ლევან დავითაშვილი – მთის დღეები მთის კულტურის და შესაძლებლობების პოპულარიზაციის ძალიან კარგი საშუალებაა

წლებია, ყოველ ივლისს საქართველოში მთის დღეები ტარდება, რაც მთის კულტურის და მთის შესაძლებლობების პოპულარიზაციის ძალიან კარგი საშუალებაა. ამ პერიოდში როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე ჩვენი ქვეყნის სტუმრებები მთებს სტუმრობენ. საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილია მთიანი რეგიონებია და ამ უნიკალური კულტურის აღმოჩენა, აქაური ტრადიციების გაცნობა, ვფიქრობ, მთის პოპულარიზაციას ძალიან უწყობს ხელს, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და […]

“ნიტ, ნოუ, ნაინ” – ქართული სული ისეთია” – უკრაინელი ჟურნალისტი გოჩოლეიშვილის შესაძლო ტრანსფერზე

9 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ “შახტარის” 23 წლის განაპირა მცველით, გიორგი გოჩოლეიშვილით, “ჰამბურგი” დაინტერესდა და სათამაშო დროის სიმცირის გამო, ის შეიძლება ტრანსფერზე დათანხმებულიყო. თუმცა, ჟურნალისტი და ბლოგერი მიხილ სპივაკოვსკი იტყობინება, რომ დონეცკური გუნდი ქართველის გაშვებას არ აპირებს. “რამდენად რეალურია გოჩოლეიშვილის “ჰამბურგში” ტრანსფერი? მე მივმართე ხალხს, რომლებმაც უეჭველი უნდა იცოდნენ და მე მითხრეს: “ნიტ, ნოუ, ნაინ”. […]

მიქაუტაძე შესაძლოა უეფას „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდეს

„უეფამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, თუ ევრო 2024-ის ფინალის შემდეგ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი არ გამოვლინდება, „ოქროს ბუცი“ ჯილდოს სახით ყველა იმ ფეხბურთელს გადაეცემა, რომლებსაც გატანილი გოლების თანაბარი რაოდენობა აქვთ. ამის შესახებ ბრიტანული ინტერნეტ-გამოცემა The Independent-ი იუწყება. კერძოდ, დღეის მონაცემებით, ყველაზე მეტი, სამ-სამი გოლი გატანილი აქვთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს გიორგი მიქაუტაძეს, გერმანიის ნაკრების ფეხბურთელს ჯამალ მუსიალას, […]

101 წლის შემდეგ პირველად სენაში ბანაობა შესაძლებელია – საფრანგეთის სპორტის მინისტმა სენაში გაცურა

საფრანგეთის სპორტის მინისტრმა, ამელი უდეა-კასტერამ პარიზის ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მდინარე სენაში გაცურა, იმის დასტურად, რომ წყლის ხარისხი ბანაობისთვის ვარგისია. ამის შესახებ BFM-TV იტყობინება, რომელმაც ცურვის ამსახველი ვიდეოკადრებიც გაავრცელა. ამელი უდეა-კასტერა პირველი მაღალი თანამდებობის პირი გახდა, რომელიც მდინარეში შევიდა. როგორც მედია წერს, მანამდე სენაში გაცურვის პირობა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და პარიზის მერმა, ანა […]

ღონისძიების გამო, 15 ივლისს, 01:00-დან 12:00-მდე რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, 15 ივლისს დაგეგმილი ღონისძიების გამო, 01:00 საათიდან 12:00 საათამდე რუსთაველის გამზირისა და რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. “დროის აღნიშნულ მონაკვეთში რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და კოსტავასა ქუჩების მიმართულებით. ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები თბილისის […]

ამბროლაურში 45 წლის ქალი ცოფით გარდაიცვალა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამბროლაურის სოფელ პატარა ჩორჯოში 45 წლის ქალს ცოფი დაუდასტურდა და გარდაიცვალა. 45 წლის ქალი, ცოფით, სავარაუდოდ, 2024 წლის თებერვალში, მისივე ლეკვისგან დაინფიცირდა. იმავე თვეში ლეკვი მოკვდა. ქალს ცოფის საწინააღმდეგო აცრა არ გაუკეთებია. ცოფის კლინიკური სურათის განვითარება დაიწყო 6 ივლისს, ამ დაავადებისთვის ტიპური კლინიკური ნიშნებით. შემთხვევა 2024 წლის 11 ივლისს დარეგისტრირდა, რომელიც იმავე […]

დაგეგმილი ღონისძიების გამო, რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, 15 ივლისს დაგეგმილი ღონისძიების გამო, ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება. მათივე ცნობით, შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 15 ივლისის, 01:00-დან 12:00 საათამდე იმოქმედებს. „დროის აღნიშნულ მონაკვეთში რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ […]

შოიგუს მოადგილის საქმის ფიგურანტი წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაიცვალა

რუსეთის პრეზიდენტის ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრის ევა მერკაჩევის თქმით, 52 წლის ბიზნესმენი, იგორ კოტელნიკოვი, რომელსაც ბრალი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებისთვის ქრთამის მიცემაში ედებოდა, მოსკოვის №4 წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაიცვალა. მერკაჩევი წერს, რომ გამოძიებამ კოტელნიკოვი მიიჩნია შუამავლად, რომელიც ქრთამის სანაცვლოდ, სამხედრო დეპარტამენტთან თანამშრომლობაში მყოფ მეწარმეებს სარფიანი გარიგებების დადების გარანტიას აძლევდა. მისივე ცნობით, კოტელნიკოვი 8 […]

აშშ-მა შესაძლოა ამერიკელი სამხედრო კონტრაქტორების უკრაინაში განლაგება დაუშვას -CNN

CNN-ი საკითხის მცოდნე ოთხ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინაში ამერიკელი სამხედრო კონტრაქტორების განლაგებაზე დე ფაქტო აკრძალვის მოხსნის გადაწყვეტილებას უახლოვდება. მედიის ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და აღნიშნული პოლიტიკის მიღებაზე მუშაობა მიმდინარეობს. ოფიციალური პირების თქმით, ცვლილება სავარაუდოდ წელს ამოქმედდება და პენტაგონს საშუალებას მისცემს, ამერიკულ კომპანიებთან გააფორმოს კონტრაქტები, რომლებიც მათ უკრაინაში […]

ბრაკონიერობასა და ზღვის დაბინძურებაზე ჯარიმები იზრდება

ბრაკონიერობისა და შავი ზღვის დაბინძურების პრევენციის მიზნით, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებები შევიდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპატამენტის ინფორმაციით, შესაბამისი კანონი მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება. ამ კანონით რიგ გარემოსდაცვით სამართალდარღვევებზე სანქციები მნიშვნელოვნად მკაცრდება. დეპარტამენტის ცნობით, 65 ათასი ლარიდან 100 000 ლარამდე გაიზარდა ჯარიმა გემიდან, სხვა მცურავი საშუალებებიდან, პლატფორმიდან, მილსადენებიდან ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა […]