შალვა პაპუაშვილმა ქალთა ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეიოფში მოპოვებული წარმატება მიულოცა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ქალთა ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, რამდენიმე დღის წინ, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეიოფში მოპოვებული წარმატება პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე მიულოცა. როგორც მან აღნიშნა, „მას შემდეგ, რაც ვაჟთა ნაკრებმა ასე გაგვიხარა გული, სასიხარულოა ძალიან, რომ ქალთა ეროვნული ნაკრებიც ასეთ წარმატებებს აღწევს“. „ვულოცავ საქართველოს ქალთა ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს მოპოვებულ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეიოფში გასვლას. რაც […]

დავით მათიკაშვილი ოპოზიციურ გაერთიანებებზე – ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ანასხლეტი, სხვადასხვა დაჯგუფება, რომელთა გაერთიანებით, თუ განცალკევებით ჯამი არ იცვლება

ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის” ანასხლეტი, სხვადასხვა დაჯგუფება, რომელთა გაერთიანებით, თუ განცალკევებით, საბოლოო შედეგი, ჯამი არ იცვლება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა “ლელოს“, „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ გაერთიანების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, ნებისმიერი ასეთი კონფიგურაცია, საბოლოო ჯამში, “ნაცმოძრაობის” მიერ მიღებული ხმების შედეგს არ ცვლის. “ეს არის კოლექტიური “ნაცმოძრაობის” ანასხლეტი, სხვადასხვა დაჯგუფება, […]

როგორი საინვესტიციო გარემოა საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიხედვით

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საინვესტიციო კლიმატის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო პირობები ზოგადად კარგია, თუმცა კვლავ რჩება უნდობლობა სასამართლო სექტორის მიმართ, განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად, დროულად და კომპეტენტურად. ანგარიშში ნათქვამია, რომ ზოგიერთი საქმიანი დავა სასამართლოში წლების განმავლობაში გრძელდება. „სხვა კომპანიები უჩივიან მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტურ პროცესებს, ეფექტური ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ნაკლებობას, პოლიტიკური ჩარევის ბრალდებებს, კანონებისა […]

გიორგი ვაშაძე – მივესალმებით სხვა ოპოზიციური პარტიების გადადგმულ ნაბიჯებს გაერთიანებებისკენ – დარწმუნებული ვარ, ის, რაც ივანიშვილს უნდოდა, რომ ოპოზიციური ხმები 5%-ს ქვემოთ დაკარგულიყო, არ მოხდება – ეს არის ამოცანა!

მივესალმები ყველა პოლიტიკურ, პროდასავლურ კონსოლიდაციას, გაერთიანებას, ეს მათი გადასაწყვეტია, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია“ აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ „ლელო“ „განაცებისგან“ უნდა გადაარჩინოს. ვაშაძის თქმით, ის, რაც ბიძინა ივანიშვილს უნდოდა, არ მოხდება და ოპოზიციის ხმები 5%-ს ქვემოთ არ დარჩება. „ჩვენ ჩამოვაყალიბეთ „ერთიანობის“ გაერთიანება, მოძრაობა, რომელიც ყველაზე აქტიურად ერთვება […]

საქართველოს შეუძლია ევროპისთვის განსაკუთრებული როლის შესრულება დაკავშირებადობის კუთხით – პრემიერი

საქართველოს შეუძლია ევროპისთვის განსაკუთრებული როლის შესრულება დაკავშირებადობის კუთხით და სწორედ ამაზე გვექნება მსჯელობა ევროპელ კოლეგებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაერთიანებულ სამეფოში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-4 შეხვედრაში მონაწილეობს. პრემიერის თქმით, ქართული მხარე ევროპელ კოლეგებს გაუზიარებს გზავნილებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხედავენ საქართველოს როლს ამ თვალსაზრისით. „დღეს მონაწილეობას ვიღებ […]

სესხების რესურსი გვაქვს ბევრგან და ბევრი – ფინანსთა მინისტრი

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ დონორების მხრიდან ამ დროისთვის დაფინანსებული და მიმდინარე პროექტების შეჩერებას არ ელოდება, ხოლო „გაუგებრობა“ აღმოიფხვრება 3-4 წლის შემდეგ, როცა ახალი პროექტები უნდა დაიწყოს. ინფორმაციას bm.ge წერს. კითხვაზე, ხომ არ გაგვიჭირდება დახმარებების გარეშე და ხომ არ გახდება საჭირო ბიუჯეტის კორექტირება, კაკაურიძე პასუხობს, რომ „არა“. „ძალიან მარტივად, დღეს გამოვიტანეთ პარლამენტში […]

„რონიმ“ 3 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა – საწარმოს წარმადობა დღიურად 20-25 ტონა მშრალი კაკალი იქნება

კომპანია „რონიმ“ საწარმოს შესაქმნელად 3 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 500 000 ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია, ხოლო 1,200 000 ლარი – შეღავათიანი აგროკრედიტი. საწარმოს დამფუძნებლის, გურამ ნაკაშიძის განცხადებით, სრული დატვირთვით მუშაობის პირობებში, საწარმოს წარმადობა დღიურად 20-25 ტონა მშრალი კაკლის მიღება იქნება. კომპანია, ამ ეტაპზე, პროდუქციის რეალიზაციას შიდა ბაზარზე ახორციელებს. საწარმოში, აქტიური მუშაობის პერიოდში, 20 […]

ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

22 წლიანი გამოცდილებით, ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი, რომელიც ამჟამად სამ სასკოლო კამპუსს აერთიანებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა. სკოლა ლიცენზირებულია ორმაგი ავტორიზაციით – საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს – College Board-ის მიერ. 1990-იანი წლების ბოლოს, როგორც სტარტაპი, პროგრესი დასაწყისშივე ფოკუსირებული იყო მდგრადობისა და […]

სერბეთისა და ბოსნია-ჰერცოგოვინის საზღვართან პოლიციელი მოკლეს, მეორე მძიმედაა დაჭრილი

სერბეთისა და ბოსნია-ჰერცოგოვინის საზღვართან, ქალაქ ლოზნიცაში სროლის შედეგად ერთი პოლიციელი მოკლეს, მეორე მძიმედ არის დაჭრილი. სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ივიცა დაჩიჩის ინფორმაციით, ინციდენტის ადგილზე ნაპოვნია სავარაუდო მსროლელის პასპორტი, რითიც ირკვევა, რომ ის კოსოვოს მოქალაქეა. მინისტრმა განმარტა, რომ პოლიციელებს ესროლეს მაშინ, როდესაც მათ ბრალდებულების მანქანა გააჩერეს დოკუმენტების შესამოწმებლად. ერთ-ერთი დაშავებული პოლიციელი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო […]

საკონსტიტუციოს მოსამართლის ცოლი რუსეთის ვაჭრობის სამინისტროში მუშაობდა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ცოლი რუსეთში მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტროში მუშაობდა. მოსამართლე ვასილ როინიშვილმა ცოლის, დიანა ცინდელიანის შესახებ ინფორმაცია ჩაწერა ბოლო დეკლარაციაში, რომელიც 2024 წლის მაისში შეავსო. საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოში ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის უმნიშვნელოვანესი რგოლია. ამ სასამართლოს სამი დღის წინ, 15 ივლისს, პარლამენტის მიღებული კანონის გასაუქმებლად მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტი ამბობს, რომ […]