დონალდ ტრამპს სიტყვით გამოსვლისას ესროლეს

დონალდ ტრამპი ამომრჩევლების წინაშე სიტყვით გამოდიოდა, როცა გაურკვეველი მიმართულებიდან სროლის ხმა გაისმა და ტრამპი დაცვის გარემოცვაში აღმოჩნდა. ის ჯერ ძირს დაეცა, მერე წამოდგა და ჰაერში შემართული მუშტით გამოხატა განრისხება. ახლო კადრში კარგად ჩანს ჭრილობა ყურის არეში და სისხლი ლოყაზე. ტრამპი დაცვამ გაიყვანა. მედია უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ამ დროისთვის, ის უსაფრთხო ადგილას იმყოფება
7-ქალას ახალი ისტორია – გოგონებმა ელიტის საგზური მოიპოვეს

საქართველოს 7-ქალამ რაგბი ევროპის ალაფის მეორე, დასკვნით ეტაპზე მესამე ადგილი დაიკავეს, სერიის ჯამში დანიის მსგავსად 32 ქულა მოაგროვეს, მას დამატებითი მაჩვენებლით (გატანილ-გაშვებული ქულები) აჯობეს და შვედეთთან ერთად ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს. მას შემდეგ, რაც საქართველოს 7-ქალა შეიქმნა, ჩვენს გუნდს ევროპის 12-გუნდა ელიტაში არასდროს უთამაშიათ. ჯაბა მალაღურაძის შეგირდებს შარშან საოცნებო მიზნამდე სულ ცოტა დააკლდათ, წელს კი […]
დონალდ ტრამპის მხარდამჭერების ყრილობის დროს სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი ისროლეს (VIDEO)

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერების ყრილობაზე სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი გაისროლეს. ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოებში სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღის განმეორებით გასროლის ხმა ისმის, რის შემდეგაც ტრამპი მიწაზე წვება და მას უსაფრთხოების სამსახურის აგენტები ფარავენ. BREAKING: Footage from Trump rally as suspected gun shots fired pic.twitter.com/JZMHnabQiW— The Spectator Index (@spectatorindex) July 13, 2024 ტრამპი სცენიდან მალევე გაიყვანეს. მასალა […]
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. “აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი […]
რუსეთმა „ისკანდერის“ რაკეტით დაბომბა ხარკოვის ოლქში მდებარე რკინიგზის სადგური. არიან დაღუპულები

ხარკოვის რეგიონში შაბათს, დღის მეორე ნახევარში, რუსეთმა სარაკეტო თავდასხმა განხორციელა ხარკოვის ოლქის სოფელ ბუდის რკინიგზის სადგურზე, რის შედეგადაც დაიღუპა ორი ადამიანი და დაშავდა 23, მათ შორის მოზარდი. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, დაბომბვის შედეგად დაიღუპა უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ხარკოვის რაიონული სამსახურის უფროსი, არტიომ კოსტირა და და პოლიციის სერჟანტი ოლექსეი კოშჩი მათი სურათები და […]
ფორმულა: სენატორი შაჰინი საქართველოში ჩამოსვლას და არჩევნებზე დაკვირვებას აპირებს

ტელეკომპანია ფორმულას ინფორმაციით, სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოში ჩამოსვლას და საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებას აპირებს. “ჯინ შაჰინთან მქონდა კომუნიკაცია. ის მიდასტურებს რომ მუშაობს მისიაზე. ის აპირებს, რომ საქართველოში ჩამოვიდეს ოქტომბერში და დააკვირდეს საქართველოში მიმდინარე არჩევნებს 2012 წლის მსგავსად, როცა ჯინ შაჰინი სენატორ რიშთან ერთად იმყოფებოდა საქართველოში და აკვირდებოდა არჩევნებს. მას წელსაც აქვს ასეთი ინიციატივა”. – თქვა არხის […]
ლუკაშენკამ სარდლობას უკრაინის საზღვრიდან ჯარების გაყვანა დაავალა

ბელარუსის ავტოკრატმა მმართველმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ბრძანა იმ სამხედრო დანაყოფების დისლოკაციის ადგილზე დაბრუნება, რომლებიც უკრაინის საზღვარზე “შექმნილი დაძაბულობის” განსამუხტავად იქნა გადასროლილი. ლუკაშენკას განმარტებით, მან ასეთი დავალება სარდლობას მისცა მას შემდეგ, რაც უკრაინის მხრიდან “დაძაბულობა მოიხსნა” და ჯარები იქითა მხრიდანაც გაიყვანეს. “მინდა, ხალხმა იცოდეს, რომ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ და ვენდობი ჩვენს დაზვერვას: სიტუაცია დასტაბილურდა ბელორუსია-უკრაინის საზღვარზე. მათი […]
რატომ შემცირდა ჩინურ ბაზარზე ქართული ღვინის გაყიდვები? – მოსაზრება

ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტი მცირდება. “ასკანელი ძმების” დირექტორის ირაკლი უგლავას თქმით, 2021 წლიდან დღემდე კლება 40%-ია, რაც ადგილობრივ დონეზე ღვინის მოხმარების 57%-იანი მაჩვენებლით იხსნება. მიზეზებს შორის არის კონკურენცია მსოფლიო გიგანტებთან და ცნობადობა, რაც ქართული კომპანიებისთვის დღემდე გამოწვევაა. როგორც უგლავამ „საქმიანი დილის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, როგორც პრემიუმ, ისე მასიურ წარმოებაში ქართულ ღვინოს აზიურ ბაზარზე დიდი […]
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები რუმინეთთან ბრძოლაში დამარცხდა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების პირველი მარცხი ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში, რომელიც გუშინ რუმინეთის ქალაქ პიეშტში დაიწყო. პირველ მატჩში ალბანეთის განადგურების შემდეგ ქართველები დღეს მასპინძელ რუმინელებს შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში – 76:86 წააგეს. რუმინეთი საკმაოდ ძლიერი გუნდია, რომელიც საკუთარ კედლებში თამაშობს და A დივიზიონში გადასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. მასპინძლებმა პირველ ტურში ესტონეთს მოუგეს და ცხადია, საქართველოსთანაც მხოლოდ […]
hr.ge: „წლის მეორე კვარტალში ვაკანსიების რაოდენობა 7%-ით შემცირდა“

ვაკანსიების რაოდენობა შემცირდა. როგორც hr.ge-ის რეგიონალურმა მენეჯერმა ინგა შახბაზიანმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში უნიკალური განცხადებების რიცხვი 7%-იან კლებას აჩვენებს. ტრადიციულად ყველაზე მეტი ვაკანსია, 19%-იანი მაჩვენებლით კვლავ გაყიდვების სფეროზე მოდის. სამეულშია ჰორეკა სექტორი და საბანკო მიმართულება. „წინა წელთან შედარებით ჯამურად მეორე კვარტალში 7%-იანი კლება გვაქვს. წინა წლის მეორე კვარტალში განვათავსეთ 15 000 […]