გენერალური პროკურორის კანდიდატად გიორგი გაბიტაშვილი შეარჩიეს

საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილებით, გენერალური პროკურორის კანდიდატად პარლამენტს გიორგი გაბიტაშვილი წარედგინება. გიორგი გაბიტაშვილი გენერალური პროკურორის მოქმედი მოადგილეა. გენერალური პროკურორობის კანდიდატის შესარჩევად საპროკურორო საბჭომ კენჭისყრა დღეს, 11 ივლისს, ჩაატარა. საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე კენჭი ეყარა სამ კანდიდატს: გიორგი გაბიტაშვილს, დარეჯან ბუცხრიკიძეს და ვიქტორ ახალბედაშვილს. ბუცხრიკიძის და ახალბედაშვილის კანდიდატურას მხარი არავინ დაუჭირა, ხოლო გაბიტაშვილმა 11 ხმა მიიღო.

ათობით მილიონი დოლარი, თუ ევრო, რომელსაც საქართველო იღებდა მრავალი წლის განმავლობაში, უკვე შეჩერდა და გაიყინა – თინა ბოკუჩავა

პოლიტიკური დისკუსია გრძელდება გერმანიის ელჩის განცხადებაზე, რომლის თქმითაც, გერმანია საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვას აწარმოებს, ოფიციალური ბერლინი კი, ამჟამად, ქვეყანასთან ახალ ფინანსურ ვალდებულებებს არ აიღებს. საელჩოს ინფორმაციით, ბოლო 32 წელიწადში, გერმანიის მთავრობის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილია მილიარდ-ნახევარი ევრო, რაც წელიწადში, საშუალოდ, 46 მილიონია. საელჩოს ინფორმაციით, გაწეული დახმარება, უმეტესად, სესხის სახით და კაპიტალის ბაზრისთვის გამოყოფილ სახსრებში გამოიხატა. “ნაციონალური მოძრაობის” […]

“ნაპოლიმ” პსჟ-ს ოსიმენისა და კვარაცხელიას თაობაზე პასუხი შეუთვალა

რამდენიმე დღის წინ ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო ბარჯიჯამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ “პარი სენ ჟერმენმა” “ნაპოლის” “კვარასა” და ოსიმენის სანაცვლოდ 200 მილიონი ევრო შესთავაზა. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა აღნიშნული წინადადება იუარა. გამოცემა ირწმუნება, რომ “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე “კვარას” ხელშეუხებელ ფეხბურთელად მიიჩნევს, ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერი კი სრულიად შესაძლებელია, […]

პუტინთან და სი ძინფინგთან გამართული შეხვედრების შემდეგ, ორბანი ტრამპს ეწვევა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, 11 ივლისს, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უნგრეთის პრემიერმინისტრთან, ვიქტორ ორბანთან ფლორიდაში შეხვედრას გამართავს. წინა კვირას ორბანი ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩავიდა, ხოლო მოგვიანებით მან პეკინში ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგთან შეხვედრა გამართა. გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, ვაშინგტონში მიმდინარე NATO-ს სამიტის დასრულების შემდეგ, ორბანი ტრამპს მარ-ა-ლაგოს რეზორტზე ეწვევა. Bloomberg-ის ცნობით, ერთ-ერთმა პირმა, რომელიც […]

ილია დარჩიაშვილი ვაშინგტონში ჯონ ბასს შეხვდა

ნატოს ვაშინგტონის სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ჯონ ბასს შეხვდა. შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურებიან მხარეები. ილია დარჩიაშვილი წერს, რომ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და რომ საქართველო ერთგულია ევროატლანტიკური ინტეგრაციის. “ძალიან საინტერესო აზრთა მიმოცვლა მქონდა ჯონ ბასთან. ვინაიდან ჩვენს ქვეყნებს საერთო ღირებულებები და პრინციპები აქვთ, […]

კობახიძე 2025 წელს ქართული საზოგადოების „ლიბერალური ფაშიზმისგან“ გათავისუფლებას აანონსებს

დღეს, 11 ივლისს, მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარე მთავრობის სხდომის დაწყებისას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართული საზოგადოების „ლიბერალური ფაშიზმისგან“ გათავისუფლება დააანონსა. მისი განცხადებით, 26 ოქტომბერს დამარცხდება „ლიბერალური ფაშიზმი“ საქართველოში, ხოლო 2025 წელი უნდა იყოს „ლიბერალური ფაშიზმისგან“ ქართული საზოგადოების, ქართული სახელმწიფოს, ქართული პოლიტიკის სრულად გათავისუფლების წელიწადი. კობახიძე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში 9 ივლისს გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ ჯანდაცვის მინისტრს, […]

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 3 მილიონი ვიზიტორი იმყოფებოდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წლის I-II კვარტალში საქართველოში 3,021,067 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +5.6%-ია. იანვარ-ივნისის პერიოდში ქვეყანაში 2,123,816 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ზრდა +10%-ია. 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 1,720,516 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ზრდა +4.2%-ია. აპრილ-ივნისის პერიოდში საქართველოში 1,185,172 საერთაშორისო ტურისტული […]

26 ოქტომბერს დამარცხდება ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში – პრემიერი

მინდა გამოვეხმაურო მორიგ ლიბერალურ-ფაშისტურ პატარა გამოხტომას, რომელიც განხორციელდა ჩვენი კოლეგის მიხეილ სარჯველაძის მიმართ – 2024 წელი იქნება ლიბერალური ფაშიზმის დამარცხების წელი. 26 ოქტომბერს დამარცხდება ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრ მიხელ სარჯველაძესთან დაკავშირებულ ინციდენტს, სადაც ჯანდაცვის მინისტრს ქუჩაში მოქალაქემ “მონა” და “ბიძინას რუსი” ეძახა. […]

5 უნარი, რომელიც მომავალ STEM ოლიმპიადაში გამოგადგება – ფინალისტი გუნდის რეკომენდაციები

საქართველოში ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის ფინალი დასრულდა. STEM ოლიმპიადა საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ინიციატივით გაიმართა, რომლის მიზანიც ქვეყნის მასშტაბით მომავლის პროფესიების პოპულარიზებაა. პირველ, თეორიულ ტურში 200-მდე სკოლის გუნდი ჩაერთო, რომელთაგანაც თითოეულმა ტესტირება სკოლის ტრადიციულ საგნებში – ფიზიკაში, მათემატიკასა და ინფორმატიკაში გაიარა. მათ შორის ფინალში გადასვლა კი საუკეთესო ათეულმა მოახერხა. ფინალურ, პრაქტიკულ ტურში მონაწილეებმა ინჟინრული […]

ბექა ლილუაშვილი ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაზე – საქართველოსთან მიმართებით პერსპექტივასთან დაკავშირებულ კომუნიკეში არანაირი ჩანაწერი არ არის, რაც უმძიმეს მოცემულობას ქმნის

საქართველოსთან მიმართებით პერსპექტივასთან დაკავშირებულ კომუნიკეში არანაირი ჩანაწერი არ არის, რაც უმძიმეს მოცემულობას ქმნის, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, კომუნიკეში ამ ჩანაწერის ამოღება, ევროკავშირის გაწევრიანების კონტექსტში პროცესის გაყინვა, აშშ-სთან ურთიერთობების გადახედვა, ის უძრაობაა, რომელიც საქართველოში “ქართულმა ოცნებამ” შექმნა. „ბოლო 16 წლის განმავლობაში ყველა კომუნიკეში […]