“სიტყვების ბრახა-ბრუხი არ არის საკმარისი” – კალაძის პასუხი პარტნიორების კრიტიკაზე

“სიტყვების ბრახა-ბრუხი არ არის საკმარისი, არგუმენტებით უნდა იყოს საუბარი…”, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე პარტნიორების კრიტიკას “გამჭვირვალობის კანონთან” დაკავშირებითა და შესაძლო დასანქცირების დაანონსებაზე. “ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვისმენთ მხოლოდ კრიტიკას და სამწუხაროდ ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი არგუმენტი რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი. მეორე ფრონტის გახსნას რაც შეეხება, ამაზე პირდაპირ იყო მოწოდებები ხო, ჩვენ ხო […]

ვენის სასოსისეები შესაძლოა, UNESCO-ს არამატერიალურ მემკვიდრეობად იქცეს

ვენის კიოსკები, რომლებიც ცნობილ ვენურ სოსისებს ყიდიან, შესაძლოა, UNESCO-ს მიერ ავსტრიის არამატერიალურ მემკვიდრეობად იქნას აღიარებული. ინიციატივა კიოსკების მეპატრონეებს ეკუთვნით. ვენის წაგრძელებული სოსისები (Wieners), ჩვეულებრივ, ჰოთ-დოგებში თავსდება. მათი გაყიდვა ჯიხურებში ჯერ კიდევ ავსტრია-უნგრეთის იმპერიის პერიოდში დაიწყო. მას შემდეგ ჯიხურები ადგილობრივი მცხოვრებლების საყვარელ დაწესებულებად იქცა. ამასთან, სოსისის გამყიდველებს საკუთარი ჟარგონი აქვთ, ხოლო თავად კიოსკები ადგილობრივი პოპკულტურისა და […]

რისთვის ემზადება ივანიშვილი და რა ბედი ელის მშრალ ხიდს?- ჟურნალისტური გამოძიება

რას უპირებს ბიძინა ივანიშვილი ძველმანების ბაზრობას? – მტკვრის მარჯვენა სანაპირო, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, 4078 კვადრატული მეტრი მიწა დედაქალაქის შუაგულში, “ქართული ოცნების” დამფუძნებელს ეკუთვნის. “შაბათის ეთერმა” აღმოაჩინა, რომ მშრალი ხიდის ძველმანების ბაზრობის ტერიტორია იმ გამონაკლისებს შორისაა, რომელიც ივანიშვილმა არც “ქართუ ფონდის” და არც თანაინვესტირების ფონდის სახელზე არ გადააფორმა. ბაზრობას ძველ თბილისში ოლიგარქი ასოციაცია ,,ატუს’’ სახელზე […]

“ევოლუშენ ჯორჯიას” გაფიცული თანამშრომლების რიცხვი გაიზარდა | პროტესტს კიდევ 500 ადამიანი შეუერთა

“ევოლუშენ ჯორჯიას” გაფიცული თანამშრომლების რიცხვი გაიზარდა | პროტესტს კიდევ 500 ადამიანი შეუერთა კომპანია “ევოლუშენ ჯორჯიას” გაფიცული თანამშრომლების რიცხვი გაიზარდა. პროტესტის მონაწილეებს კომპანიაში დასაქმებული კიდევ 500 ადამიანი შეუერთდა. გაფიცულები მათი უფლებების, მათ შორის შრომითი და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის ფაქტებს აპროტესტებენ, აგრეთვე მენეჯმენტის მხრიდან დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი მოპყრობის შემთხვევებზე საუბრობენ. დასაქმებულები ამბობენ, მათ სტრესულ გარემოსა და ანტისანიტარიაში […]

ზარქუა ტრამპზე: გლობალური ომის პარტიისგან თავდასხმის მკაფიო გამოხატულებაა

აშშ-ის მომავალ პრეზიდენტზე თავდასხმა არის კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულება გლობალური ომის პარტიის მხრიდან, თავის ოპონენტებს, განსხვავებული აზრის და იდეოლოგიის მქონეებს როგორ ესხმიან თავს. ვნახეთ ევროპაში ფიცო, შემდეგ გახსოვთ ჩვენს პრემიერმინისტრზე მუქარის წერილი, ახლა უკვე დაგვირგვინება პრეზიდენტობის კანდიდატზე ტყვიის გასროლის. ეს ყველაფერი ხდება წინასაარჩევნოდ სად? აშშ-ში, რომელიც ჩვენთვის იყო მაგალითი დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვის, განსხვავებული აზრის […]

