დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით აშშ-ის საიდუმლო სამსახურის საქმიანობაზე გამოძიება დაიწყო

დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით აშშ-ის საიდუმლო სამსახურის საქმიანობაზე გამოძიება დაიწყო აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის შემდეგ აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის გენერალურმა ინსპექტორმა შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის საქმიანობაზე გამოძიება დაიწყო. გამოძიების მიზანია, შეაფასოს შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის მუშაობა 13 ივლისს პენსილვანიაში, წინასაარჩევნო ღონისძიებაზე, სადაც ტრამპზე თავდასხმა მოხდა. დაკონკრეტებული არ არის, როდის დაიწყო გამოძიება. […]
საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თანამშრომლები გაეცნენ

ელექტრონული არჩევნების დანერგვასთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ფართომასშტაბიანი ინფორმირების კამპანია აქტიურად გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, საარჩევნო ელექტრონული აპარატების მუშაობას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თანამშრომლები გაეცნენ. ელექტრონული საშუალებების დანერგვასთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის, საარჩევნო ტექნოლოგიების უპირატესობებისა და მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა გააცნო. ,,აქტიური დისკუსიის ფონზე […]
რუსეთის ტყვეობიდან შინ კიდევ 95 უკრაინელი დაბრუნდა-ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლების მეშვეობით მომხდარი გაცვლის შედეგად რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 95 უკრაინელი დაბრუნდა, – ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ხალხის სახლებში დაბრუნებას. რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 95 დამცველი გათავისუფლდა. ესენი არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის და სასაზღვრო სამსახურის ჯარისკაცები,”-წერს ზელენსკი ტელეგრამის არხში, სადაც ამ მოვლენის ამსახველ ფოტოებიცაა გამოქვეყნებული უკრაინის […]
სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში EU-ს სპეციალური წარმომადგენელი მაგდალენა გრონო იქნება

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ჩეხი დიპლომატი, მაგდალენა გრონო გახდება. ინფორმაციას ევროკავშირში ჩეხეთის მუდმივი წარმომადგენლობა ავრცელებს. “პოლიტიკურმა და თავდაცვის კომიტეტმა ახლახან დაამტკიცა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენლად მაგდალენა გრონოს დანიშვნა. ნომინაციას ფორმალურად ევროკავშირის საბჭო დაამტკიცებს. გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ!” – წერს ჩეხეთის წარმომადგენლობა X-ზე. გრონო თანამდებობაზე ესტონელ დიპლომატს, ტოივო კლაარს ჩაანაცვლებს. […]
რა არის მანიაკთა მკვლელობის კულტი, რომლის ქართველი ლიდერი ნიუ-იორკში ტერაქტს გეგმავდა

მანიაკთა მკვლელობის კულტი, ან მანიაკები: მკვლელობის კულტი, შემოკლებით МКУ არის მოძრაობა, რომელიც უკრაინაში, ქალაქ დნიპროში 2010-იანი წლების ბოლოს წარმოიქმნა. ინტერნეტსივრცეში იძებნება რამდენიმე ვერსია, თუ როდის შეიქმნა ეს დაჯგუფება. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ეს 2017 წელს მოხდა. მაგალითისთვის, ამას წერდა მოსკოვის ოლქის რეგიონული უსაფრთხოების მთავარი სამმართველო, ასევე ზოგიერთი რუსული მედიაც. აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში ასევე […]
სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლი მაგდალენა გრონო გახდება

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას ჩეხი დიპლომატი მაგდალენა გრონო დაიკავებს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირში ჩეხეთის მუდმივი წარმომადგენლობა ავრცელებს. “[ევროკავშირის საბჭოს] პოლიტიკისა და უშიშროების კომიტეტმა დაამტკიცა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად ჩეხი მაგდალენა გრონოს დანიშვნა. ნომინაცია ოფიციალურად დამტკიცებული იქნება ევროკავშირის საბჭოს მიერ”, – ნათქვამია განცხადებაში. მაგდალენა გრონო ესტონელ ტოივო კლაარს ჩაანაცვლებს, […]
გივი მიქანაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მიქანაძემ ჯერ მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა, შემდეგ კი ახალგაზრდების კითხვებს უპასუხა. „გივი მიქანაძემ ახალგაზრდებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და სიახლეებზე ესაუბრა. საუბარი ასევე […]
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მსოფლიოში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარება შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომით დასრულდეს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს ქვეყანას ომით არასდროს ემუქრებოდნენ. ამის შესახებ მან „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში განაცხადა, სადაც ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობაზეც ისაუბრა. „მე და პუტინს ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. ის არასოდეს შეჭრილიყო უკრაინაში. მე ვუთხარი: „არასდროს, არასდროს შეიჭრა უკრაინაში“, – აღნიშნა აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა. მისი თქმით, მსოფლიოში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარება „შესაძლოა, მესამე […]
საქართველოში დნმ-ის მონაცემთა ბაზა შეიქმნება – კანონპროექტი უკვე პარლამენტშია

საქართველოში დნმ-ის მონაცემთა ერთიანი ბაზა შეიქმნება. აღნიშნულთან დაკავშირებით, შს სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი უკვე პარლამენტშია ინიცირებული. პროექტის ავტორთა შეფასებით, წარმოდგენილი კანონპროექტის შემუშავება უპირველესად განპირობებულია დანაშაულის გახსნისა და გამოძიების ეფექტიანობის გაზრდის საჭიროებით. როგორც პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, კანონპროექტის მიღების შედეგად, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბაზაზე შეიქმნება დნმ-ის მონაცემთა ბაზა, რომელშიც შეინახება კანონის […]
ოთარ შამუგია ატმის მოსავლის ჩაბარების პროცესს გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში იმყოფებოდა, სადაც, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან და მაჟორიტარ დეპუტატ დავით სონღულაშვილთან ერთად, ატმის მოსავლის დაბინავების პროცესს ადგილზე გაეცნო. „აქტიურად მიმდინარეობს ატმის მოსავლის დაბინავება-რეალიზაცია. წელს კარგი მოსავალი გვაქვს როგორც რაოდენობით, ასევე ხარისხით. დაახლოებით 12 000 ტონა პროდუქციის ექსპორტი უკვე განხორციელებულია და პროცესი აქტიურ […]