ხელისუფლების გამო, საქართველოს ევროკავშირის გარდა, NATO-ს კარიც დაეხურა. 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ, ისტორიაში პირველად, NATO-ს […]
თინა ბოკუჩავა – ივანიშვილის იზოლაციონისტური პოლიტიკის გამო, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხი ამოღებულია, ასევე გაყინულია ევროკავშირში გაწევრიანებაც – ერთადერთი გამოსავალი არჩევნებში ერთიანობით გამარჯვებაა

ბიძინა ივანიშვილის იზოლაციონისტური პოლიტიკის გამო, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხი ამოღებულია, ასევე გაყინულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი. ერთადერთი გამოსავალი კი, რომ დავაბრუნოთ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, არის – ერთიანობით გავიმარჯვოთ არჩევნებში! დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეები 26 ოქტომბერს არჩევანს სწორედ ერთიანობაზე გააკეთებენ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები […]
დიმიტრი გაბუნია – იუსტიციის უმაღლესი საბჭო, როგორც მონსტრი, მისთვის სასურველ მოსამართლეებს, რომლებიც ჰყავთ დამორჩილებული და დამონებული, აწერს კონკრეტულ საქმეებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი დიმიტრი გაბუნია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს „მონსტრს“ უწოდებს და აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონკრეტულ, კრიტიკულ საქმეებს განსახილველად მისთვის სასურველ მოსამართლეებს აწერს. როგორც გაბუნიამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის შესარჩევ კომისიასთან გასაუბრებაზე, კომისიის წევრის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, იუსტიციის საბჭოს საქმეების ელექტრონული განაწილება უნდა ჩამოშორდეს. „მე რომ ვყოფილიყავი მოსამართლე ამ განწყობით და […]
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია არასამთავრობო სექტორს ხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია არასამთავრობო სექტორს ხვდება. შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში მიმდინარეობს. როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა, თამარ ონიანმა აღნიშნა, შეხვედრაზე ისაუბრებენ იმ მდგომარეობაზე, რაც „რუსული კანონის” ინიცირებიდან დღემდეა საქართველოშია. „ვისაუბრებთ, რა გავლენას ახდენს ეს პროცესები ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხზე, ადამიანის უფლებებზე. ამ მხრივ, ჩვენ ცხადად ვხედავთ, იმ მისწრაფებებს, თუ როგორ უარესდება ყოველდღიურად […]
სასამართლოში, ალეკო ელისაშვილის მიერ პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის საქმეზე, პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარტია “მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ელისაშვილის ადვოკატის, გიორგი რაქვიაშვილის განცხადებით, სასამართლო არ იხილავს იმ საქმეს, რომელიც ეხება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქციებზე ელისაშვილის ცემის ფაქტს, არამედ პირიქით, მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებულ კანონდარღვევას ედავებიან. „ისინი ამბობენ, რომ არსებობს კადრები, სადაც ჩანს, რომ ალეკო […]
უკრაინამ უცხოური გემი დააკავა, რომელიც დროებით ოკუპირებული ყირიმიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტს ახორციელებდა

უკრაინამ უცხოური გემი დააკავა, რომელიც დროებით ოკუპირებული ყირიმიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტს ახორციელებდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, კამერუნის დროშის ქვეშ მცურავი გემი ოდესის ოლქის რენის პორტის წყლებში გასულ კვირას დააკავეს. „გემზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად გემის დოკუმენტაცია, AIS სისტემა, კომპიუტერი და სევასტოპოლის საზღვაო სავაჭრო პორტის საოკუპაციო ადმინისტრაციის მიერ გაცემული […]
საპროკურორო საბჭომ გენპროკურორობის კანდიდატად გიორგი გაბიტაშვილი შეარჩია

გენერალური პროკურორობის კანდიდატად პარლამენტს გენერალური პროკურორის მოქმედი მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილი წარედგინება. გაბიტაშვილი ამ დრომდე გენპროკურორის მოადგილის პოსტს იკავებდა. მას ამ თანამდებობაზე სულ 11 წელი აქვს გატარებული. იქამდე კი: · 2005-2007 წლებში იყო სტაჟიორი თბილისისა და მცხეთის პროკურატურებში; · 2007-2010 წლებში – ხელმძღვანელობდა შსს-ს ჩატარებულ გამოძიებებს ზედამხედველი პროკურორი; · 2010-2011 წლებში გორის რაიონული პროკურორი; · 2011-2013 […]
ნასრალა: თუ ჰამასი ისრაელთან შეთანხმებას მიაღწევს, ჰეზბოლა თავდასხმებს შეწყვეტს

10 ივლისს ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლას ლიდერმა ჰასან ნასრალამ თქვა, რომ თუ ჰამასი ისრაელთან შეთანხმებას მიაღწევს, ისრაელის ჩრდილოეთის ფრონტზე თავდასხმებს ჰეზბოლაც შეაჩერებს. მისი თქმით, ამ მოლაპარაკებებში ჰამასი არა მხოლოდ თავის თავს, არამედ მთლიანად პროირანულ წინააღმდეგობის ღერძს წარმოადგენს. “ყველა მიიღებს იმას, რასაც ჰამასი დათანხმდება. ჩვენ მათ არ ვთხოვთ, რომ [მოლაპარაკებების დროს] ჩვენთან იყვნენ კოორდინირებული, რადგან ეს პირველ […]