ყარაბაღელი სომხები უფლებების დაცვის მოთხოვნით გაეროს წარმომადგენელს შეხვდნენ

15 ივლისს, გაეროს ერევნის ოფისის ხელმძღვანელმა ფრანსუაზა ჟაკობმა პირობა დადო, რომ კოლეგებს გადასცემდა ყარაბაღელი სომხების მოთხოვნებს მათი უფლებების დაცვისა და სომხური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების შესახებ ყარაბაღში. ამის შესახებ შეხვედრის მონაწილეებმა “კავკაზსკი უზელს” განუცხადეს. “კავკაზსკი უზელის” ცნობით, 15 ივლისს, ოთხი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც მონაწილეობდა 9 ივლისს გაეროს ოფისის წინ მიმდინარე აქციაში, შეხვდა გაეროს მუდმივ კოორდინატორს […]

კოპას ფინალზე ჩხუბის გამო კოლუმბიის ფედერაციის პრეზიდენტი და მისი შვილი დააკავეს

კოპა ამერიკას ფინალზე ჩხუბის გამო აშშ-ის პოლიციამ კოლუმბიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და მისი ვაჟი დააკავა. ტურნირის ფინალური შეხვედრა არგენტინისა და კოლუმბიის ნაკრებებს შორის 15 ივლისს მაიამიში გაიმართა. შეხვედრა არგენტინელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. პოლიცია მამა-შვილს სტადიონის დაცვის თანამშრომლებთან ჩხუბს ედავება. როგორც APNews წერს მატჩის დასრულების შემდეგ კოლუმბიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და მისი ვაჟი ფეხბურთელების გასასვლელიდან […]

ევროკომისრები უნგრეთში მინისტრების არაფორმალურ შეხვედრებს არ დაესწრებიან — მედია

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ევროკომისრები უნგრეთში დაგეგმილ მინისტრების არაფორმალურ შეხვედრებს არ დაესწრებიან. POLTITICO-ს ცნობით, ევროკომისიამ თავის კომისრებს სთხოვა, ევროკავშირის საბჭოს უნგრეთის თავმჯდომარეობის პერიოდში, მინისტრების არაფორმალურ შეხვედრებს არ დაესწრონ. როგორც გამოცემა წერს, ევროკომისია აპირებს, კომისრების ნაცვლად შეხვედრებზე საჯარო მოხელეები გაუშვას და ამით ბუდაპეშტს მესიჯი გაუგზავნოს, რომ მის მიერ ევროკავშირის თავმჯდომარეობის აგდებული გამოყენება მიუღებელია. უთხრა, ევროკავშირის ერთ-ერთმა ოფიციალურმა […]

ტრამპი ოფიციალურად დაასახელეს რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატად

აშშ-ის რესპუბლიკურმა პარტიამ ოფიციალურად დაასახელა დონალდ ტრამპი თავის საპრეზიდენტო კანდიდატად ზედიზედ მესამედ. თავდასხმის შემდეგ რესპუბლიკური პარტიის ეროვნულ ყრილობაზე დონალდ ტრამპი შეხვეული ყურით გამოჩნდა. დამსწრეები მას შეხვდნენ შეძახილებით „ბრძოლა! ბრძოლა! იბრძოლე!”. რესპუბლიკური პარტიის ოთხდღიანი ყრილობა 15 ივლისს, მილუოკიში გაიხსნა. მოსალოდნელია, რომ ტრამპი ოფიციალურად მიიღებს ნომინაციას და და სიტყვით გამოვა ხუთშაბათს საღამოს. დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად სენატორი […]

პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია

პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ 15 ივლისს პრეზიდენტს წერილობით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ. ის რიგგარეშე სესიის მოწვევას 18 ივლისის 12:00 საათიდან ითხოვდა. ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტს, რიგგარეშე სესიის დღის წესრიგით გათვალისწინებულ სავარაუდო საკითხებთან ერთად, განიხილოს და კენჭი უყაროს 2024 წლის 24 მაისს პრეზიდენტის მიერ […]

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქი ნინოწმინდა, სოფელი სამებაა. მათივე ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 3,1 მაგნიტუდა შეადგინა.

ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისას – ევროკავშირის წარმომადგენლობა

2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს, – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ევროკომისიის მონაცემებით, 2019-2024 წლებში საქართველოს სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ მიღებული ევროკავშირის დაფინანსება 517 მლნ ევროს შეადგენდა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი თანხა – 46.1 მლნ ევროს. „ევროკავშირის 46.1 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება […]

დაბა წაღვერში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი დაფიქსირდა

სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა დაბა წაღვერში, სახელმწიფო ტყეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ადგილობრივმა მკვიდრმა 6 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი უკანონოდ მოიპოვა. სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული ოქმი. მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი გადატანილია წაღვერის „საქმიან ეზოში“. „კანონდარღვევის აღკვეთის მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტოს […]

თიბისის TechXplore ღონისძიება

„TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ პროექტის ფარგლებში, თიბისიმ USAID-თან პარტნიორობით, განსხვავებული კონცეფციისა და გამოცდილების ტექღონისძიება TechXplore გამართა, რომელსაც კახა ბენდუქიძის კამპუსმა უმასპინძლა. TechXplore-ის მიზანია, ხელი შეუწყოს მულტიფუნქციურ გუნდებში მუშაობის გამოცდილების მიღებას, პროექტის ფარგლებში აკუმულირებული ცოდნის დემონსტრირებასა და პრაქტიკაში ინტეგრაციას, კომუნიკაციის, კოლაბორაციისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას. ოთხი დღის განმავლობაში გუნდებმა, რომლებიც დაკომპლექტდნენ ტექნოლოგიურ სფეროში სხვადასხვა […]

ვიქტორ ორბანი ევროკავშირს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ მოუწოდებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული Bild-ი ავრცელებს. Bild-ის ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის, რუსეთის, ჩინეთის, თურქეთის ლიდერებთან და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრების შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს წერილი მისწერა, სადაც ორბანი შარლ მიშელს „მშვიდობის კონფერენციის“ შესახებ ჩინეთთან მოლაპარაკებების დაწყებისკენ, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ […]