დონალდ ტრამპი მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. CNN-ის ინფორმაციით, საიდუმლო სამსახურმა განაცხადა, რომ შეიარაღებული პირი და შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი – მძიმედ დაშავდა. ტრამპმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ მას ესროლეს და ტყვია „მარჯვენა ყურის ზედა ნაწილში” მოხვდა. საიდუმლო სამსახურის ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტი ამჟამად უსაფრთხოდ არის.

პრეზიდენტ ტრამპს ტყვიამ ყური გაუხვრიტა, თავდამსხმელი მოკლულია

დღეს, 13 ივლისს, პენსილვანიაში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს სროლის შემდეგ, შეერთებულ შტატებში მომხდარს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობად იძიებენ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, რესპუბლიკური პარტიის წამყვანმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა სოციალური მედიაში მადლობა გადაუხადა სამართალდამცავებს. „მსურს მადლობა გადავუხადო შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურს და ყველა სამართალდამცავს სროლაზე სწრაფი რეაგირებისთვის, რომელიც ახლა, პენსილვანიის შტატის ბატლერში მოხდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, […]

ბაიდენი ტრამპზე თავდასხმაზე: მოხარული ვარ, რომ ის კარგადაა

მომახსენეს პენსილვანიაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერებისთვის ცეცხლის გახსნის შესახებ. მოხარული ვარ ამბის, რომ ის უსაფრთხოდაა და კარგადაა. ვლოცულობ მისთვის და მისი ოჯახისთვის და ყველასთვის, ვინც ყრილობაზე იყო, პარალელურად, ველით დამატებით ინფორმაციას. ჯილი და მე მადლობელი ვართ საიდუმლო სამსახურის მისი უსაფრთხო ადგილზე გადაყვანისთვის. ამერიკაში ძალადობის ადგილი არაა. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ერთ სახელმწიფოდ და ეს დავგმოთ.

ტრამპზე თავდასხმას ერთი მოქალაქე და თავად თავდამსხმელი ემსხვერპლა

რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდამსხმელი მოკლულია. დაიღუპა ერთ-ერთი მოქალაქეც, რომელიც ექსპრეზიდენტის მხარდამჭერების შეხვედრას ესწრებოდა. დაჭრილია კიდევ ერთი მოქალაქე, რომლის მდგომარეობაც კრიტიკულია. რაც შეეხება თავად ტრამპს, სამართალდამცველების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ის თავდასხმის ადგილს საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა განარიდეს. CNN-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თავდამსხმელი საიდუმლო სამსახურის აგენტმა მოკლა. 13 ივლისის საღამოს, […]

გამოსასყიდის გარეშე? – ცნობილი გახდა, რა პირობებს შესთავაზებს დე ლაურენტისი კვარაცხელიას

რამდენიმე იტალიური სპორტული გამოცემა იტყობინება, რომ “ნაპოლიმ” ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გადასვლა დაბლოკა, მწვრთნელი ანტონიო კონტე გუნდის ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელად მიიჩნევს და ტრანსფერს ვეტო დაადო, რამეთუ კლუბი მისდამი ღრმა პატივისცემას გამოხატავს, არსად არ გაუშვებს და მინიმუმ ერთი სეზონით დაიტოვებს. ახლა კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ქართველთან საკითხის საბოლოოდ მოგვარებას ივლისის ბოლომდე გეგმავს. სატრანსფერო ექსპერტის, ნიკოლო სკირას […]

დონალდ ტრამპის საარჩევნო შეხვედრაზე სროლა მოხდა

შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურმა და დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა განაცხადეს, რომ მრავალჯერადი გასროლის შემდეგ, რომელიც რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატის პენსილვანიაში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს გაისმა, დონალდ ტრამპი უსაფრთხოდ იმყოფება. ვიდეოზე ჩანს, რომ სროლის შემდეგ ტრამპის სახის გამომეტყველების იცვლება და ყოფილ პრეზიდენტს მარჯვენა ხელის ყურთან მიაქვს. სროლა ტრამპის სიტყვის დაწყებიდან სულ ცოტა ხანში ატყდა. საიდუმლო სამსახურის აგენტები მის […]

ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარ სროლას იძიებენ როგორც ექსპრეზიდენტის მკვლელობის მცდელობას

აშშ-ის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატის, დონალდ ტრამპის გუნდი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს მას მერე, რაც პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში სროლა იყო ამომრჩეველთან მის შეხვედრაზე. სამართალდამცავების განცხადებით, ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარ სროლას იძიებენ როგორ ექსპრეზიდენტის მკვლელობის მცდელობას. მათივე ცნობით, მსროლელი ტრამპის შეხვედრის გარეთ იმყოფებოდა, და ის აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა მოკლეს. ინციდენტის შედეგად დაღუპულია კიდევ […]

მხარდამჭერებთან შეხვედრაზე სროლის შედეგად დონალდ ტრამპი დაიჭრა (VIDEO)

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერების ყრილობაზე ცეცხლსასროლი იარაღი გაისროლეს, რის შემდეგაც ტრამპი სახის არეში დაიჭრა ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოებში ცეცხლსასროლი იარაღის განმეორებით გასროლის ხმა ისმის, რის შემდეგაც ტრამპი მიწაზე წვება და მას უსაფრთხოების სამსახურის აგენტები ფარავენ. BREAKING: Footage from Trump rally as suspected gun shots fired pic.twitter.com/JZMHnabQiW— The Spectator Index (@spectatorindex) July 13, 2024 ვიდეოში […]

დონალდ ტრამპის მკვლელობა სცადეს

დონალდ ტრამპის მკვლელობა სცადეს პენსილვანიის შტატში, მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპის მოკვლა სცადეს, როდესაც მისი მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლეს. ტყვია მას ყურის არეში მოხვდა. კადრებში ჩანს, თ როგორ გაჰყავთ დასისხლიანებული ტრამპი სცენიდან. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მისი მადგომარეობა სტაბილურია და უსაფრთხოდ არის. CNN-ი იტყობინება, რომ ტრამპი დაშავდა, თუმცა სხვა დეტალებს არ ასახელებს. უცნობია, როგორ ან რა […]

დონალდ ტრამპი სწრაფად გაიყვანეს წინასაარჩევნო შეხვედრიდან, სადაც, როგორც ჩანს, სროლის ხმა იყო

აშშ-ის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატი, ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი პენსილვანიაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის შეხვედრაზე საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლებმა სწრაფად გაიყვანეს სცენიდან მას მერე, რაც მისი სიტყვის გამოსვლის მომენტში როგორც ჩანს გაისმა ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის ხმა. 78 წლის ტრამპი – რომელსაც რესპუბლიკური პარტია მაღალი ალბათობით პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელებს 2024 წლის არჩევნებზე – ბატლერში გამოდიოდა სიტყვით, როცა სცენოდან გაიყვანეს. ინციდენტიდან […]