იგორ ნარმანია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მუშაობს ახალგაზრდულ პროგრამაზე, რომლებიც ამ ადამიანების დაკვეთით უნდა დაიწეროს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მუშაობს ახალგაზრდულ პროგრამაზე, რომელიც უნდა დაიწეროს ამ ადამიანების დაკვეთით , – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ, იგორ ნარმანიამ განაცხადა. მისი თქმით, ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან თინა ბოკუჩავასთან და პლატფორმა „ერთიანობის“ ლიდერებთან დისკუსია გამართონ. „ამ შეხვედრის ფარგლებში ჩემს თანატოლებს ექნებათ შესაძლებლობა, დისკუსია გამართონ პოლიტიკოსებთან, პარტიის თავმჯდომარესთან თინა ბოკუჩავასთან, „ერთიანობის“ […]
ზეია: მოსახლეობამ თავისი წარმომადგენელი დაშინებისა და ძალადობის გარეშე უნდა აირჩიოს

აშშ მხარს არ უჭერს ერთ პოლიტიკურ პარტიას მეორის საპირწონედ. ჩვენ გვსურს ვიხილოთ, კონკურენტული პოლიტიკური პროცესი. გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობამ უნდა მიიღოს. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმას, რომ მოსახლეობამ თავიანთი წარმომადგენლები თავისუფალი პროცესის, ყოველგვარი დაშინებისა და ძალადობის შედეგად აირჩიონ. ყველა ფაქტი უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. ამასთანავე ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების […]
უზრა ზეია – აშშ სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით და მმართველ პარტიაში ზოგიერთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციით – ეს მხოლოდ ჩვენი მოწინააღმდეგეების ინტერესებს ემსახურება

აშშ სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით და მმართველ პარტიაში ზოგიერთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეიამ მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, მმართველი პარტიის ლიდერების მიერ დიდი ხნის, ერთგული პარტნიორების, მათ შორის აშშ-ის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელება მხოლოდ მოწინააღმდეგეების ინტერესებს ემსახურება “აქ გადამწყვეტ მომენტში, საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიისთვისა და საქართველო-აშშ-ის 32 წლის […]
სექტემბრიდან პაციენტები B ჰეპატიტის ძვირად ღირებულ მედიკამენტებს უსასყიდლოდ მიიღებენ

რამდენ ადამიანს შეეხება B ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც უკვე ამოქმედდა, სექტემბრიდან კი ახალი მედიკამენტი უკვე ხელმისაწვდომი გახდება. კვლევების თანახმად, ქვეყანაში 80 ათასი ადამიანი B ჰეპატიტით ქრონიკულადაა ინფიცირებული. ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის ინფორმაციით, ამ პაციენტების ნაწილს ანტივირუსული მკურნალობა ესაჭიროება, რომლის არჩატარების შემთხვევაში მათ ჯანმრთელობას შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიადგეს, რადგან ვირუსი დროთა განმავლობაში იწვევს ცეროზის და ღვიძლის კიბოს […]
ზეია: აშშ ძალზედ შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ეზრა ზეიას განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა “ძალზედ შეშფოთებულია” საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლური ქმედებებითა და განცხადებებით. “მე აქ ვიმყოფები განსაკუთრებულად რთულ დროს, საქართველოს დემოკრატიული გზის თვალსაზრისით. საქართველო-აშშ-ის 32 წლის გათვალისწინებით, მე შევხვდი პრემიერმინისტრს, 2 დღის განმავლობაში დისკუსიები მქონდა: პრეზიდენტთან, ცესკოს თავმჯდომარესთან, პარლამენტის წევრებთან, მასმედიასთან. ჩვენ მათ გადავეცით ამერიკის გზავნილები. პირველი, ძალზედ შეშფოთებულია […]
რამდენიმე რეგიონში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და სეტყვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, სამ რეგიონში – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. პროგნოზით, ამგვარი ამინდი მთელი ღამე, 13 ივლისის დილამდე გაგრძელდება. “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღნიშნული რეგიონების პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს”, – ვკითხულობთ მათ მიერ გავრცელებულ […]
სამინისტრო – ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა – 45 წლის ქალი ცოფით, სავარაუდოდ, მისივე ლეკვისგან დაინფიცირდა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩორჯოში, ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 45 წლის ქალი, ცოფით, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის თებერვალში, მისივე ლეკვისგან დაინფიცირდა. ამავე თვეში ლეკვი მოკვდა. „ქალს ანტირაბიული დახმარებისთვის არ მიუმართავს. ცოფის კლინიკური სურათის განვითარება დაიწყო 6 ივლისს, ამ დაავადებისთვის ტიპური კლინიკური ნიშნებით. შემთხვევა კი 2024 წლის 11 ივლისს დარეგისტრირდა, რომელიც იმავე დღეს დასრულდა ლეტალური […]
კრემლი უარყოფს “რაინმეტალის” ხელმძღვანელზე თავდასხმის გეგმის შესახებ ცნობას

კრემლმა უარყო ბრალდება, რომ რუსეთი გეგმავდა გერმანიის სამხედრო-სამრეწველო კონცერნის, “რაინმეტალის” ხელმძღვანელზე, არმინ პაპერგერზე თავდასხმის მოწყობას. პაპერგერზე თავდასხმის გეგმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ. ახლა გერმანიის სხვა ფირმებიც ამოწმებენ უსაფრთხოების დონეს. კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ძნელია კომენტირება ჭორებისა, რომლებიც მტკიცებულების გარეშე ეყრდნობა “რომელიღაც უცნობ წყაროებს”. ამგვარი ცნობები არ შეიძლება სერიოზულად იქნეს მიღებული და ისინი ყალბი […]
შესაძლებლობა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტებისთვის, მიიღონ სწავლის 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსება საქართველოს ბანკისგან

20-მდე პარტნიორი უნივერსიტეტი და 160-ზე მეტი სტიპენდიატი – საქართველოს ბანკმა სულ რამდენიმე თვის წინ სტიპენდიების პროგრამა დაიწყო. პროექტი მიზნად ისახავს, განათლება რაც შეიძლება უფრო მეტი ახალგაზრდისთვის გახადოს ხელმისაწვდომი. ინიციატივის ფარგლებში, ბანკი შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებსა და აბიტურიენტებს, მიიღონ სწავლის 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსება პარტნიორ უნივერსიტეტებში. მათ შორის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა მოტივირებულ, […]
მთავრობა: პრემიერისა და ზეიას შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბოლო პერიოდში არსებულ გამოწვევებსაც

საქართველოს მთავრობა ავრცელებს ინფორმაციას, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, უზრა ზეიას შეხვდა. მათივე ცნობით, “შეხვედრისას საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას, ასევე ბოლო პერიოდში არსებულ გამოწვევებს”. “პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის და აღნიშნა, […]