ხათუნა ლაგაზიძე – ჩვენი მთავარი მიზანია, 26 ოქტომბერს, არცერთი პროევროპული ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში – მივიდეს საარჩევნო უბნებთან და გადაარჩინოს საქართველოს ევროპული მომავალი

ჩვენი მთავარი მიზანია, რომ 26 ოქტომბერს, არცერთი პროევროპული ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში, არ დაიკარგოს ხმა – არ დარჩება სფერო, რომელსაც არ მოვიცავთ და საიდანაც არ გვეყოლება ევროპის ელჩები, – ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობის „აირჩიე ევროპა“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ხათუნა ლაგაზიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა. ხათუნა ლაგაზიძის თქმით, მოძრაობის ხელშეწყობით სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ავტორიტეტული ადამიანები საქართველოს რეგიონებში […]
ირაკლი კობახიძე – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან საინტერესო საუბარი მქონდა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების დინამიკაზე – ხაზი გავუსვით ორმხრივი პარტნიორობის განახლების და გაუმჯობესების აუცილებლობას

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეიასთან საინტერესო საუბარი მქონდა საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობების დინამიკაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ხაზი გაესვა ორმხრივი პარტნიორობის გაუმჯობესების აუცილებლობას. „ხაზი გავუსვით ჩვენი ორმხრივი პარტნიორობის განახლების და გაუმჯობესების აუცილებლობას, რათა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობით სარგებელი მივიღოთ. ვისაუბრეთ წინასაარჩევნო გარემოზე და […]
„სარფში” 22 300 ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობების უკანონო შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

„სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე, არადეკლარირებული ოქროს ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის 3 ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა: 159,97 გრამი) ნაკეთობები გამოვლინდა. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 22 309,94 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო […]
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ შეხვედრის ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო მომავალი საპარლამენტო არჩევნები და ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო. უწყების განცხადებით, პრემიერმა ამერიკელ მაღალჩინოსანთან საუბარში თქვა, რომ ოქტომბერში უზრუნველყოფილი იქნება თავისუფალი, სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება, ასევე პლურალისტური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საარჩევნო გარემო: “პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის და აღნიშნა, რომ ამ […]
რომელია ქართული სამზარეულოს ყველაზე პოპულარული კერძები?

ქართული სამზარეულო განთქმულია მრავალფეროვნებითა და გამორჩეული გემოებით, რაც მთელი მსოფლიოდან იზიდავს გურმანებს. ქართული სამზარეულოს ყველაზე პოპულარულ კერძებს შორის არის: ხაჭაპური: ცომისა და ყველის კომბინაცია, რომლის 47 ნაირსახეობა არსებობს. საქართველოს ყველა კუთხე მისთვის დამახასიათებელი უნიკალური ფორმისა და შიგთავსის მქონე ხაჭაპურით იწონებს თავს. ყველაზე ცნობილია აჭარული ხაჭაპური, რომელსაც ნავის ფორმა აქვს და მის გულსართში ცხელ ყველთან ერთად, […]
“მამა, ვაჟი და მეუღლე ერთ წამში დაიღუპა, მეორე ვაჟი სიკვდილს ებრძვის… ასეთი ხეობას არ ახსოვს” – მაჩალიკაშვილი

მალხაზ მაჩალიკაშვილი: ეს ნამდვილად გაუსაძლისი ტკივილია, ავტო საგზაო შემთხვევა სამწუხაროდ. ვინ როგორ და რა გზით წარსდგება ღმერთის წინაშე კაციშვილმა არ იცის, და არც ის იცის არავინ ხვალ რა გელოდება, სიკვდილი ყოველ ნაბიჯზეა ჩასაფრებული, ბედისწერას და ღმერთის ნებას ვერავინ გაექცევა, რამდენადაც მდიდარი და ძლიერი არ იყო, რამდენადაც ჯანმრთელი და გაუტეხელი არ იყო ამ და ნებისმიერ ტრაგედიამდე […]
ჩინეთის სამხედრო დელეგაცია ბელარუსში ჩავიდა – დეტალები

ჩინეთის არმიის გაერთიანებული ლოჯისტიკური ძალების ჩინეთის სამხედრო დელეგაცია 11 ივლისს ბელარუსში ჩავიდა. მხარეებმა შეხვედრაზე სამხედრო თანამშრომლობა განიხილეს. ინფორმაციას ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჩინეთის დელეგაცია მინსკში 13 ივლისამდე დარჩება. იქამდე, 6 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ჩინელი სამხედროები ბელარუსში ერთობლივ ანტიტერორისტულ წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ.
13 ივლისის დილამდე ზოგიერთ რეგიონში მოსალონდელია წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 ივლისის დილამდე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში მოსალოდნელია “ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება”. მათივე ცნობით, “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღნიშნული რეგიონების პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს – (საფრთხის დონე საშუალო)”.
20 წ. | უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ფიჯისთან

“უმცროსი ბორჯღალოსნები” სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე 20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგ მატჩს 14 ივლისს, ფიჯის წინააღმდეგ გამართავენ. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში ინგლისს სამხრეთ აფრიკა 8 და მეტი ქულის სხვაობით რომ დაემარცხებინა, საქართველო მე-5-მე-8 ადგილების ნახევარფინალში გავიდოდა. მაგრამ თამაში 17:12 დასრულდა და სამხრეთ აფრიკამ ნუგეშ-ქულა მიიღო, რამაც უმცროსი ბორჯღალოსნები მესამე მესამეადგილოსნად აქცია და შედეგად, ლადო კილასონიას შეგირდები მე-9-მე-12 ადგილების […]
“ნაპოლი” გრინვუდის ტრანსფერზე მუშაობს

22 წლის ინგლისელი ნახევარმცველი მეისონ გრინვუდი, რომელიც გასულ სეზონში “მანჩესტერს” “ხეტაფეში” ჰყავდა განათხოვრებული, შეიძლება “ნაპოლიში” გადავიდეს. ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ გრინვუდის 27+4 მილიონ ევროდ შეძენას “მარსელი” აპირებს, მაგრამ ფეხბურთელის ტრანსფერის წინააღმდეგი ქალაქის მერი წავიდა და საკითხის გადაწყვეტა ორშაბათამდე გადაიდო. ამასობაში გრინვუდთან მოლაპარაკება “ნაპოლიმ” წამოიწყო და მზადაა კონტრაქტი გაუფორმოს, ოღონდ თანხის ტრანშებად გადახდაზეა თანახმა. […]