ზეია: “დეზინფორმაციის გავრცელება აშშ-ის მიმართ, მხოლოდ ჩვენი მტრის ინტერესებს ემსახურება“

„ამერიკის შეერთებულ შტატებში უაღრესად შეშფოთებული ვართ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით და დეზინფორმაციით, რომელიც ვრცელდება მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას, აზიანებს ჩვენს პარტნიორობას და აზიანებს ადამიანის უფლებებს საქართველოში“ – ეს არის მთავარი გზავნილი, რომელიც ვაშინგტონიდან თბილისში სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეიამ ჩამოიტანა. „ე.წ უცხოური გავლენის კანონი აზიანებს ქართველ ხალხს და […]

მხოლოდ გუნდების შეთანხმება დარჩა – ფოფანას “მილანში” გადასვლა უნდა

ჟურნალისტ მატეო მორეტოს ინფორმაციით, “მილანმა” “მონაკოს” 25 წლის ნახევარმცველ იუსუფ ფოფანასთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. ახლა პრობლემა გუნდების მხრიდან სატრანსფერო თანხის მოგვარებაა. ფრანგული მხარე 25 მილიონ ევროს ითხოვს, “როსონერი” კი 12-15 მილიონის გადახდასაა ყაბულს. ფოფანას მოქმედი კონტრაქტი “მონაკოსთან” 2025 წლამდე აკავშირებს. გასულ სეზონში მან ყველა ტურნირზე 35 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 4 გოლი გაიტანა და […]

10 წლის შემდეგ პირველად – “ბორჯღალოსნებმა” იაპონია დაამარცხეს! [VIDEO]

იაპონიის ქალაქ სენდაიში რაგბის ტესტ მატჩში საქართველოს ნაკრებმა იაპონია 25:23 დაამარცხა. “ბორჯღალოსნებმა” იაპონელებს 10 წლის შემდეგ პირველად, ისტორიაში კი მეორდ სძლიეს. პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა 18:13 მოიგო, შესვენების შემდეგ მასპინძლები დაწინაურდნენ (23:18), თუმცა მერე ჯავახიამ ლელო გაიტანა, მატკავამ ზუსტად გარდასახა და გავიმარჯვეთ. საქართველოს ნაკრებმა ფიჯისთან მარცხის შემდეგ ძლიერ მეტოქეს მოუგო და ერთ კვირაში გასვლაზე ავსტრალიას […]

ვოლოდიმირ ზელენსკი ირლანდიაში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი ირლანდიაში ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტს აეროპორტში ირლანდიის პრემიერ-მინისტრი, საიმონ ჰარისი დახვდა. „პირველ რიგში, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, მადლობა ირლანდიას უამრავი უკრაინელი ლტოლვილის მასპინძლობისთვის, თქვენ რუსეთის შემოჭრის დაწყებიდანვე ჩვენს გვერდით ხართ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ჟურნალისტებთან საუბრისას ირლანდიის პრემიერმა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უკრაინის მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა.

განსხვავებული კურსი რომ გვქონდეს და რამეს არასწორად ვაკეთებდეთ, „ქართული ოცნება“ არ იქნებოდა ხელისუფლებაში

განსხვავებული კურსი რომ გვქონდეს და რამეს არასწორად ვაკეთებდეთ, „ქართული ოცნება“ არ იქნებოდა ხელისუფლებაში „საქართველოს ხელისუფლებას რომ ჰქონდეს განსხვავებული კურსი, ან რომ არ შედიოდეს საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ქართველი ხალხის ინტერესებში, მერწმუნეთ, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში არ იქნებოდა და ვერ იქნებოდა“, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვერ შეძლო […]

დაახლოებით, 60%-ია ჩვენი რეიტინგი, ასეთ ვითარებაში, როგორც არ უნდა დაჯგუფდეს, თუ გადაჯგუფდეს ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ჩვენს გამარჯვებას ვერავითარი საფრთხე ვერ შეექმნება

დაახლოებით, 60%-ია ჩვენი რეიტინგი, ასეთ ვითარებაში, როგორც არ უნდა დაჯგუფდეს, თუ გადაჯგუფდეს ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ჩვენს გამარჯვებას ვერავითარი საფრთხე ვერ შეექმნება რეალური მოცემულობა, დაახლოებით 1 თვის წინ იყო ასეთი, რომ „ნაცმოძრაობის“ გარდა ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ ლახავდა საარჩევნო ბარიერს. ასეთ პირობებში ისინი რომ ცდილობენ შერწყმას, ეს არის ლოგიკური, – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა […]

მე ვერ მოვისმინე ვერც ერთი კონკრეტული პუნქტი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ანტიდემოკრატიული ცვლილება განხორციელდა საქართველოში ბოლო პერიოდის განმავლობაში

მე ვერ მოვისმინე ვერც ერთი კონკრეტული პუნქტი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ანტიდემოკრატიული ცვლილება განხორციელდა საქართველოში ბოლო პერიოდის განმავლობაში მე ვერ მოვისმინე ვერც ერთი კონკრეტული პუნქტი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ანტიდემოკრატიული ცვლილება განხორციელდა საქართველოში ბოლო პერიოდის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თუშეთში, ჟურნალისტებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეიასთან შეხვედრასთან დაკავშირებით განუცხადა. მთავრობის […]

არასწორი შეფასებები გაკეთდა ქვეყნის კურსთან დაკავშირებით, ჩვენი ქვეყნის კურსი ევროპულია – კახა კალაძე

არასწორი შეფასებები გაკეთდა ქვეყნის კურსთან დაკავშირებით, ჩვენი ქვეყნის კურსი ევროპულია – კახა კალაძე არასწორი შეფასებები გაკეთდა ქვეყნის კურსთან დაკავშირებით, ჩვენი ქვეყნის კურსი ევროპულია, – ასე გამოეხმაურა მედიასთან თბილისის მერი კახა კალაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ეზრა ზეიას სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც საქართველოს მთავრობას ქვეყნის კურსის შესწორებისკენ მოუწოდა. „ვფიქრობ, არასწორია მისი შეფასებები ქვეყნის კურსთან დაკავშირებით. […]

ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ აშშ-სთან ურთიერთობა მაქსიმუმ მომავალი წლის დასაწყისიდან დაიწყებს თვისებრივად გაჯანსაღებას

ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ აშშ-სთან ურთიერთობა მაქსიმუმ მომავალი წლის დასაწყისიდან დაიწყებს თვისებრივად გაჯანსაღებას ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ მაქსიმუმ მომავალი წლის დასაწყისიდან ურთიერთობები დაიწყებს თვისებრივად გაჯანსაღებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურს კითხვა დაუსვეს აშშ-ის მხრიდან დაფინანსების შეწყვეტაზე, რაზეც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს სამწუხარო გადაწყვეტილებაა. „ეს არის […]

საქართველოში თითქმის ყოველი მე-5 ადამიანი ღარიბია

საქართველოში თითქმის ყოველი მე-5 ადამიანი ღარიბია. სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო, 2024 წლის ივნისის მონაცემებით, საარსებო შემწობის მიმღები, სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთა რაოდენობა 672 909-ს შეადგენს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 18.2 პროცენტს შეადგენს. ამავე პერიოდისთვის მოსახლეობის რაოდენობა 3 694 608-ს შეადგენს. 672 909 სოციალურად დაუცველიდან 450 032 ადამიანი მხოლოდ საარსებო შემწეობის მიმღებია, ხოლო 222 877 დასაქმების […]