თქვენ მიერ წახალისებული ოპოზიცია მობილიზებას უწევს მხარდამჭერებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაიდანის სტილში ესკალაციისა და პროვოკაციების მიზნით

საქართველოში, ისევე როგორც რუმინეთში, ევროკავშირი უარყოფს ხალხის არჩევანს. საქართველო იქცა დესტაბილიზაციის სურნელით გაჟღენთილი, ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ უცხოეთიდან ორკესტრირებული მცოცავი აჯანყების თეატრად, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან ევროპარლამენტის წევრებს მიმართა და განაცხადა, რომ ოპოზიცია მაიდანის სტილში ესკალაციას და პროვოკაციებს აწყობს სწორედ ევროპარლამენტარების წახალისებით, თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველო და მისი ინსტიტუციები მტკიცედ დგანან.
„ამას მოწმობს ღამის დემონსტრაციები თბილისის ქუჩებში, სადაც თქვენ მიერ [ევროპარლამენტის] წახალისებული ოპოზიცია მობილიზებას უწევს თავის მხარდამჭერებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ესკალაციისა და მაიდანის სტილში პროვოკაციებისკენ სწრაფვის მიზნით. მიუხედავად ამისა, საქართველო და მისი ინსტიტუციები მტკიცედ დგანან. ისინი წინააღმდეგობას უწევენ იმათ ძალადობას, ვინც არჩევნები წააგო და ახლა ცდილობს თქვენი [ევროპარლამენტის] მხარდაჭერით, ძალაუფლება ხელში ძალით ჩაიგდოს.
„ქართული ოცნების“ გამარჯვება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ცნო და პრეზიდენტი ყაველაშვილი კანონის შესაბამისად აირჩიეს. ხალხს, როგორც საქართველოში, ისე რუმინეთში, აღარ სურს, რომ სუვერენიტეტი წაართვან. ევროკავშირი აცხადებს, რომ არის კეთილდღეობისა და დემოკრატიის გარანტი, მაგრამ საქართველოში ის ახალისებს „სახელმწიფო გადატრიალებას“, რომელიც ამ ქვეყანას ქაოსში ჩაძირვის საფრთხეს უქმნის.“ – განაცხადა ტიერი მარიანიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის – ომი და თავდადება

პრემიერი – შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე