€200 მილიონი კვარაცხელია-ოსიმენში – „პსჟ“-ს ახალი შეთავაზება „ნაპოლის“

სპორტულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საფრანგეთის ლიგა 1-ის მრავალგზის ჩემპიონი, „პარი სენ-ჟერმენი“ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის სანაცვლოდ „ნაპოლის“ 200 მილიონ ევროს სთავაზობს. შეგახსენებთ, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს პარიზული კლუბი „პსჟ“-ის ვარსკვლავმა, კილიან მბაპემ დატოვა, ხელმძღვანელობას კი მისი ჩანაცვლება სურს. მიუხედავად სოლიდური შეთავაზებისა, როგორც იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი წერს, ნაპლისთვის ხვიჩა კვარაცხელია ხელშეუხებელი რჩება. […]
ოლიმპიადები მილიონებს იზიდავს – როგორ ემზადება პარიზი

2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიამდე სულ უფრო ნაკლები დრო დარჩა, საფრანგეთის დედაქალაქი კი მთელი მსოფლიოდან ვიზიტორების მისაღებად ემზადება. პრესტიჟული სპორტული ღონისძიებისთვის პარიზს 10,500 სპორტსმენთან, 20,000 აკრედიტებულ ჟურნალისტთან და 45,000 მოხალისესთან ერთად, მილიონობით მაყურებელი ეწვევა. ოლიმპიადაზე 35 დარბაზსა თუ მოედანზე 329 ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვის მიხედვით, პარიზის ოლიმპიადა ახალი რეკორდის გზას […]
პაატა მანჯგალაძე “ქართულ ოცნებას”- მოეშვით ყველაფერში ბინძურ პროპაგანდას, კომუნალური და საცობთან დაკავშირებული პრობლემები მაინც მოუგვარეთ ხალხს იმ 100-მდე დღეში, რაც დაგრჩენიათ

უზნეობაა მსგავსი ძალადობის ფაქტების ვიწროპარტიული მიზნებისთვის გამოყენება, – ასე შეაფასა “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ, დონალდ ტრამპზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებები. მანჯგალაძე ხელისუფლებას მიმართავს, ბინძურ პროპაგანდას მოეშვას და საზოგადოებას პრობლემები მოუგვაროს. “რა თქმა უნდა, ვგმობთ დონალდ ტრამპზე თავდასხმას, ეს არის არა მხოლოდ ტრამპისთვის, არამედ დემოკრატიისთვის ნასროლი ტყვია. ამ საკითხზე […]
ბათუმის ავტოსადგურის ადგილას 2 ცათამბჯენს ააშენებენ

ბათუმის ავტოსადგურის ადგილას 2 ცათამბჯენს ააშენებენ, ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ”ბათუმელები” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ავტოსადგურის მფლობელმა სააქციო საზოგადოების მეწილეებმა კუთვნილი წილები გაასხვისეს. ამ ადგილზე მშენებლობას „გუმბათი ჰაბი“ გეგმავს. კომპანიის დირექტორი და მფლობელი აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეა. კომპანიამ მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო პროცედურების დასაწყებად ბათუმის მერიას უკვე მიმართა. ბათუმის ავტოსადგურს სააქციო საზოგადოება „ბათუმის […]
Inside Out-ის მე-2 ნაწილი Pixar-ის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა

ანიმაციური კინოსურათი Inside Out 2 მიმდინარე წლის პირველი ფილმი გახდა, რომლის შემოსავალმაც სალაროებში $1-მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა. ოთხშაბათის მონაცემებით კი, Pixar-ის ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმიც გახდა. Box Office Mojo-ს თანახმად, გლობალურად სალაროებში Disney-სა და Pixar-ის ანიმაციური კინოსურათის შემოსავალმა $1.25 მილიარდს მიაღწია, მათ შორის მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში $543.5 მილიონი გამოიმუშავა. შედეგად, The Hollywood Reporter-ის მონაცემებით, Inside […]
10 ყველაზე პოპულარული ქვეყანა დასასვენებლად

