„ტელევიზორებზე მოთხოვნა 45%-ით გაიზარდა“ –„მეგატექნიკა“

კომპანია „მეგატექნიკას“ ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 თვეში ტელევიზორებზე მოთხოვნა 45%-ით გაიზარდა. როგორც კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი ნინო ავალიშვილი bmg-თან საუბრისას განმარტავს, განსაკუთრებული ზრდა ევროპის ჩემპიონატის პერიოდში დიდი ზომის ტელევიზორებზე დაფიქსირდა. „ჩვენი კომპანია უკვე 28 წელია ბაზარზეა და 2024 წლის 5 თვეში ჩვენი მაჩვენებლები მზარდია, იმედია წლის მეორე ნახევარშიც ასე გაგრძელება. განსაკუთრებით ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებთ გაზრდილი მოთხოვნა […]
ივნისში ოქროს ფასი სტაბილური იყო და თვე უნციაზე $2,327-ით დახურა – Galt&Taggart

2024 წლის ივნისში ოქროს ფასი სტაბილური იყო და თვე თითქმის უცვლელად – ერთ უნციაზე $2,327 ღირებულებით დახურა. ამის შესახებ Galt & Taggart-ი ნედლეულის ბაზრის ყოველთვიური მიმოხილვაში წერს. აშშ-ში დაფიქსირებული დასაქმების ძლიერი მაჩვენებლების შედეგად, საპროცენტო განაკვეთების კლების მოლოდინი კიდევ ერთხელ გადავადდა, რაც ოქროს ფასზე უარყოფითად მოქმედებს. ფედერალური რეზერვის წარმომადგენლების მიხედვით, მათ განაკვეთების კლების დაწყებამდე ინფლაციის შენელების […]
ტრამპზე თავდასხმამ ბაიდენის საარჩევნო სტრატეგია შეცვალა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტზე, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპზე თავდასხმის შემდეგ, დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის საარჩევნო შტაბმა სტრატეგია შეცვალა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. ბაიდენი და ტრამპი პოტენციური მეტოქეები არიან საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 5 ნოემბერს გაიმართება. Reuters-ის ცნობით, ბაიდენის შტაბმა გადაწყვიტა, უარი თქვას ტრამპის წინააღმდეგ ვერბალურ შეტევებზე და აქცენტი გააკეთოს ეროვნული ერთიანობის აუცილებლობაზე. […]
ამერიკის მართლმადიდებელმა მთავარეპისკოპოსმა რესპუბლიკური პარტიის ყრილობა დალოცა

ამერიკის ბერძნული მართლმადიდებელი არქიეპარქიის საჭეთმპყრობელმა, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ელპიდოფოროსმა რესპუბლიკური პარტიის ყრილობა დალოცა. “ვილოცოთ უფლისთვის. ყოვლისშემძლე და მარადიულო ღმერთო, მშვიდობით მოველით შენთან, ვევედრებით შენს სიკეთეს, გადმოხედო ამ ერთა შეკრების პოლიტიკურ ლიდერებს, გაუნათე მათ გულები და გონება, რათა ემსახურონ თავიანთ თანამოქალაქეებს. უბოძე დონალდ ჯეი ტრამპსა და მის მრჩევლებს სიბრძნე და წყალობა”. – ამბობს მთავარეპისკოპოსი რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე. სხვადასხვა […]
დონალდ ტრამპმა ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად ჯეი დი ვენსი დაასახელა

დონალდ ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის მხრიდან ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად სენატორი ჯეი დი ვენსი დაასახელა. 39 წლის ჯეიმს დევიდ ვენსი ოჰაიოს შტატის რესპუბლიკელი სენატორია. აღნიშნულ თანამდებობას ვენსი 2023 წლიდან იკავებს. 2003 წლიდან, სკოლის დასრულების შემდეგ, 4 წელი მსახურობდა საზღვაო ფეხოსანთა კორპუსში. 2009 წელს დაამთავრა ოჰაიოს უნივერსიტეტი, სადაც პოლიტოლოგიასა და ფილოსოფიას სწავლობდა, 2013 წელს დაასრულა იელის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. […]
მილერი კობახიძის განცხადებაზე: წარმოდგენა არ მაქვს, რას ნიშნავს ეს

წარმოდგენა არ მაქვს, რას ნიშნავს ეს როგორც გასულ ღამეს პრეზიდენტმა ამერიკელ საზოგადოებას მიმართა ოვალური ოფისიდან, თავი შეეკავებინათ სკეპულაციებისგან და არ გაეკეთებინათ უპასუხისმგებლო განცხადებები, ფაქტების გაგებამდე – ვფიქრობ, იგივე მიმართვას, უცხო ქვეყნებზეც გავავრცელებდი.
ქართველი მწარმოებლები ამერიკულ ბაზარზე

ნიუ-იორკში ქართველმა მწარმოებლებმა მსოფლიოს ერთ ერთ ყველაზე ცნობილ – Summer Fancy Food Show-ში მიიღეს მონაწილეობა. გამოფენაზე მსოფლიოს 57 ქვეყნის წარმომადგენლები იკრიბებიან, ექსპორტ-იმპორტიორები და მწარმოებლები ერთმანეთს ხვდებიან.
ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი ამერიკელებს ერთობისკენ მოუწოდებენ

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ამერიკელებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობიდან მეორე დღეს, პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ ისაუბრა და თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან გაკეთებული მიმართვის დროს თქვა, რომ ძალადობა დაუშვებელია.
ევროკავშირი უნგრეთის მიერ ორგანიზებული საგარეო საქმეთა მინისტერიალის ბოიკოტს აპირებს – „პოლიტიკო“

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უნგრეთის მიერ ორგანიზებული მინისტერიალისთვის ბოიკოტის გამოცხადებას აპირებენ და აგვისტოში ალტერნატიული შეხვედრის გამართვას გეგმავენ, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს. ცნობისთვის, უნგრეთი, რომელიც როტაციის პრინციპით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ჩატარებას 28-29 აგვისტოს ბუდაპეშტში აპირებს. როგორც „პოლიტიკო“ წერს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტებმა მოსკოვსა და პეკინში ევროკავშირის წევრი ქვეყნების უკმაყოფილება გამოიწვია, რის […]
ნუგზარ წიკლაური – ვფიქრობ, „ლელოს“ აუცილებლად აღმოაჩნდება რესურსი, გადადგას ზოგიერთი ნაბიჯი, რომელიც ჩვენი ერთობის უფრო მეტად შევსებას შეუწყობს ხელს – ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ერთიანობა მძლავრი იყოს

პარტია „ახალის“ მხრიდან არ არის საუბარი დახურული არავისთვის, არც „ლელოსთვის“. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ერთიანობა კიდევ უფრო მძლავრი იყოს, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, პარტიების გაერთიანების პროცესი დასრულებული არ არის და გარკვეული გადაადგილებები კიდევ შეიძლება მოხდეს. „ვსაუბრობდით „ლელოსთან“, „გირჩთან“, „დროასთან“. პარტია „ახალმა“ გააკეთა ყველაფერი, რომ […]