9 კომპანიას საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა – ვინ არიან მფლობელები?

პრემიერ-მინისტრის განკარგულებების მიხედვით, 9 კომპანიას საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა. „კომერსანტი“ გთავაზობთ კომპანიების ჩამონათვალს და მათ მფლობელებს: · შპს სტატუს თრეიდინგ – კომპანიის მესაკუთრე და დირექტორი ბელა გასოიანია. · შპს სოფთვეა ქანთრი ჯორჯია – კომპანია რუსეთისა და ისრაელის ორმაგ მოქლაქეს, მაქსიმ დრაშჩინსკის ეკუთვნის და თავადაა დირექტორიც. · შპს ბელკა გეიმზ გე – კომპანიას კვიპროსზე რეგისრტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობისსაზოგადოება […]
საქართველოში 4.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ეპიცენტრი დედოფლისწყაროსთან იყო

საქართველოში, თბილისის დროით 06:09 საათზე 4.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დედოფლისწყაროდან 4 კილომეტრის დაშორებით, სოფელ ლენინოვკაში იყო.
შეარჩიეთ საუკეთესო ლამინირებული იატაკი მოდუსთან ერთად (რ)

იატაკის შერჩევა არის ერთერთი გადამწყვეტი კომპონენტი სახლის დიზაინის ჩამოყალიბებისას. სტატისტიკამ აჩვენა, რომ ლამინირებული იატაკი არის ყველაზე ხშირად გაყიდვადი იატაკის საფარი, რომელიც აერთიანებს პრაქტიკულობას, გამძლეობას და ხელმისაწვდომობას. მისი შიგთავსი დამზადებულია გადამუშავებული ნატურალური ხისა და წებოსაგან. ზემოდან კი გადაკრული აქვს ნესტგამძლე პრიალა ზედაპირი. ბაზარზე გვხვდება სხვადასხვა კლასის ლამინატი, მაგალითად 31, 32 და 33. რაც უფრო მაღალია კლასის […]
ბორის ჯონსონმა დონალდ ტრამპთან უკრაინის საკითხი განიხილა

ბორის ჯონსონმა დონალდ ტრამპთან უკრაინის საკითხი განიხილა, – ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ავრცელებს. „პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრით მოხარული ვარ. ჩვენ უკრაინის საკითხი განვიხილეთ და ეჭვი არ მეპარება, რომ ის ამ ქვეყნის მხარდაჭერისა და დემოკრატიის დაცვის საქმეში ძლიერი და მტკიცე იქნება“, – წერს ბორის ჯონსონი სოციალურ ქსელში. დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, რომ დონალდ […]
“ახლა ხელფასების ზრდა წარმოუდგენელია” – რესტორატორი

“ახლა ხელფასების ზრდა წარმოუდგენელია”, – ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. როგორც მან BMG-სთან აღნიშნა, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, რესტორნებში ანაზღაურების ზრდის შესაძლებლობა არ არის. “დამატებით ხელფასების ზრდა წარმოუდგენელია. ბაზარი გაჯერებულია, შესაბამისი ხელფასია. დღეს არსებული ხელფასები იმდენით არის გაზრდილი, ამაზე მეტის ზრდის საშუალება, არ არის. ბრუნვა, რომელიც სფეროშია, დამსაქმებელს საშუალებას არ აძლევს, დასაქმებულებს […]
“ყველაზე მეტი ტურისტი აშშ-დან გვყავს” – Caucasus Travel

2024 წლის ტურისტული სეზონის მოლოდინებზე BM.GE-სთან Caucasus Travel-ის დირექტორი, მაია კიკნაძე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად მგზავრთნაკადის ზრდისა, კომპანია იმავე შედეგებს ელოდება, რაც გასულ წელს ჰქონდათ. “ჩვენი კომპანიის მაგალითზე, ზრდა მკვეთრი არ არის 2023 წელთან შედარებით, ალბათ იგივე მონაცემებზე გავალთ, როდესაც ზუსტ სტატისტიკას დავთვლით. საერთოდ, 2019 წელს რომ შევადაროთ, რაზეც გვაქვს სწორება, პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით […]
“გაუგებარია, რატომ ხდება თამბაქოს წარმოებაზე სალიცენზიო მოსაკრებლის დაწესება” – ექსპერტი

პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილავენ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის ფარგლებშიც საქართველოში თამბაქოს წარმოების ლიცენზირების პირობები და სალიცენზიო მოსაკრებელი ₾50 000 განისაზღვრა. მთავრობის ამ გადაწყვეტილებას “გაუგებრად” მიიჩნევს ეკონომიკისა და სამართლის საკითხების ექსპერტი, ზვიად სხვიტარიძე, რომელმაც ამ საკითხზე “საქმიანი დილას” ეთერში ისაუბრა. “საკმაოდ ბუნდოვანი და გაუგებარია ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა. დასაბუთებაც, რაც არის განმარტებით ბარათში მითითებული, რომ ეს […]
რობოტი ოთახი “ავერსის” აფთიაქში, დიზაინის განახლება… – კომპანიის განვითარების გეგმები

ფარმაცევტული კომპანია „ავერსის“ დამფუძნებელი, პაატა კურტანიძე კომპანიაში მიმდინარე პროექტებსა და განვითარების გეგმებზე საუბრობს. მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს აფთიაქების დიზაინის განახლება. „ეს არის პროცესი, რაც ყოველ 5-7 წელიწადში ერთხელ ხდება. რადგან იზრდება მოთხოვნები მომხმარებლის მხრიდან. შემოდის უკეთესი სარემონტო მასალები. სხვათა შორის ჩვენ ხშირად ჩამოგვდის უცხოელი პარტნიორები, რამდენიმე ხნის წინ გვყავდა სტუმრები, როგორც მათ გვითხრეს, 82 […]
ისრაელმა ლიბანში „ჰეზბოლას“ ობიექტებს დაარტყა

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სამხრეთ ლიბანის რამდენიმე ქალაქში მოიერიშე თვითმფრინავებით “ჰეზბოლას” ტერორისტულ ინფრასტრუქტურას დაარტყეს, ერთ-ერთ სოფელში კი საფრთხე არტილერიის გამოყენებით გაანეიტრალეს, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ღამით ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით დაახლოებით 15 რაკეტა გაისროლეს, რომელთა ნაწილი საჰაერო თავდაცვამ მოიგერია, ნაწილი კი – ღია ადგილებში […]
ორბანს ისევ შეახსენეს, რომ ევროკავშირის სახელით „სამშვიდობო მისიის“ მანდატი არ აქვს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საპასუხო წერილი გაუგზავნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს და კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ უფლებამოსილი არ არის ევროკავშირის სახელით უკრაინის შესახებ ისაუბროს. ორბანი თავისი ინიციატივით ცდილობს „სამშვიდობო მისიის“ შესრულებას უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების დასაწყებად. კიევი ამ მცდელობას უარყოფს. ორბანმა, რომელიც უკრაინის სამხედრო დახმარებას და რუსეთის სანქცირებას ეწინააღმდეგება, კრემლთან კარგი ურიერთობა შეინარჩუნა […]