Statista-მ დასასვენებლად ყველაზე პოპულარული ქვეყნების ათეული გამოავლინა, რისთვისაც World Travel Market-ისა და Tourism Economics-ის მონაცემები გამოიყენა. ქვეყანაში შესული დამსვენებლების რაოდენობის მიხედვით, დასასვენებლად მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ადგილი საფრანგეთი აღმოჩნდა. ამ სახელმწიფომ 2023 წელს 72.4 მილიონი ტურისტი მიიღო ქვეყანაში, რაც მხოლოდ 1.6 მილიონით მეტია მეზობელ ესპანეთზე. საინტერესოა, რა აქცევს საფრანგეთს ასეთ პოპულარულ ადგილად? როგორც Statista-ს სტატიაში ვკითხულობთ, […]
ირაკლი ზარქუა ევროკავშირის ელჩს – არ მახსოვს, გადაგეხედათ რომელიმე მისია ან პროგრამა, როდესაც სააკაშვილის რეჟიმის რუტინა იყო ადამიანის ჩაგვრა, გაუპატიურება და ციხეში უბედურებები – საქართველომ რომ ქართული კანონი მიიღო, ამაზე ვიჩაგრებით და გვსჯით

არ მახსოვს, რომელიმე მისია გადაგეხედათ, ან პროგრამა როდესაც სააკაშვილის რეჟიმის რუტინა იყო ადამიანის ჩაგვრა, გაუპატიურება და ციხეში უბედურებები – საქართველომ რომ ქართული კანონი მიიღო, ამაზე ვიჩაგრებით და გვსჯით,- ასე მიმართავს “ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ზარქუა საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის. ზარქუამ მოუწოდა ჰერჩინსკს, გადახედოს იმ მონაცემებს, სადაც საქართველო რამდენიმე მიმართულებით მოწინავე ადგილს იკავებს და „გადაიფიქროს […]
დიმიტრი პესკოვი – დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა თეთრი სახლის მიერ შექმნილმა ატმოსფერომ გამოიწვია

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა ამჟამინდელი ადმინისტრაციის მიერ მის ირგვლივ შექმნილმა ატმოსფერომ გამოიწვია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციაში არ მიაჩნიათ, რომ ტრამპზე მკვლელობის მცდელობა აშშ-ის ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული. „მაგრამ კანდიდატი ტრამპის ირგვლივ შექმნილმა ატმოსფერომ გამოიწვია ის, რის წინაშეც დღეს ამერიკა დგას“, – დასძინა […]
რადოსლავ სიკორსკი – პოლონეთი უკრაინისკენ მიმავალი რუსული რაკეტების ჩამოგდებას განიხილავს

პოლონეთი განიხილავს უკრაინის წინადადებას რუსული რაკეტების შეჩერების შესახებ, რომლებიც უკრაინის ქალაქებზე დასარტყმელად მიემართებიან ან პოლონეთის ტერიტორიაზე შედიან, – CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ პარასკევს ნატო-ს სამიტის ფარგლებში American Enterprise Institute-ში სიტყვით გამოსვლის შემდეგ განაცხადა. „ჩვენი დილემა შემდეგია: თუ მათ ჩამოვაგდებთ მხოლოდ მაშინ, როცა ისინი ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვლენ, ნამსხვრევები საფრთხეს […]
ირაკლი ზარქუა – ძალიან ვწუხვარ, რომ უკვე ცალსახად, ნათლად ჩანს, როგორ არის ჩართული NDI და IRI შინაპოლიტიკურ საარჩევნო კამპანიაში

ძალიან ვწუხვარ, რომ უკვე ცალსახად, ნათლად ჩანს, როგორ არის ჩართული NDI და IRI შინაპოლიტიკურ საარჩევნო კამპანიაში. უკვე უფინანსებს კიდეც ამ რადიკალებს მოსახლობასთან შეხვედრებს, რომ დეზინფორმაცია გაავრცელონ, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ NDI-ს დაფინანსებით ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების შეხვედრას. ირაკლი ზარქუას განცხადებით, არასამთავრობოების ნაწილი ისევ მარგინალებს აფინანსებს. „შეგახსენებთ, შემდეგ ეს NDI და IRI იქნებიან […]