Reuters – სენატორ მარკო რუბიოს აცნობეს, რომ ის დონალდ ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი არ იქნება

სენატორ მარკო რუბიოს აცნობეს, რომ ის დონალდ ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი არ იქნება, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. Fox News-ის ცნობით, მარკო რუბიოს გარდა, ტრამპის მიერ ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე არც ჩრდილოეთ დაკოტას გუბერნატორი, დაგ ბურგუმი იქნება არჩეული. გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს რამდენიმე საათში დაასახელებს.
მორიგი აღიარება – საქართველოს ორი მატჩი ათ საუკეთესოს შორის

ყოველგვარი გადაჭრბების გარეშე შეიძლება ითქვას, საქართველოს ნაკრებმა ევროპირველობაზე თავისი თამაშით საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. ამის დასტურია The Athletic-ის მიერ გამოქვეყნებული 10 საუკეთესო მატჩის რეიტინგი, რომელშიც “ჯვაროსნების” ორი შეხვედრა მოხვდა, თან ერთი მეორე ნომრად. 1. ესპანეთი – გერმანია (2:1), მეოთხედფინალი. 5. ავსტრია – თურქეთი (1:2), მერვედფინალი. 6. საქართველო – პორტუგალია (2:0), ჯგუფური ეტაპი. 7. ხორვატია – ალბანეთი […]
არის თუ არა საქართველო ნატოს სამიტის დღის წესრიგში?

ნატოს სამიტზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს. ქვეყანა პარტნიორებისთვის განკუთვნილ პროგრამაში მონაწილეობს – “პარტნიორობა მშვიდობისთვის”, თუმცა ამერიკელი და ევროპელი მაღალჩინოსნები იმეორებენ იმ შეშფოთებას, რაც საქართველოს ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევის თაობაზე აქვთ.
ტრამპზე თავდასხმის ახალი დეტალები

დონალდ ტრამპზე მომხდარი თავდასხმის ახალი დეტალები და გამკაცრებული უსაფრთხოების ზომები ამერიკის კონგრესში. თავდასხმიდან ორი დღის შემდეგ, სავარაუდოდ, დონალდ ტრამპი დღეს პირველად გააკეთებს განცხადებას ტელეკამერებთან და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატსაც წარადგენს – “ამერიკის ხმის” ჩართვა “ტვ პირველზე” Facebook Forum
გიორგი ჩაკვეტაძე – სექტორი, რომლისთვისაც გამჭვირვალობა პრიორიტეტული უნდა იყოს, თვითონაა გაუმჭვირვალე, ქართველი ხალხი იმსახურებს ამ ინფორმაციის მიღებას

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ კვლევას ეხმიანება, რომელიც ეხება არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების გამჭვირვალობის საკითხს და აღნიშნავს, რომ სექტორი, რომლისთვისაც გამჭვირვალობა პრიორიტეტული უნდა იყოს, თვითონაა გაუმჭვირვალე. ჩაკვეტაძის თქმით, კვლევით საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ნათელი ხდება, თუ რას ემსახურებოდა გამჭვირვალობის ქართული კანონის წინააღმდეგ მოწყობილი აჟიოტაჟი. „სექტორი, რომლისთვისაც […]
ემანუელ მაკრონი სალომე ზურაბიშვილს – გაუმარჯოს ევროპულ სულს, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ და რომელიც ყოველდღე გვაახლოებს

გაუმარჯოს ევროპულ სულს, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ და რომელიც ყოველდღე გვაახლოებს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პლატფორმა X-ზე წერს და ეხმაურება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მილოცვას „ბასტილიის დღესთან“ დაკავშირებით. „მადლობა ამ სურვილებისთვის, ძვირფასო სალომე. გაუმარჯოს ფრანგულ სულს და მის მატარებელ ღირებულებებს: თავისუფლებას, თანასწორობას და ძმობას. და გაუმარჯოს ევროპულ სულს, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ […]
საქართველოში ხორბლის იმპორტის ღირებულება წლიურად 35%-ით, მოცულობა კი 80%-ით გაიზარდა

საქართველოში ხორბლის იმპორტის ღირებულება წლიურად 35.3%-ითაა გაზრდილი მიმდინარე წლის 5 თვეში, ხოლო მოცულობა 75.9%-ით, რაც შემცირებული საშუალო იმპორტის ფასითაა გამოწვეული (-23.1% წ/წ). Galt&Taggart-ის მონაცემებით, გასული წლის იანვარ-მაისში ხორბლის იმპორტის ღირებულება 18 მლნ ლარი იყო, მიმდინარე წლის 5 თვეში კი 24 მლნ ლარი. „2024 წლის ივნისში ხორბლის ფასი თვიურად 6.4%-ით შემცირდა. მიუხედავად კლებისა, გლობალურად მიწოდების მოლოდინი […]
ომის შედეგად დაგროვილი 40 მილიონი ტონა ნანგრევებისგან ღაზის სექტორის გაწმენდას 100-ზე მეტი სატვირთო მანქანით 15 წელი დასჭირდება – გაერო

ომის შედეგად დაგროვილი 40 მილიონი ტონა ნანგრევებისგან ღაზის სექტორის გაწმენდას ასზე მეტი სატვირთო მანქანით 15 წელი დასჭირდება, – ამის შესახებ გაერო-ს შეფასებაშია აღნიშნული. ორგანიზაციის შეფასებით, ღაზის ნანგრევებიდან გაწმენდის ოპერაცია 500-600 მილიონი აშშ დოლარი დაჯდება. ამასთან, გაერო-ს გარემოსდაცვითი პროგრამის მიერ ივნისში გამოქვეყნებული შეფასების თანახმად, ღაზაში, ომის შედეგად, 137 297 შენობა დაზიანდა, რაც საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია. […]
რომელ რეგიონშია ყველაზე მეტი სასტუმრო და როგორია ფასების ტენდენცია 3,4,5-ვარსკვლავიან სასტუმროებში

PMCG-ის ტურიზმის კვარტალურ მიმოხილვის მიხედვით, იანვარ-მარტში, საქართველოში საოჯახო და 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში ფასები 5%-მდე გაიზარდა, კლებაა 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასებში. 2022 წლის I კვარტალთან შედარებით საოჯახო სასტუმროების ფასები საშუალოდ 5%-ით გაიზარდა, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების კატეგორიაში (საშუალოდ, წინა წლის I კვარტალთან შედარებით) – 3%-ით. თუმცა, კლება შეინიშნება 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასებში (-2%). კვლევის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 3-ვარსკვლავიან სასტუმროში […]
„გასულ წელთან შედარებით 10%-ით გაზრდილია ჯავშნები და საფასო ინდექსი“ – დოლიძე

HSC Group Hospitality დირექტორი და სასტუმრო Glarros OldTown-ის მმართველის გიორგი დოლიძის თქმით, გასულ წელთან შედარებით ჯავშნების მაჩვენებელი 10%-ით გაიზარდა. როგორც დოლიძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, გასული 2 თვის განმავლობაში სასტუმროს დატვირთულობა 85%-ს აღწევდა, ზრდა კი უმეტესად ჩინელი და მეზობელი ქვეყნების მოგზაურების ხარჯზეა. „ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტები ნამდვილად გაზრდილია, ეს სავარაუდოდ ხელშესახებია ყველა ტურისტული კომპანიისთვის და განთავსების […]