“დაიცავი არჩევნები” – ცესკოს ყოფილმა თავმჯდომარეებმა ახალი გაერთიანება დააფუძნეს

ცესკოს ყოფილმა თავმჯდომარეებმა და თანამშრომლებმა დააფუძნეს ახალი მოძრაობა დაიცავი არჩევნები, რომელიც, მათი თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება. მოძრაობის პრეზენტაცია დღეს, 17 ივლისს გაიმართა. როგორც დამფუძნებლები ამბობენ, მათი გაერთიანება მზადაა, ოქტომბრის არჩევნების დაკვირვებაში აქტიურად ჩაერთოს და ამისთვის მოხალისეებს შესაბამის ტრენინგებს უკვე უტარებენ. ერთ-ერთი დამფუძნებლის, ცესკოს ყოფილი თავმჯდომარის, ლევან თარხნიშვილის თქმით, ქართული ოცნება 2024 წლის საპარლამენტო […]

ჩინეთმა აშშ-სთან ბირთვული გაუვრცელებლობის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა

ჩინეთმა აშშ-სთან ბირთვული გაუვრცელებლობისა და შეიარაღების კონტროლის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა. აღნიშნული ნაბიჯი პეკინმა ვაშინგტონის მიერ ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის საპასუხოდ გადადგა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ს მიერ ტაივანისთვის იარაღის მიყიდვა სერიოზულად აზიანებს პოლიტიკურ ატმოსფეროს ორ მხარეს შორის შეიარაღების კონტროლზე კონსულტაციების გაგრძელებისთვის. “სწორედ ამის გამო, ჩინეთმა გადაწყვიტა შეაჩეროს აშშ-სთან მოლაპარაკებები ბირთვული […]

ტურისტული სეზონი ბათუმში – როგორია კომპლექსი ვაითსეილსის მოლოდინები

გასულ წელთან შედარებით, უკეთეს ტურისტულ სეზონს ელოდებიან ბათუმში – ამის შესახებ ბათუმში, ახალ ბულვარში მდებარე სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსი ვაითსეილსის გენერალური მენეჯერი, ნათია გოგიძე გვესაუბრა. რეზორტული ტიპის კომპლექსი ვაითსეილსი 4* აპარტოტელ ვაითსეილს რეზიდენშალს და ლოკალურ 5* სასტუმროს ბრენდ გრანდერს აერთიანებს. კომპლექსი ვაითსეილსისთვის ტურისტული სეზონი კარგად დაიწყო, ივლისის მეორე ნახევრიდან კი აპარტორელ ვაითსეილს რეზიდენშალშიც და სასტუმრო […]

აშშ-ში ბრალი წაუყენეს ქართველს, რომელიც რასობრივ ნიადაგზე ბავშვების მასობრივად მოწამვლას გეგმავდა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის თანახმად, 21 წლის მიხეილ ჩხიკვიშვილი წინასაახალწლოდ თანამზრახველების გამოყენებით გეგმავდა სანტა კლაუსის ფორმით შხამიანი კანფეტების დარიგებას ბრუკლინის ებრაულ სკოლებში მყოფი ბავშვებისა და სხვა რასობრივი უმცირესობის წარმომადგენლებისათვის. მიხეილ ჩხიკვიშვილს მასობრივი თავდასხმების დაგეგმვასა და სიძულვილის ნიადაგზე დანაშაულის წაქეზებაში ფედერალურმა დიდმა ჟიურიმ ბრუკლინში წაუყენა ბრალი. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადების თანახმად, ჩხიკვიშვილი, იგივე “ყასაბი”, იგივე „ყასაბი მეთაური“ […]

ოკუპირებულ აფხაზეთში აქციის მონაწილეებსა და “სამართალდამცავებს” შორის შეტაკება მოხდა

ოკუპირებულ აფხაზეთში აქციის მონაწილეებსა და “სამართალდამცავებს” შორის შეტაკება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლების” პროექტი “ეხო კავკაზა” ავრცელებს. მათი ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის “პარლამენტის” ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტმა მხარი დაუჭირა აღმოსავლეთ აფხაზეთში აპარტამენტების თაობაზე კანონპროექტს. კანონპროექტის განხილვა და საკომიტეტო მიღება მასობრივი აქციების ფონზე მიმდინარეობდა. გამოცემის ცნობით, აქციის მონაწილეები “დეპუტატების” ხალხთან გამოსვლას ითხოვდნენ, თუმცა მათ მოთხოვნა […]

