უპრეცედენტო პირობები Renault Captur-ის ახალი ავტომობილის შეძენისას

„რენო“ ცენტრი სპეციალური საზაფხულო აქციის ფარგლებში, მომხმარებლებს Renault Captur-ის ერთიანი გადახდით შეძენისას, 9000 ლარიან ფასდაკლებას სთავაზობს. განსაკუთრებული ფასის გარდა, აქციის ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ავტომობილის ღირებულება გადაანაწილოს სამ წელზე, ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. საზაფხულო შეთავაზება მოიცავს საჩუქრად დაზღვევას სრულ პერიოდზე ან დროზე. „ჩვენ, „რენო“ ცენტრში, მუდმივად ვზრუნავთ მომხმარებლების საჭიროებებსა და საინტერესო აქციების შეთავაზებაზე. ამჯერად, ჩვენს […]

როგორი იქნება „ვარკეთილი მოლი“ და როდის დასრულდება მშენებლობა – პროექტის კორექტირებული ვერსია შეთანხმებულია

ვარკეთილის მეტროსთან გარე ვაჭრობა თბილისის მერიამ 2022 წელს აკრძალა და იქ არსებული კონსტრუქციებისგან ტერიტორიაც გაათავისუფლა. თბილისის მერი კახა კალაძე მაშინ ამბობდა, რომ გარე მოვაჭრეები სპეციალურ სავაჭრო ზონებში იქნებოდნენ გადაყვანილი. მიმდინარე წლის დასაწყისში თბილისის საკრებულოს სხდომაზე, ვარკეთილის მეტროს უკან, ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობაზე იმსჯელეს. პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმა პირველად 2020 წელს დამტკიცდა, თუმცა კომპანია „მეტრო ჰოლდინგმა“ […]

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო ლიტურგია გაიმართება. შეგახსენებთ, რომ დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს მოწაფეთა, მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს. მათ თავმოციქულები ეწოდებათ. წმინდა მოციქული პეტრე წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. […]

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინაში ბირთვული ობიექტების უსაფრთხოების შესახებ რეზოლუცია მიიღო

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო უკრაინის მიერ ინიიცირებული რეზოლუცია უკრაინის ბირთვული ობიექტების, მათ შორის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებისა და დაცვის შესახებ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ში წერს. ზელენსკი ასეთ ნაბიჯს გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემის აღსადგენად მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს. „რეზოლუცია იმეორებს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაციისა და დეოკუპაციის აუცილებლობას იმ ფონზე, […]

ორბანი ტრამპს შეხვდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ფლორიდაში შეხვდა შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, რომელიც რესპუბლიკელების კანდიდატია 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში. ივლისის დასაწყისში ორბანი „სამშვიდობო მისიით“ იმყოფებოდა კიევსა და მოსკოვში, შემდეგ კი მოლაპარაკება გამართა ჩინეთში. ინფორმაცია ტრამპის რეზიდენცია მარ-ა-ლაგოში გამართული შეხვედრის შესახებ ორბანმა 12 ივლისს გაავრცელა სოციალური ქსელით X. მანამდე სააგენტო Bloomberg-ი იუწყებოდა, რომ ვაშინგტონში, ნატოს […]

დღეს თბილისში ელექტროენერგია შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 12 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას (ნაწილობრივ) და დაბა წავკისის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. ჩუღურეთის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უზნაძის ქუჩის მოსახლეობას. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის აგარაკების […]

მიხაილ გალუზინი – სომხეთში ევროკავშირის მისია, შესაძლოა, რუსული ობიექტების შესახებ სადაზვერვო მონაცემებს აგროვებდეს

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი სომხეთში ევროკავშირის მისიის მუშაობას ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროკავშირი რეგიონში რუსეთის, ირანისა და თურქეთის ინტერესებს საზიანოდ ფეხის მოკიდებას ცდილობს. „ჩვენ უარყოფითად ვაფასებთ ევროკავშირის მისიის საქმიანობას სომხეთში, რაც არაერთხელ გვითქვამს. ევროკავშირის ამოცანა აშკარაა – ის ცდილობს ფეხის მოკიდებას რეგიონში სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების ტრადიციული პარტნიორებისა და მეზობლების – რუსეთის, […]

ჯო ბაიდენი – პუტინთან მოლაპარაკებისთვის საფუძვლიანი მიზეზი არ მაქვს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მზად არის ესაუბროს მსოფლიოს ნებისმიერ ლიდერს, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, მაგრამ ამას არ გააკეთებს, თუ რუსეთის ლიდერი ქცევას არ შეიცვლის. „ამჟამად არ მაქვს საფუძვლიანი მიზეზი პუტინთან მოლაპარაკებისთვის. არ არის ბევრი რამ, რისი გაკეთებისთვისაც ის მზად არის, ქცევაში ცვლილების თვალსაზრისით. მაგრამ არ არსებობს მსოფლიო ლიდერი, ვისთან მოლაპარაკებაზეც მზად არ […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ივლისს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. „ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ივლისს 11:00-იდან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ნავდარაანთკარი, კოტორაანთკარი, ბურიანი, გალავანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში ვახუშტი ბატონიშვილის, ვაჟა-ფშაველას, […]

ვაშინგტონში გაფორმდა უკრაინის მხარდამჭერი ახალი დოკუმენტი

რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის მხარდასაჭერად მსოფლიოს 23 ქვეყნის ლიდერებმა, ევროკავშირის ხელმძღვანელებმა და უკრაინის პრეზიდენტმა გააფორმეს ახალი შეთანხმება Ukraine Compact. დოკუმენტს ხელი მოეწერა ვაშინგტონში, ნატოს სამიტზე, რომელმაც მუშაობა 11 ივლისს დაასრულა. Ukraine Compact-ის მიზანია კოლექტიური ძალისხმევის დაჩქარება უსაფრთხოების სფეროში უკრაინის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ხელმომწერი სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ განაგრძონ უკრაინის დახმარება თანამედროვე სამხედრო ტექნიკით, უკრაინის თავდაცვის ძალების მომზადება […]