სენატმა თავდაცვის ეროვნული ავტორიზაციის აქტს მხარი დაუჭირა

ამერიკის სენატმა ორშაბათს დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი 895 მილიარდი დოლარის ოდენობის საკანონმდებლო პაკეტს, რაც პენტაგონის მომავალი წლის ბიუჯეტს უზრუნველყოფს. ის რამდენიმე დღეში, სავარაუდოდ, უკვე მზად იქნება იმისთვის, რომ პრეზიდენტმა მას ხელი მოაწეროს. “თავდაცვის ეროვნული ავტორიზაციის აქტს” მხარი 83-მა სენატორმა დაუჭირა, 12-მა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა. მის დამტკიცებას 60 ხმაც ეყოფოდა. ამერიკის კონგრესის ზედა პალატა […]
ვეფხია კასრაძემ შიმშილობა გამოაცხადა

ვეფხია კასრაძემ, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებითაა დაკავებული, შიმშილობა გამოაცხადა. ამის შესახებ ადვოკატი, კახა კოჟორიძე წერს. „შიმშილობა დაიწყო ვეფხია კასრაძემ, ციხეში შევხვდი. მითხრა, რომ პატიმრად კი არა, ტყვედ მიიჩნევს თავს. ვეფხიას ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზება. პროცესზე პროკურორს ვკითხე: დამისახელეთ ერთი პირი, ვისი ძალადობრივი ქმედებაც ვეფხიამ დააორგანიზა. პასუხი არ არის! მერე კიდევ ვკითხე: ვეფხიას მიერ […]
„სახელმწიფო დგას ბიზნესზე და ბიზნესის არმოსმენა დანაშაულია“ – “ზოდი”

„ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმესთან დაპირისპირება, ამით ვერცერთი მხარე ვერ მოიგებს. კარგია რომ ბიზნესმა ლაპარაკი დავიწყეთ და ახლა მთავარია მოგვისმინონ,“ – ეს განცხადება გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ “ზოდის” აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დვალიძემ გააკეთა. მისი თქმით, მთავრობას უნდა ესმოდეს ბიზნესის ხმა განურჩევლად ზომისა და სეგმენტისა, ეს ხმა კი პროცესების დროულ დეესკალაციას ითხოვს, რაშიც ვადამდელი არჩევნების ჩატარება […]
ქოჩორაშვილი თავის გუნდში საუკეთესო იყო – “ლევანტემ” ისევ ფრედ ითამაშა

სეგუნდა დივიზიონის მეოცე ტურში „ლევანტე“ გასვლაზე „ალბასეტეს“ დაუზავდა – 0:0. სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან თავისი გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო: sofascore 7.8, flashscore 7.6. „ლევანტემ“ ზედიზედ მეორე მატჩი დაასრულა ფრედ, ბოლო სამ დაპირისპირებაში გამარჯვება არ მოუპოვებია, 31 ქულით მეექვსე ადგილზეა და 23 დეკემბერს „უესკას“ უმასპინძლებს. ალბასეტე – ლევანტე 0:0
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დღეისთვის დასრულებულია

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დღეისთვის დასრულდა. ადგილზე აქციის მონაწილეების მცირე ნაწილი რჩება. მოქალაქეები უკვე მე-20 დღეა საკანონმდებლო ორგანოსთან იკრიბებიან. დღევანდელ აქციას შეუერთდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომელთა შორის იყვნენ: სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლები, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ლექტორები და ისტორიკოსები. ინფორმაციისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 […]
გიორგი ვაშაძე – იდენტიფიცირებული გვყავს დამნაშავე, ნივთმტკიცებაც ამოღებულია, რითაც თავს დამესხა – საათ-ნახევარია, ველოდები პოლიციას და არ მოდის, თქვენ მოდით ჩემთანო, სად უნდა მივიდე, რა აზრი აქვს?

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თავდასხმის ფაქტის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე პოლიცია გამოიძახა. მისი თქმით, უკვე საათ-ნახევარია, რაც სამართალდამცველებს მიმართა, თუმცა მათგან მოისმინა, რომ თავად უნდა გამოცხადდეს განყოფილებაში და მომხდარ ფაქტზე შეიტანოს საჩივარი. “იდენტიფიცირებული გვყავს დამნაშავე, სახელი, გვარიც ვიცით, მისამართიც ვიცით უკვე, აგერ ხალხის ჩართულობით ყველაფერი არის იდენტიფიცირებული, ვიდეოზეც დაფიქსირებულია, ნივთმტკიცებაც ამოღებულია, რითაც […]
იტალია და ესპანეთი ირაკლი კობახიძის განცხადებას უარყოფენ

იტალიისა და ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები საქართველოს პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ მათ მხარი დაუჭირეს 16 დეკემბრის საგარეო საქმეთა საბჭოზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის სანქციებს. ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ხუთ ქვეყანას, მათ შორის, იტალიასა და ესპანეთს, მადლობა გადაუხადა “ქართველი ხალხის ინტერესების ევროკავშირის საბჭოზე დაცვისთვის”. იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხში ვკითხულობთ, რომ ისინი გმობენ […]
თქვენ მიერ წახალისებული ოპოზიცია მობილიზებას უწევს მხარდამჭერებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაიდანის სტილში ესკალაციისა და პროვოკაციების მიზნით
საქართველოში, ისევე როგორც რუმინეთში, ევროკავშირი უარყოფს ხალხის არჩევანს. საქართველო იქცა დესტაბილიზაციის სურნელით გაჟღენთილი, ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ უცხოეთიდან ორკესტრირებული მცოცავი აჯანყების თეატრად, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან ევროპარლამენტის წევრებს მიმართა და განაცხადა, რომ ოპოზიცია მაიდანის სტილში ესკალაციას და პროვოკაციებს აწყობს სწორედ ევროპარლამენტარების წახალისებით, თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველო და მისი ინსტიტუციები […]
,, საქართველოს მთავრობის მტკიცებები, არ შეესაბამება სინამდვილეს“ – ესპანეთი კობახიძეს ტყუილში ამხელს

,, საქართველოს მთავრობის მტკიცებები, არ შეესაბამება სინამდვილეს“ – ესპანეთი კობახიძეს ტყუილში ამხელს რუმინეთის და იტალიის შემდეგ ირაკლი კობახიძე ტყუილში ესპანეთმაც ამხილა. მათი თქმით, საქართველოს მთავრობის მტკიცებები, თითქოს ესპანეთმა გუშინდელ საგარეო საქმეთა საბჭოში გარკვეული პოზიცია დაიკავა, არ შეესაბამება სინამდვილეს. საქართველოს მთავრობის მტკიცებები, თითქოს ესპანეთმა გუშინდელ საგარეო საქმეთა საბჭოში გარკვეული პოზიცია დაიკავა, არ შეესაბამება სინამდვილეს. მინისტრ ალბარესის […]
კობახიძის განცხადებას ესპანეთიც უარყოფს

ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რუმინეთისა და იტალიის მსგავსად, გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც უარყოფს ირაკლი კობახიძის სიტყვებს, თითქოს ესპანეთი იყო ერთ-ერთი იმ ხუთ ქვეყანას შორის, ვინც მხარი არ დაუჭირა სანქციებს. „ესპანეთმა ძალიან ნათლად გამოხატა შეშფოთება საქართველოში სამოქალაქო უფლებების შესახებ და სავარაუდო სადეზინფორმაციო კამპანიებზე. ჩვენ სრულად დავუჭირეთ მხარი გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებებს. დეზინფორმაცია საფრთხეა ჩვენი დემოკრატიებისთვის და მას ყოველთვის […]