ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური – ევროკავშირის ვალდებულება იდგეს ქართველი ხალხის გვერდით და გააძლიეროს საქართველოს უსაფრთხოება ურყევი რჩება

ევროკავშირის ვალდებულება, იდგეს ქართველი ხალხის გვერდით და გააძლიეროს საქართველოს უსაფრთხოება, ურყევი რჩება. გავაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური (EEAS) სოციალურ ქსელ X-ზე წერს, სადაც საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოს უსაფრთხოებას. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მხარს უჭერს ზოგად უსაფრთხოებას საქართველოში 2008 წლიდან. სათავო […]

სასამართლოში, ლილოში მოკლული 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ლილოში მოკლული 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება მკვლელობაში ბრალდებული ოთარ ცინდელიანი. ის საქმეში განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის არის ბრალდებული. დღევანდელი პროცესი პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. სხდომაზე მოწმის სახით იკითხებიან მოკლული ქეთევან ჯავახიშვილის არასრულწლოვანი და, ფსიქიატრი და ექსპერტი. ბრალდების მხარემ მტკიცებულების სახით წარმოადგინა ფოტომასალა, რომელიც გადაღებულია, როგორც ლილოში, შემთხვევის ადგილზე, […]

შალვა პაპუაშვილი – მქონდა მოლოდინი, ევროპელი ელჩებისგან მოვისმენდი დაპირებას, რომ მათი ქვეყნიდან შემოსული თანხა გამჭვირვალე იქნებოდა, ამის ნაცვლად, გვესმის რაღაც გაბრაზებული კომენტარები – ყველა დაუბრუნდეს ჩვენს საერთო ღირებულებებს

მქონდა მოლოდინი, რომ ევროპელი ელჩებისგან მოვისმენდი დაპირებას, რომ გამჭვირვალე იქნება მათი ქვეყნიდან შემოსული თანხა და ქართველ ხალხს ეტყვიან, თანხას ვის აძლევენ, რამდენს და რისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მას აქვს ერთადერთი მოწოდება, რომ ყველა დაუბრუნდეს საერთო ღირებულებებს, რომელსაც ვიზიარებთ გამჭვირვალობის, საჯაროობის და ურთიერთპატივისცემის ღირებულებებს, ამ ღირებულებებით იმოქმედონ, […]

თურქეთის ამოცანაა, გახდეს „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ მუდმივი წევრი – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის ამოცანაა, გახდეს „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ მუდმივი წევრი, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ვაშინგტონში პრესკონფერენციაზე განაცხადა. “ჩვენი მიზანია, გავხდეთ მუდმივი წევრი და არა დამკვირვებელი. თურქეთი უნდა შეუერთდეს შანხაის ხუთეულს, როგორც მუდმივი წევრი. მე განვიხილე ეს საკითხი ბოლო სამიტზე ბატონ პუტინთან, ჩემს ყაზახ კოლეგასთან და ვთხოვე, მხარდაჭერა ამ პროცესში“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ […]

1.5 მლნ ლარის გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულმა პირმა 1 524 223 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ ძირითად გადასახადს თავი განზრახ აარიდა. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც იყო ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი და ფაქტობრივი მფლობელი, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების […]

საქართველო – ბელარუსი | საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე მატჩი თბილისში

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე მატჩს ბელარუსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. 11 ივლისს ირის ანტმანის გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში მატჩის მასპინძელ სტადიონზე, “მიხეილ მესხი 2”-ზე გამართა. მოახლოებული მატჩის შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირის ანტმანმა და თათია გაბუნიამ ისაუბრეს. შეკრების მიმდინარეობის შესახებ კომენტარი გააკეთა 16 წლის დებიუტანმა სოფი ხელაშვილმა, რომელიც აშშ-ში, “ოჰაიო პრემიერში” […]

პარლამენტის აპარატი მომავალი მოწვევის პარლამენტისთვის ახალ ავტომობილებს ყიდულობს

პარლამენტის აპარატი მომავალი მოწვევის პარლამენტისთვის ახალ ავტომობილებს ყიდულობს. როგორც პარლამენტის აპარატი განმარტავს, მის ბალანსზე არსებული ავტომობილები ამორტიზებულია და მათი ჩანაცვლება ჰიბრიდული ავტომობილებით მოხდება. გამოცხადებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 712 230 ლარია, საიდანაც თავად ავტომანქანების ღირებულება დაახლოებით, 5 557 800 ლარს შეადგენს, ხოლო დარჩენილი თანხა – 1 154 430 ლარი წარმოადგენს 5-წლიან საგარანტიო პერიოდზე გათვლილ მომსახურების […]

გიორგი ვაშაძე – სირცხვილისგან „ქართული ოცნების“ სახით, უნდა გავთავისუფლდეთ, ერთიანობით უნდა გავიმარჯვოთ – სირცხვილია, როცა გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ხელს ვერ ართმევს ვერავის

ამ სირცხვილისგან „ქართული ოცნების“ სახით, რომელიც ქვეყანას მართავს, უნდა გავთავისუფლდეთ, ერთიანობით უნდა გავიმარჯვოთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საქართველოსგან ფრანგებიც, ევროპელებიც, გერმანელებიც ელოდებიან ერთიანობას, 26 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა უნდა დადგეს ერთად. „გერმანია, აშშ, ევროკავშირი აჩერებს სრულად დახმარებას. ეს არის უდიდესი დარტყმა და სამწუხარო ფაქტი. არ მგონია, რომ საქართველოში […]

შალვა პაპუაშვილი – „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მათი უცხოური მფარველების კარნახით საარჩევნო აფერა მზადდება – ეს არის მოქალაქეების დაბნეულობის ტაქტიკა

იმდენად ხვდებიან და რცხვენიათ, რომ „ნაცებად“ იწოდებიან, სახელს იცვლიან, რომ რამენაირად დააბნიონ მოქალაქეები და შემთხვევით ვიღაცამ მათ მისცეს ხმა – ეს არის დაბნეულობის ტაქტიკა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პაპუაშვილის თქმით, „ოპოზიციურ ფლანგზე საარჩევნო აფერა მზადდება“. „რასაც ახლა ვუყურებთ, ეს არ არის წინასაარჩევნო კამპანიის მზადება, რაღაც პოლიტიკური იდეოლოგიების მიხედვით დალაგება, შინაარსობრივი […]

შალვა პაპუაშვილი „MEGOBARI“ აქტის მიღებაზე – უცხო ქვეყნებს ჰგონიათ, რომ მათ გავლენა უნდა ჰქონდეთ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებებზე, მაგრამ ჩვენ ასეთი დამოკიდებულება არ გვაქვს

უცხო ქვეყნებს ჰგონიათ, რომ მათ გავლენა უნდა ჰქონდეთ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებებზე, მაგრამ ჩვენ ასეთი დამოკიდებულება არ გვაქვს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აშშ-ს კონგრესის ქვედა პალატის, წარმომადგენელთა პალატის – საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე „MEGOBARI“ აქტის მიღებას. მისი შეფასებით, აქტზე მხარდამჭერთა რაოდენობა მის სისწორეს არ განსაზღვრავს. „მხარდაჭერის რაოდენობა გადაწყვეტილების სისწორეს არ განსაზღვრავს. უცხო […]