ევროკომისიამ უნგრეთის 6-თვიან თავმჯდომარეობას ბოიკოტი გამოუცხადა

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა გააუქმა უნგრეთში ევროკომისრების ვიზიტი. ისინი მონაწილეობას არც ევროკავშირის საბჭოს არაფორმალურ სხდომებში არ მიიღებენ. მოსკოვსა და პეკინში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ვიზიტების შემდეგ, ევროკომისიამ ამ ფორმით გამოუცხადა ბოიკოტი ევროკავშირში უნგრეთის 6-თვიან თავმჯდომარეობას. როტაციის წესით, უნგრეთი 1 ივლისიდან გახდა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა. ფონ დერ ლაიენის გადაწყვეტილება 15 ივლისს, ღამით გამოაცხადა ევროკომისიის […]
პეტ რაიდერი: “შემაშფოთებელი რიტორიკა, რომ აშშ გამიზნულად ცდილობდა რეგიონში დაძაბულობის გამწვავებას”

“რუსეთია ის, ვინც დაძაბულობის გამწვავებას ცდილობს”, – უთხრა “ამერიკის ხმას” პენტაგონის პრეს-სპიკერმა, პეტ რაიდერმა, საქართველოს მმართველი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენლის იმ განცხადებების შესახებ, რომელთა თანახმადაც, დასავლელი პარტნიორები თითქოს საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩათრევას ცდილობენ. ნატოს საიუბილეო სამიტამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა საქართველოსთან ერთობლივი, მრავალეროვნული წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადო. ეს პენტაგონის პირველი ოფიციალური ნაბიჯი იყო […]
ჯო ბაიდენი ჯეი დი ვანსზე – დონალდ ტრამპის კლონი – ვერ ვხედავ განსხვავებას

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპის ახლად არჩეულ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს, ჯეი დი ვანსს დონალდ ტრამპის კლონი უწოდა. ”ტრამპის კლონი ამ საკითხებზე. ვერ ვხედავ განსხვავებას“, – განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს ნევადაში გაფრენამდე. მოგვიანებით, მან NBC-თან ინტერვიუს დროს ამ თემაზე უფრო ვრცლად ისაუბრა და განმარტა, რომ ჯეი დი ვანსს აქვს იგივე პოლიტიკა, რაც ტრამპს, როდესაც საქმე ეხება გადასახადებს, […]
რუსეთის კურსკის ოლქში მდებარე ქარხანას ხანძარი გაუჩნდა დრონებით დარტყმის შედეგად

უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა იყო რუსეთის კურსკის ოლქზე. პირველი ცნობები ღამის პირველი საათის შემდეგ რუსული ტელეგრამ-არხებით გავრცელდა. ინტერნეტ-გამოცემა Baza-ს თანახმად, დრონებით შეტევამ ხანძარი გამოიწვია დაბა კორენევოში მდებარე დაბალვოლტიანი აპარატურის ქარხანაში. მუშების ევაკუაცია მეხანძრეების მისვლამდე მოხდა. Baza წერს, რომ ეს ქარხანა პროდუქციას აწარმოებს ენერგეტიკისა და სხვა დარგებისთვის. კორენევოს ქარხანაზე დრონებით შეტევა დაადასტურა კურსკის ოლქის გუბერატორის […]
დონალდ ტრამპი „რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნულ ყრილობაზე მივიდა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკიში მიმდინარე „რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნულ ყრილობაზე შეხვეული ყურით მივიდა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ის საჯარო ღონისძიებაზე გამოჩნდა შაბათს, პენსილვანიის შტატში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შემდეგ, რის შედეგადაც დაშავდა. ტრამპის გამოჩენას „რესპუბლიკელი“ მხარდამჭერების მხრიდან ოვაციები და შეძახილები მოჰყვა. ისინი მაღლა აწეული შეკრული მუშტებით სკანდირებდნენ : „აშშ“, “ბრძოლა! […]
ევროკომისია უნგრეთის მიერ ორგანიზებულ არაფორმალურ შეხვედრებზე კომისრებს არ გაგზავნის

ევროკომისია უნგრეთის თავმჯდომარეობის მიერ ორგანიზებულ არაფორმალურ შეხვედრებზე კომისრებს არ გაგზავნის, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერი, ერიკ მამერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „უნგრეთის თავმჯდომარეობის დაწყებასთან დაკავშირებული ბოლო მოვლენების ფონზე, პრეზიდენტმა (ურსულა ფონ დერ ლაიენმა) გადაწყვიტა, რომ ევროკომისია უმაღლესი საჯარო მოხელეების დონეზე მხოლოდ საბჭოს არაფორმალურ შეხვედრებზე იქნება წარმოდგენილი“- აცხადებს ერიკ მამერი. მისივე თქმით, ასევე გაუქმდა ევროკომისიის პირველი […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინას საჰაერო სივრცის სრულად დასაცავად Patriot-ის 25 საჰაერო სისტემა სჭირდება

უკრაინას, თავისი საჰაერო სივრცის სრულად დასაცავად, Patriot-ის სულ მცირე 25 საჰაერო სისტემა სჭირდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა დასავლელ პარტნიორებს, მისი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს მეტი F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი გადასცენ. ზელენსკის თქმით, შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების მიწოდების ექვსთვიანი დაგვიანების გამო, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ფრონტის ხაზზე […]
სერგეი ლავროვი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომებში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ლავროვი, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, უხელმძღვანელებს მინისტრთა დებატებს თემაზე „მრავალმხრივი თანამშრომლობა უფრო სამართლიანი, დემოკრატიული და მდგრადი მსოფლიო წესრიგის შექმნის ინტერესებში“, 17 ივლისს კი მინისტრები ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად შეიკრიბებიან. რუსული მედია წერს, რომ ლავროვის ვიზიტის ფარგლებში […]
დოლანდ ტრამპა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ჯეიმს დეივიდ ვანსი წარადგინა

აშში-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა, დოლანდ ტრამპა, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ჯეიმს დეივიდ ვანსი დაასახელა. “ხანგრძლივი განხილვებისა და ფიქრის შემდეგ, ბევრი სხვა ადამიანის დიდი ტალანტისა გათვალისწინებით, გადავწყვიტე, რომ ვიცე-პრეზიდენტობისთვის ყველაზე შესაფერისი კანდიდატია სენატორი ჯეიმს დეივიდ ვანსი ოჰაიოს შტატიდან”, – განაცხადა ტრამპმა. 39 წლის ვანსი ოჰაიოს შტატის სენატორია. ის რესპუბლიკური პარტიის წევრია, თუმცა წლების წინ ტრამპის აქტიური კრიტიკოსი იყო. “39 […]
მილერი გამოეხმაურა კობახიძეს, რომელმაც ტრამპზე თავდასხმა “გლობალური ომის პარტიას” დაუკავშირა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის შეფასებას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმის შესახებ. მილერმა განაცხადა, რომ ფაქტების დადასტურებამდე სასურველია სპეკულაციებისა და უპასუხისმგებლო განცხადებებისგან თავის შეკავება. ჟურნალისტმა ალექს რაფოღლუმ მას უთხრა, რომ კობახიძე ტრამპზე თავდასხმას ე.წ. გლობალური ომის პარტიას უკავშირებს. მილერმა განაცხადა, რომ წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს ეს. “მე […]