ამბროლაურში 45 წლის ქალი ცოფით გარდაიცვალა – ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 11 ივლისს, ამბროლაურში 45 წლის ქალი ცოფით გარდაიცვალა. უწყების ინფორმაციით, 2022 წლის ნოემბრის შემდეგ ეს ცოფით ადამიანის გარდაცვალების პირველი შემთხვევაა. “ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პაციენტის ოჯახს რამდენიმე თვის წინ ქუთაისიდან წამოყვანილი ჰყავდა ლეკვი, რომელიც მალევე ავად გახდა და დაუდგენელი დიაგნოზით მოკვდა, ძაღლის სიკვდილის შესახებ სააგენტოს ინფორმაცია არ მიუღია. ამ ეტაპზე ოჯახს საკუთრებაში ჰყავს […]

ივნისში მსოფლიოში ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 5.3%-ით შემცირდა – რას უკავშირდება ცვლილება?

Galt&taggart-ის ნედლეულის ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, 2024 წლის ივნისში მსოფლიოში ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 5.3%-ით შემცირდა. მიუხედავად ფასის შედარებით მცირე ცვალებადობისა, თვის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა მოხდა ინდუსტრიისთვის. „სიახლეები ძირითადად რუსეთის, ევროკავშირისა და აშშ-ს მხრიდანაა. ევროკავშირის ბუნებრივი აირის იმპორტში რუსეთის წილი შესაძლოა კიდევ უფრო შემცირდეს. რუსეთ-უკრაინის ხუთწლიანი შეთანხმება გაზის ტრანზიტის შესახებ მიმდინარე წლის ბოლოს იწურება. […]

32 წელია, აშშ საქართველოს უდიდესი მხარდამჭერია – უზრა ზეიას სრული კომენტარი მედიასთან

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში, უზრა ზეიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა, რომელშიც ქართული ოცნების ბოლოდროინდელ ანტიდასავლურ ქმედებებზე, აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე, აშშ-ს მხრიდან საქართველოს მხარდაჭერასა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მანამდე, ზეიამ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, პრემიერ კობახიძესთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარესთან, პარლამენტის წევრებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და […]

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეიას შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეიას შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, უზრა ზეიას შეხვდა. შეხვედრისას საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას, ასევე ბოლო პერიოდში არსებულ გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა ორმხრივი […]

საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც რუსეთისგან მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და უპირობოდ გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინის ტერიტორიიდან

საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც რუსეთისგან მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და უპირობოდ გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინის ტერიტორიიდან საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც რუსეთისგან მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და უპირობოდ გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინის ტერიტორიიდან. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს რუსეთს, დაუყონებლივ შეწყვიტოს თავდასხმები უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვან ენერგეტიკულ […]

ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა ავღანეთში ძალიან ბევრი სისხლი დაღვარეს და კონკრეტული ქვეყნის მაღალჩინოსნები ჩვენ გმირ ჯარისკაცებს უკან ეფარებოდნენ

ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა ავღანეთში ძალიან ბევრი სისხლი დაღვარეს და კონკრეტული ქვეყნის მაღალჩინოსნები ჩვენ გმირ ჯარისკაცებს უკან ეფარებოდნენ ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა ავღანეთში ძალიან ბევრი სისხლი დაღვარეს და კონკრეტული ქვეყნის მაღალჩინოსნები ჩვენ გმირ ჯარისკაცებს უკან ეფარებოდნენ, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებით მიღებული […]

საქართველოში კომპიუტერების იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა

ქვეყნის განვითარებისთვის და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის გაციფრულება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ყოველდღიურ ცხოვრებაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ზრდის, როგორც ადამიანების პროდუქტიულობას, ასევე მათ ეფექტიანობას. სახელმწიფოს გაციფრულება ბევრნაირად შეიძლება, მაგრამ ნებისმიერი ასეთი სცენარი ქვეყანაში სწრაფი და სტაბილური ინტერნეტის და დიდი რაოდენობით სმარტფონებისა და კომპიუტერების არსებობას მოითხოვს. პანდემიის შემდეგ, საქართველოში კომპიუტერების იმპორტი მკვეთრად არის მომატებული, მაგრამ რეალურად, ამ პროდუქტის […]

ზეია: მხარს ვუჭერთ ყველა ქართველის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს თავისუფალ არჩევნებში

ოცდათორმეტი წლის განმავლობაში აშშ საქართველოს უდიდესი მხარდამჭერია და, მათ შორის, მხარს ვუჭერთ ყველა ქართველის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში, შეკრებისა და გამოხატვის უფლებებსა და კანონის უზენაესობას. მინდა, ძალიან გარკვევით ვთქვა: აშშ ერთ რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას უპირატესობას არ ანიჭებს და მხარს არ უჭერს, თუმცაღა პარტნიორებისგან მოველით, რომ გულწრფელ და კონკურენტუნარიან პოლიტიკურ პროცესს უზრუნველყოფენ […]

ზეია: აშშ უაღრესად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდასავლური ქმედებებით

აშშ უაღრესად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდასავლური ქმედებებით და დეზინფორმაციით, რომელსაც მმართველი პარტიის ზოგი წარმომადგენელი ავრცელებს, რითაც საქართველოს ევროატლანტიკურ გზას საფრთხის ქვეშ აყენებს და აზიანებს ჩვენს პარტნიორობასა და ყველა ქართველის ადამიანის უფლებებს. ე.წ. უცხოური გავლენის კანონი ქართველ ხალხს აზიანებს, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც ჯანდაცვას, სკოლებს, სოფლის მეურნეობას, მედიასა და სხვა მრავალ სფეროს ეხმარებიან. სწორედ […]

კახა ქემოკლიძე – „ლელოს“ განვიხილავთ როგორც ადამიანებს, რომლებთანაც თანამშრომლობა შესაძლებელია, ოღონდ არჩევნების შემდეგ – გაგვიხარდება, მოახერხონ ბარიერის გადალახვა ისე, რომ გამოწვევებს გაუძლონ

„ლელოს“ ჩვენ განვიხილავთ როგორც ადამიანებს, რომლებთანაც თანამშრომლობა შესაძლებელია, ოღონდ არჩევნების შემდეგ, იმიტომ, რომ „ლელო“ ჩვენ გვჭირდება პოსტარჩევნების ვითარებაში , – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა მდივანმა, კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკურ სივრცე“ განაცხადა. კახა ქემოკლიძის განცხადებით, ფაქტი, რომ „ლელოსა“ და „ახალს“ შორის შეთანხმება ვერ შედგა, მიუთითებს იმაზე, რომ „ლელო“ არსებულ რისკებს აცნობიერებს. „მე მიამჩნია, […]