ჩარლზ III – მთავრობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის სრულ მხარდაჭერას გააგრძელებს და შეეცდება უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე წამყვანი როლი ითამაშოს

დიდი ბრიტანეთის მთავრობა ევროპასთან ურთიერთობების „გადატვირთვის“ და უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების პირობას დებს, -­ ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მეფემ, ჩარლზ III-მ ახალი „ლეიბორისტული“ მთავრობის პროგრამის წარდგენისას, განაცხადა. „ჩემი მთავრობა შეეცდება ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობები გადატვირთოს და ევროკავშირთან გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით იმუშაოს“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის მეფემ. ასევე, ჩარლზ III-მ აღნიშნა, რომ დიდი […]

უკრაინამ რუსეთის ტყვეობაში მყოფი 95 მოქალაქე დაიბრუნა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსეთის ტყვეობაში მყოფი 95 უკრაინელი მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა. გათავისუფლებულებს შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები და მესაზღვრეები. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ტელეგრამ-არხზე გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებების შედეგად, ქვეყნებს შორის ტყვეების გაცვლა 95-95 წესით მოხდა, ხოლო შუამავლის როლი არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა შეასრულა. “როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს, […]

ბოლო 10 თვეში, საჯარო უწყებებმა მედიას გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის 40% არ მიაწოდეს – მედიაჩეკერი

ბოლო 10 თვეში, 2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის 17 ივლისის ჩათვლით, მედია ორგანიზაციებმა სხვადასხვა საჯარო უწყებას ინფორმაციის მიღების მოთხოვნით 1539 განცხადებით მიმართეს. მედიამ სრულყოფილი პასუხი 399 შემთხვევაში მიიღო, 472-ჯერ მას ნაწილობრივ უპასუხეს, 625 განცხადება – 40% კი პასუხის გარეშე დარჩა. ამის შესახებ „მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრზე“ დაყრდნობთ „მედიაჩეკერი“ წერს. შეგახსენებთ, რომ „მედიის, ინფორმაციის […]

კონგრესი საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში საქართველოს მიმართ პოლიტიკას განიხილავს

23 ივლისს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტში განიხილავენაშშ-ის პოლიტიკას საქართველოსა და მოლდოვის მიმართ 2024 წლის საპარლამენტო არჩნევნების წინა პერიოდში. განხილვაზე სიტყვით წარსდგება: სახელმწიფო მდივნის ასისტენტის მოადგილე, ჯოშუა ჰაკი, რომელიც სამხრეთ ევროპისა და კავკასიის მიმართ აშშ-ს პოლიტიკას ზედამხედველობს. ასევე, სახელმწიფო მდივნის ასისტენტის მოადგილე აღმოსავლეთ ევროპისა და რეგიონული საკითხებში, კრისტოფერ სმიტი და USAID-ში ევროპისა და ევრაზიის ბიუროს […]

„უპირატესობა მიენიჭება ისეთ პროექტებს, რომელთა ბენეფიციარი მაღალმთიან დასახლებაში 9 ან 6 თვის პერიოდით აპირებს ცხოვრებას“

მთავრობა მაღალმთიან დასახლებებში საგრანტო პროგრამებს აანონსებს. როგორც ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითრების სამინისტროს, „მღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-30 წლების სტრატეგიაში“ ვკითხულობთ, „ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად სახელმწიფო გამოიყენებს მაღალმთიან დასახლებებზე მორგებულ საგრანტო პროგრამას, რომელშიც გათვალისწინებული იქნება მაღალმთიანი დასახლებების სამიზნე ტერიტორიების და ბენეფიციართა ასაკობრივი პრიორიტეტიზაცია”. სტრატეგიის მიხედვით, საგრანტო პროგრამაში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს პროექტების შესარჩევად უპირატესობის მინიჭება ახალგაზრდების […]