გერმანია კიევის ბავშვთა საავადმყოფოს აღსადგენად 10 მილიონ ევროს გამოყოფს

გერმანია უკრაინას რუსეთის თავდასხმის შედეგად ნაწილობრივ დანგრეული კიევის “ოჰმატდიტის” ბავშვთა საავადმყოფოს აღსადგენად 10 მილიონ ევროს გამოუყოფს, – ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრმა სვენა შულცმა განაცხადა. „ვერ შევურიგდებით იმ ფაქტს, რომ უკრაინაში ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების სამკურნალო ადგილი აღარ არსებობს“, – განაცხადა მინისტრმა. მისი ინფორმაციით, გამოყოფილი თანხა, სხვა დონორებისა და შემომწირველების თანხებთან ერთად, […]

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს დილით საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ­დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქა­ლაქ დე­დოფ­ლის­წყა­რო­დან 5კმ-ის და­შო­რე­ბით, სო­ფელ ლე­ნი­ნოვ­კა­ში იყო. მიწისძვრის სიმძლავრე 4.8 მაგნიტუდას შეადგენდა.

დიმიტრი მედვედევი – უკრაინამ, შესაძლოა, 2034 წლამდე არსებობა შეწყვიტოს

უკრაინამ, შესაძლოა, 2034 წლამდე არსებობა შეწყვიტოს, როცა სავარაუდოდ მისი ნატო-ში მიღება იგეგმება, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. „ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, სტოლტენბერგმა ცოტა ხნის წინ ღიად განაცხადა, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების კარგ სცენარად მიიჩნევს 2034 წელს, ანუ არასოდეს“, – განაცხადა პოლიტიკოსმა. მისი თქმით, იმ დროისთვის ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები არ […]

CNN – საიდუმლო სამსახურს დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით ირანის გეგმის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა, რის გამოც უსაფრთხოების ზომები გააძლიერა

აშშ-ის ხელისუფლებამ მოიპოვა საიდუმლო ინფორმაცია ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით ირანის გეგმის შესახებ, რამაც განაპირობა ის, რომ საიდუმლო სამსახურმა ყოფილი პრეზიდენტის გარშემო უსაფრთხოების ზომები გააძლიერა, – ინფორმაციას CNN-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, ტელეკომპანიის წყაროების განცხადებით, არ არსებობს რაიმე მითითება, რომ თომას მეთიუ კრუკსი, რომელმაც შაბათს ყოფილი პრეზიდენტის მოკვლა სცადა, აღნიშნულ საიდუმლო გეგმასთან […]

ემანუელ მაკრონი პრემიერ-მინისტრ გაბრიელ ატალის გადადგომის თხოვნას დაეთანხმა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრ გაბრიელ ატალისა და მისი მინისტრთა კაბინეტის გადადგომაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა, მთავრობა ამჟამინდელი შემადგენლობით მუშაობას მინისტრთა ახალი კაბინეტის დანიშვნამდე გააგრძელებს. „იმისათვის, რომ ეს პერიოდი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს, რესპუბლიკის პოლიტიკურმა ძალებმა ერთად უნდა იმუშაონ და შექმნან ერთიანი ფრონტი იმ პროექტებისა და გადაწყვეტილებების ირგვლივ, რომლებიც ფრანგი ხალხის ინტერესებში იქნება“, – ნათქვამია ელისეის […]

Reuters – შარლ მიშელმა ვიქტორ ორბანს „სამშვიდობო მისიასთან“ დაკავშირებით საპასუხო წერილი გაუგზავნა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის „სამშვიდობო მისიას“ ეხმაურება და აცხადებს, რომ მას ომზე სასაუბროდ ევროკავშირისგან მანდატი არ აქვს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ორბანმა ევროკავშირის ლიდერებს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი მზად არის დაუყოვნებლივ იმოქმედოს, როგორც რუსეთ-უკრაინის ომში მშვიდობის მიღწევის […]

ამერიკელი სენატორი კორუფციის ბრალდებით გაასამართლეს და ყველა პუნქტში დამნაშავედ ცნეს

16 ივლისს, აშშ-ის სენატორი ბობ მენენდესი დამნაშავედ ცნეს მისთვის წაყენებულ ყველა 16 ბრალდებაში, სხვათა შორის, ქრთამის აღებაში. მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში ნაფიცი მსაჯულები 12 საათზე მეტხანს მსჯელობდნენ სამი დღის განმავლობაში, სანამ გამოიტანდნენ განაჩენს სასამართლო პროცესზე, რომელიც ცხრა კვირა გრძელდებოდა. 70 წლის მენენდესმა არ აღიარა წაყენებული დანაშაული – ბრალდებები, რომელთა შორის იყო მისი – როგორც უცხოური აგენტის […]

ჯონსონის თქმით, ტრამპს უკრაინაზე ესაუბრა და სჯერა, რომ იგი ომში მხარდაჭერას არ შეწყვეტს

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვდა მას შემდეგ, რაც 13 ივლისს მხარდამჭერებთან წინასაარჩევნო ყრილობის დროს შეიარაღებულმა თავდამსხმელმა დონალდ ტრამპის მოკვლა სცადა. “დიდებულია პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა, რომელიც საუკეთესო ფორმაშია მისი მოკვლის მცდელობის შემდეგ. ჩვენ უკრაინაზე ვისაუბრეთ და ეჭვიც არ მეპარება, რომ იგი ძლიერი და გაბედული იქნება ამ ქვეყნის მხარდაჭერასა და […]

ლავროვი ამბობს, რომ აშშ საფრთხეს უქმნის მულტილატერალიზმს – აშშ მის ნათქვამს უარყოფს და “წუწუნს” უწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 16 ივლისს დაადანაშაულა აშშ, რომ ის “უსიტყვო მორჩილებას” მოითხოვს მოკავშირეებისგან და საფრთხეს უქმნის მულტილატერალიზმს. ამის საპასუხოდ, აშშ-მა მისი გამონათქვამები გაეროს უშიშროების საბჭოში შეაფასა, როგორც “წუწუნი”. რუსეთის მინისტრის გამოსვლას უკრაინაში შეჭრის შემდეგ აშშ-მა ასევე უწოდა ფარისევლობა. ლავროვი თავმჯდომარეობდა საბჭოს სხდომას, რომელიც რუსეთმა, როგორც 15 წევრიანი ორგანოს თავმჯდომარემ, მოიწვია ივლისში და […]

ბოკერია: კლიშე ტრამპზე, რომ მისი გამარჯვება რუსეთთან “დალაგებას” ნიშნავს, ღრმად მცდარია

პარტია ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, კლიშეები ტრამპის შესახებ, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვება ავტომატურად “რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას” ნიშნავს, “ღრმად მცდარია” და ამ შეხედულების საპირისპირო მტკიცებულებებიც არსებობს. “თუ ვიმსჯელებთ მისი საპრეზიდენტო ვადით, იქ პირიქით, გამწვავდა [რუსეთთან] ურთიერთობა დე ფაქტო. ტრამპის პრეზიდენტობის დროს იყო, როცა სანქცია დაედო გაზპრომის ნავთსადენს; ტრამპის კამპანიის დროს ირანის მთავარი […]