“ალ ნასრმა” “მანჩესტერ სიტის” ედერსონის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო შესთავაზა

“ალ ნასრმა” “მანჩესტერ სიტის” ედერსონ მორაეშის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო შესთავაზა, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი რუდი გალეტი ავრცელებს. წყაროს ცნობით, არაბული კლუბი “ქალაქელებისგან” პასუხს უახლოეს 48 საათში ელოდება. თავდაპირველად “ალ ნასრს” მეკარის პოზიციაზე ვოიცეხ შჩესნის დამატება სურდა და “იუვენტუსთან” თანხმობასაც მიაღწია, თუმცა პოლონელი კარიერის გაგრძელებას ევროპაში გეგმავს. რაც შეეხება ედერსონს, “მანჩესტერ სიტი” მისი […]

ზარქუა ტრამპზე თავდასხმაზე: ეს გლობალური ომის პარტიის მკაფიო გამოხატულებაა

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა. ის მმართელი პარტიის პროპაგანდისტულ რიტორიკას იმეორებს და აღნიშნავს, რომ ინციდენტში წვლილი “გლობალურ ომის პარტიას” მიუძღვის. მან აშშ-ზე საუბრისას ასევე განაცხადა, რომ ქვეყნისგან, სადაც “ყოფილი პრეზიდენტის უფლებებიც არ არის დაცული”, შენიშვნებისა და “ნოტაციების” მიღებას აღარ აპირებს. “აშშ-ის მომავალი პრეზიდენტობის კანდიდატზე თავდასხმა ეს არის […]

ტრამპის მკვლელობის მცდელობა თეთრი სახლის შექმნილმა ატმოსფერომ გამოიწვია – დიმიტრი პესკოვი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა ამჟამინდელი ადმინისტრაციის მიერ მის ირგვლივ შექმნილმა ატმოსფერომ გამოიწვია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციაში არ მიაჩნიათ, რომ ტრამპზე მკვლელობის მცდელობა აშშ-ის ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული. „მაგრამ კანდიდატი ტრამპის ირგვლივ შექმნილმა ატმოსფერომ გამოიწვია ის, რის წინაშეც დღეს ამერიკა დგას“, – დასძინა […]

ციფრული ორთოდონტია და “დენტალ ველნესი” – რას სთავაზობს NB Dental-ის კლინიკები პაციენტებს?

ნინო ბერიძის სტომატოლოგიური კლინიკების ქსელი, რომელმაც ოპერირება 2010 წლიდან დაიწყო, გასულ თვეს TBC ბანკის ხელშეწყობით გაფართოვდა და თბილისში ორი განსხვავებული კონცეფციის ფილიალით არის წარმოდგენილი – ამის შესახებ “საქმიანი დილას” ეთერში კლინიკის დირექტორი, თამარ გეგია საუბრობს. “კლინიკა დაფუძნდა 2010 წელს, ექიმ-ორთოდონტ ნინო ბერიძის მიერ და, აგერ უკვე 14 წელია, წარმატებით ოპერირებს. 2018 წელს კლინიკამ გახსნა ახალი […]

ფიცოს თქმით, მასზე და ტრამპზე თავდასხმების სცენარები “ზუსტი ასლებია”

სლოვაკეთის პრემიერის, რობერტ ფიცოს თქმით, აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპსა და მასზე თავდასხმის მიღმა სცენარები ერთმანეთის “ზუსტი ასლებია”. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა. ფიცო წერს, რომ ტრამპის პოლიტიკური ოპონენტები საზოგადოებაში უკმაყოფილებასა და გაღიზიანებას აღვივებდნენ, რასაც აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობას მოჰყვა. “სცენარი თითქოს ზუსტი ასლია. დონალდ ტრამპზე თავდამსხმელს სლოვაკური რომ სცოდნოდა, საკმარისი იქნებოდა, წაეკითხა Dennik […]