2024 წლის პირველ 6 თვეში საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტი 3 მლნ მგზავრზე მეტს მოემსახურა – მარიამ ქვრივიშვილი

2024 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ორ მილიონზე მეტი ტურისტული ვიზიტი დაფიქსირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით მეტია. ტურისტული ვიზიტები იზრდება როგორც ევროკავშირის ქვეყნებიდან, ასევე სპარსეთის ყურიდან და ახალი ტურისტული ბაზრებიდან – ინდოეთიდან და ჩინეთიდან. ამავე პერიოდში, საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით 3 220 599 მგზავრს მოემსახურა, რაც 30%-ით აღემატება 2023 წლის […]

მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტი რომ მოვიზიდოთ, დასახვეწია სერვისი და სტაბილური გარემო გვჭირდება – შოთა ბურჯანაძე

„ჩვენთან ხშირად ფასები უფრო მეტია, ვიდრე მიღებული სერვისი, მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები რომ მოვიზიდოთ, დასახვეწია სერვისი და სტაბილური გარემოა საჭირო“, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ბოლო 6 თვის მონაცემებით, საქართველოში შემოსულ ტოპ 15 ქვეყნის ტურისტებში მხოლოდ 2-ია დასავლეთ ევროპული ქვეყანა. ძირითადად საქართველოსადმი ინტერესს მეზობელი ქვეყნებიდან – თურქები, სომხები, […]

ივნისში სპილენძის ფასი 4.6%-ით შემცირდა, ფეროსილიკონის – 3.2%-ით – Galt & Taggart

2024 წლის ივნისში სპილენძის ფასი თვიურად 4.6%-ით შემცირდა, – ამის შესახებ Galt & Taggart-ი ნედლეულის ბაზრის ყოველთვიური მიმოხილვაში წერს. გაზაფხულზე დაფიქსირებული რეკორდული $11,000-იანი ნიშნულის შემდეგ, რაც ტრეიდერების სპეკულაციის შედეგი იყო, ფასი შედარებით დასტაბილურდა. თუმცა, მაღალმა ფასებმა მომხმარებლებს შესყიდვების გადავადება აიძულა და დეფიციტის მოლოდინები არ რეალიზდა. შედეგად, ივნისის დასაწყისში ჩინეთში სპილენძის მარაგები 2020 წლის შემდეგ უმაღლეს […]

რაიდერი: შემაშფოთებელი რიტორიკაა, რომ აშშ რეგიონში დაძაბულობის გამწვავებას ცდილობდა

გენერალ-მაიორი, პენტაგონის პრესსპიკერი პეტ რაიდერი, ამბობს, რომ ამერიკა აფასებს იმ ორმხრივ ურთიერთობას, რაც საქართველოსთან წლებია აკავშირებს და დიალოგს განაგრძობს. თუმცა, წვრთნების გადადების გადაწყვეტილების მიზეზი ის შემაშფოთებელი რიტორიკა გახდა, რომლის მიხედვითაც, ამერიკა გამიზნულად ცდილობს რეგიონში ვითარების დაძაბვას. ამის შესახებ მან ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ისაუბრა. “სამწუხაროდ, მიღებულია გადაწყვეტილება ამ წვრთნების გადადების შესახებ, მისი გაუქმების შესახებ იმ ფაქტის […]

ისტორიაში პირველად ევროპის უნივერსიადაზე საქართველოს სტუდენტურმა ნაკრებმა ხუთი მედალი მოიპოვა

უნგრეთი 2024 წლის ევროპის საუნივერსიტეტო თამაშებს მასპინძლობს. უნივერსიადაზე წარმატებით იასპარეზა საქართველოს სტუდენტურმა ნაკრებმა. შვიდ წონით კატეგორიაში ქართველმა სტუდენტმა ძიუდოისტებმა ოთხი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. უნივერსიადის ჩემპიონობა გიორგი ახალაურმა (-73კგ), ვაჟა ავაზნელმა (-81კგ), აკაკი ჯაფარიძემ (-90კგ) და ირაკლი დემეტრაშვილმა (+100კგ) იზეიმეს. ბრინჯაოს პრიზიორი კი -100კგ წონით კატეგორიაში ნიკა ხარაზიშვილი გახდა. სტუდენტი სპორტსმენები უნივერსიადაზე საქართველოს […]

ისტორიაში პირველად საქართველოს შვიდქალა რაგბის ნაკრები „რაგბი ევროპის” ჩემპიონატზე იასპარეზებს

ბუდაპეშტმა “რაგბი ევროპის ალაფის” მეორე ეტაპს უმასპინძლა. ტურნირზე საქართველოს შვიდქალა რაგბის ნაკრები ბრინჯაოს პრიზიორი გახდა და ორი ეტაპის შედეგად დაგროვებული 34 ქულით ისტორიაში პირველად “რაგბი ევროპის” ჩემპიონატზე იასპარეზებს. ქართველმა მორაგბეებმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მასპინძელი უნგრეთი ანგარიშით 28:10 დაამარცხეს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს შვიდქალა რაგბის ნაკრები ტურნირის პირველ ეტაპზე ზაგრებში შვედებს დაუპირისპირდა, შეხვედრა ანგარიშით 7:31 დათმო და […]

იოსებ მურმანიშვილი – ოსტეოართრიტის სამკურნალოდ კლინიკა „ნიუმედი“ პაციენტებს ინექციური მკურნალობის მეთოდს სთავაზობს, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სახსრების ფუნქციას და შესაბამისად ზრდის პაციენტის ცხოვრების ხარისხს

მუხლის ოსტეოართრიტის მკურნალობის თანამედროვე მიდგომაზე „ნიუმედის“ ექიმი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი იოსებ მურმანიშვილი საუბრობს. – რა ასაკიდან იჩენს თავს ოსტეოართრიტი და რა სიმპტომები ახასიათებს მას? – მუხლის ოსტეოართრიტი არის დეგენერაციული დაავადება, რომელიც თავს იჩენს ძირითადად 50 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაში. ოსტეოართრიტი ასევე ხშირი პრობლემაა შედარებით ახალგაზრდა, ჭარბი წონის მქონე ქალბატონებში. ოსტეოართრიტი სახსრების პროგრესირებადი დაავადება, რომელიც ხშირად აზიანებს მენჯ-ბარძაყისა […]

ვიქტორ ორბანი ევროკავშირს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ მოუწოდებს

ვიქტორ ორბანი ევროკავშირს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს, რომელმაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტისთვის, შარლ მიშელისთვის გაგზავნილ წერილზე წვდომა მოიპოვა. Bild-ის ცნობით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა „სამშვიდობო ტურის“ შემდეგ, უკრაინის, რუსეთის, ჩინეთის, თურქეთის ლიდერებთან და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრების შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ […]

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის პარტიების რეგისტრაციის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს

დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები. განაცხადების მიღების ვადა 15 ივლისს ამოიწურა. ცესკოს რეგისტრაციის მოთხოვნით 28 პოლიტიკურმა გაერთიანებამ მომართა, საიდანაც უკვე რეგისტრირებულია 9 პოლიტიკური პარტია, ხოლო რეგისტრაციის პროცედურებს გადის 19. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად პარტია ვალდებულია […]

პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია

პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „15 ივლისს საქართველოს პრეზიდენტს წერილობით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, 2024 წლის 18 ივლისის 12:00 საათიდან პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ. დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ. პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტს რიგგარეშე სესიის დღის წესრიგით გათვალისწინებულ სავარაუდო საკითხებთან ერთად განიხილოს და […]